Showing posts with label indie. Show all posts
Showing posts with label indie. Show all posts

Melpo Mene



Melpo Mene -
Holes
(2004)
&




Bring The
Lions Out
(2008)

lastfm
myspace
Melpo Mene

საინტერესოა, ჩვენ მიერ ბლოგზე დადებული მუსიკოსებიდან რამდენი კითხულობს გაზეთს. ან თუ კითხულობს, რა მიზნით – გარკვეულ ინფორმაციას იღებს, თუ, უბრალოდ, ‘საჭირო ოთახში’ ერთობა(დევენდრა, მაგალითად. ან როქეთთუthისქაი. ქორდეთზი ისედაც გასაგებია :D). რა ვქნა, მეც ‘ღამის შოუს’ ჰედლაინების ეპოქის მომსწრე და გამზიარებელი ვარ – ყველა ტიპის განცხადება ჩემთვის გაზეთთან ასოცირდება.

თუმცა, ვერ ვიტყვი, ახალი, ‘შუა ქალაქის’ თაობა განცხადებებს ინტერნეტთან აიგივებს-მეთქი. ამიტომ, არავისთვის იქნება ჩემი ასოციაცია გასაკვირი ან უცხო:

მოკლედ, ერთხელ პატარა ბეკეკას...

(სავარაუდოდ, მელპო მენეს ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს, შვედ Erik Mattiasson-ს) დაცხა და გაზეთის წაკითხვა გადაწყვიტა(თქვენც სცადეთ სიცხეში). გადაშალა პირდაპირ ‘პაემნების’ გვერდზე, რათა ჯეროვნად გაეგრილებინა შეყვარებული გული ან, როგორც მინიმუმ, გაეცინა. მაგრამ შემოქმედი რის შემოქმედია, თუ მუზა ყველაზე უცნაურ შემთხვევებში არ მოუვიდა – ჰოდა, ერთ-ერთი განცხადება ერიკმა კი არ წაიკითხა, არამედ წაიღიღინა:
I am a lady, can you save me I'm living alone
If you find me everyone tells me I'm in sorry shape but I'm not.
I am a lady, can you save me I'm getting so cold
And you don't know that I'm alright cause I'm in sorry shape as the say…


ის განცხადება ხო იცით, კაცს რომ დამჯერი და ჭკვიანი ცოლი უნდა, რომელიც მის ნერვებზე არ დაიწყებს თამაშს და სატანის ენით მოლაპარაკე არ იქნება :D ვინმე ერიკივით კეთილი ადამიანი რომ მოვიდოდეს და ტკბილ სიმღერად აქცევდეს ამ არცთუ სასიამოვნო განცხადებას, იმდენად ტკბილად, ბუდას რომ აეკვიატოს და ტექსტის სისულელე დაივიწყოს...

აი, ის ვინმე იქნებოდა თეთრრაშიანი უფლისწული ჩემთვის. ტკბილხმიანი, თბილი და ისეთი მყუდრო, ბავშვობაში რო 5 კვადრატულ მეტრიანი მუქი იასამნისფერი ოთახუკა მინდოდა.

ჰოდა, ასე და ამგვარად, ერიკივით კეთილი არსება ჯერ ჩემს მეგობარს მოხიბლავდა საკუთარი სიმღერით სიყვარულზე (დაახლოებით ასეთი სიმღერით).


მეგობარი ფბ-ზე დააშეარებდა და მე და სტენლის(Sopo Molokos) მოგვაჯადოვებდა. მე ჯერ ბლოგზე პოსტს დავწერდი თეთრრაშიანი უფლისწულის შესახებ (მაგალითად, ასეთს:

ინდი პოპ ჯგუფ მელპო მენეზე ნეტში საკმაოდ მცირე ინფორმაციაა. პირველი, რასაც მის საიტზე ვკითხულობთ, არის ის, რომ ამ ჯგუფს მხარს თვით ბრეტ ანდერსონი უჭერს. ’სულიერად’ მასთან არიან Fireflies, Stars in Coma და სხვა ინდი-ტკბილი-ჩახუტება ბიჭუნები. მის ვოკალისტს კი ძალიან უხდება წითელი),

მერე კი შეიძლება სხვა რამეზეც მეფიქრა :)


p.s. წესით, ერთი ალბომი უნდა დამედო, მაგრამ ვერ ავარჩიე. ამიტომაცაა ორივე ალბომის ყდა და სახელი დასაწყისში. მოკლედ, ორივეს ვტვირთავ. პოპულარობა მელპო მენეს მეორე ალბომმა მოუტანა(Bring The Lions Out), თუმცა მე პირველი უფრო მიყვარს :P

clickcklick - Holes
clickcklick2 - Bring The Lions Out


Chew Lips

                                                                                                             

 Chew Lips

       -

  Unicorn (2010)

  lastfm

 myspace


   


აბა ვის გახსოვთ, სად იყავით და რას აკეთებდით 2008 წლის გაზაფხულზე? მე მახსოვს! არსად არ ვიყავი და არაფერს არ ვაკეთებდი. ვიჯექი უდაბნოსა შინა და  ყოველდღიურ გაზეთ nowhere news ვეცნობოდი ხოლმე. აქა-იქ, ხუთშაბათობით  ანას წიკვინა ხმას ვუმკლავდებოდით და ბელგეურ თქმულებებს ვისმენდით. ფლეიერs დღითიდღე ვარუfუჰოლიკებდი და საკუთარი თავsaც ვიმეტებდი ამისთვის.

ამასობაშჳ, მილიონი მილის მოშორებით, კოსმოსში, იუპიტერს კომეტა ეჯახებოდა და უკვალოდ ქრებოდა. მაშინ დედამიწაც 8 სანტიმეტრით უფრო წელგამართული იყო.   ლონდონი კი ძველებურად და უცვლელად,  ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყო დაყოფილი.  ღმერთმანი,  დიდებული მხარეა სამხრეთ ლონდონი! მაშინ, როცა პირქუშ ჩრდილოეთს ბურუსი მოიცავს და ნოტიო ჰაერს სევდით გაჟღინთავს, ქალაქის სამხეთი მხიარულების მზიან საბურველში ეხვევა და სიმღერისა და ცეკვა-თამაშის თავდავიწყებას ეძლევა ხოლმე.

 არც 2008 წლის გაზაფხული ყოფილა გამონაკლისი სამხრეთ ლონდონისთვის. სწორედ აქ და სწორედ ამ წელს და წელიწადის ამ უშესანიშნავეს დროს დაარსდა ჩულიფსისფერი ტრიო სახელად Chew Lips.

გინდ ელექტროქლეში დაარქვით, გინდ ელექტროპოპი, ჩემთვის სულერთია.მარა ფაქტია, რო წელს ეს ალბომი ერთ-ერთ გამორჩეულად უნდა დარჩეს, ვგრძნობ. ფაქტია რო ვგრძნობ. მარა ის უფრო ფაქტია, როUnicorn მათი სადებიუტო ალბომია. არაჩვეულებრივი ვოკალი გოგოს ეკუთვნის, ინსტრუმენტალი ბიჭებს. ეს თოჯინა - მე.                                                 ძვლებამდეა ალბომი გაჟღენთილი სუპერსაოცარი სინთეზატორით და რითმებით და საერთოდ, ყველა ტრეკი ისეთი მგონია, რო თავისუფლად ისინგლებდა და იჰიტებდა (ნუ, ბოლოს გარდა ალბათ), დედამიწა წელში რო არ მოხრილიყო. 

trakebi:
1. Eight 
2. Play Together 
3. Slick 
4. Karen 
5. Too Much Talking 
6. Toro 
7. Seven 
8. Two Hands 
9. Gold Key 
10. Piano Song

ClickClick         

 

   

             


Scout Niblett




Scout Niblett
-
The Calcination

of Scout Niblett
(2010)








აუ მეუასება რა ეს გოგო !

ჯერ არ გამოსული ალბომი

ჯერ გამოუსვლელი ალბომი

ანუ

გამოსასვლელი ალბომი

:კარგახნისწინგამოსულიალბომისმაილი:

trakebi

1 Just Do It!
2 The Calcination of Scout Niblett
3 I.B.D.
4 Bargin
5 Cherry Cheek Bomb
6 Kings
7 Lucy Lucifer
8 Duke Of Anxiety
9 Ripe With Life
10 Strip Me Pluto
11 Meet And Greet

clickclick

immortalclickclick













Fireflies


Fireflies -

Covers EP

2009


lastfm





ვზივარ და ვფიქრობ, ჩაიში ერთი კოვზი შაქრის ჩაყრის ჩვევის ტყვეობიდან როდის დავიხსნი თავს .

ან როდის გახდება ცნება "ერთი კოვზი" ყველასათვის უნივერსალური. ყველა სახეობის შაქრის და ყველა ზომის კრისტალებისთვის თანაბარი საზომი ერთეული.

ან იმას ველოდები, კოვზები როდის გადაწყვეტენ, რო წერტილი დაუსვან მათ შორის ისეთ თვისებრივ განსხვავებებს, როგორიცაა მაგალითად ვერცხლის ლამაზი თვალები, გრძელი კისერი, ნატიფი თითები და გამოყვანილი წელი და როდის დაიწყებენ სულიერი მხარის, კერძოდ კი ტევადობის სტანდარტიზებაზე ზრუნვას. ერთი სიტყვით, ველოდები, როდის გახდება ერთი კოვზი შაქარი მკაცრად, მყარად და თანაბრად 5 მილიგრამის ექვივალენტური, რომ სხადასხვა კოვზით შაქრის ჩაყრამ ჩაის სიტკბოზე გავლენა არ იქონიოს!

სადღაც გოიმობაცაა შაქრიანი ჩაი.. ჩაი იმისაა, რო უშაქროდ უნდა დალიო. მარა რას ვიზამთ, ყველამ ვიცით ზეპირად ბრიტნი სპირსის რომელიმე სიმღერის ტექსტი. მთლიანად თუ არა, მისამღერი მაინც. :დ

ჰოდა, აი ესე. ლოდინის პროცესში ვარ და ამას ისიც ერთვის თან, რო ------

ამას ბევრი რამე ერთვის თან...

მარა მთავარი ისაა, რო ამ გაგანია კრიზისის ხანაში მე წავაწყდი ჩვენი ტკბილი და თბილი Fireflies-ის ახალ იპის. რომელშიც სულ სულ ქავერებია შესული. ესეც დამთხვევა - წინა პოსტიც ხო ქავერებზე იყო :დ

სხვების არ ვიცი, მარა ბუდას რო ძალიან გაახარებს ამ იპის ამბავი, ისე ვიცი, როგორც ჩემი მეზობელი გურამის მიერ ჩემ კარზე დარეკილ ზარს ვცნობ.

ორიოდე სიტყვა იმის შესახებაც, თუ ვინაა Fireflies. არც შაქარია. არც ჩაი. არც ჩემი მეზობელი გურამი. მარა ბიჭია ა.შ.შ.-იდან. მიტნიკი გვარად. სახლში წერს თავისთვის. (ხო ვამბობდი ამერიკაც ჩალითაა დახურული-მეთქი. აგერ ამისთანა ბიჭი სახლში უნდა წერდეს , ერთი ალბომი და 2 იპი უკვე ქონდეს გამოშვებული და ლასტფმზე მაინც 64 ათას მოსმენას ვერ აცდეს?! )

ამ იპიში, რაც ff-ზე იდება, შესულია ამა და ამ სიმღერების ქავერები:

1. Disorder (Joy Division)

2. Heaven (Talking Heads)

3. Hollow Inside (The Cat's Miaow)

4. Judy Is A Punk (Ramones)

5. Watchin' girl (Shonen Knife)

6. Walk On The Moon (Asobi Seksu)

7. Birds ( Neil Young)

ClickClick

ორიგინალების ატვირთვაც მინდოდა, მარა მეზარება. მაინც 5 კაცზე მეტი არ გადმოიწერს და :დ იმ ხუთიდანაც ორს მოეწონოს მაქსიმუმ. და იმ ორიდან ერთი ბუდა იქნება :)

კიდე ერთი საინტერესო ფაქტი, ლასტი მის სიმილარ არტისტებში Stars In Comaსაც ასახელებს. ნუ, მუსიკალურად და სითბოთი და სიტკბოთი (კოვზ შაქარზე გაცილებით დიდი სიტკბოთი) რო გავს, ეგ ერთი ამბავია, მარა რაღაც სხვა მსგავსებასაც ვამჩნევ მგონი და იმედი მაქვს, მარტო მე არა :დ


მარცხნივ Fireflies-ია, მარჯვნივ - Stars In Coma



Bear In Heaven

Bear In Heaven 

- 

Beast Rest Fourth Mouth

(2009)

lastfm 

myspace





არ შეიძლება ასეთი ჯგუფების აღმოჩენა მაინცდამაინც მაშინ, როცა თავზე საყრელად გაქ საქმე. როცა კოპენჰაგენში ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალს გვისპობენ, როცა ირანი ახალ 'იადერულ' იარაღს ამზადებს, ხოლო ფეისბუქი ახალ-ახალ აპლიკაციებს. როცა უნიშიც სემესტრი დასასრულს უახლოვდება და რაც გისწავლია და არ გისწავლია აქამდე, ყველაფრის თავში აზელა მოგიწევს მალე. როცა როცა! ასეთ დროს უნდა დაჯდე და უსმინო ოლდიებს, უკვე second hand არტისტებს, სვა კოკა-კოლა და დაიჯერო რო ყველაფერი კარგად იქნება. ოდესმე. სადმე. რომ არც შენ დაგემართება ამდენი უმიზნო და უმიზეზო უძილობებით რამე ქრონიკულ-დისტროფიკული და არც შენს დაუძლურებულ მაგიდის ლამპას, შიგადაშიგ ზზზზზზ ხმებს რო გამოსცემს შუაღამისას და თევზებსაც უფრთხობს ძილს. 

ასეთი ჯგუფების აღმოჩენა ასეთი გაჭირვების ჟამს სწორედ რომ კანონით უნდა იკრძალებოდეს! მაგრამ ჰოი, რომ არც კოდექსი გვივარგა ქართველობას და შესაბამისი კანონი არ მოიძებნება ჩვენს სამოქალაქო სამართლის კანონთა კრებულში. 

და კიდე კაი, რო არ მოიძებნება! თორე მერე უფროსი ძმა ყველა  იმ არხს დახურავდა, საიდანაც ალბომი ჟონავს. არც ბენდზე გვექნებოდა რაიმე ინფო და თუ მოხდებოდა სასწაული და ლასტფმი მის რისხვას გადაურჩებოდა, Bear In Heavenის პროფილს მაინც  ნამდვილად ვერ წავაწყდებოდით მის გვერდებზე. საუკეთესო ვარიანტში ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენ და ფრენკ სინატრა. ფრენკ სინატრა და ჩვენ.  დავწერდით ქუიზებს, ვივლიდით არჩევნებზე, ეიზენჰაუერს ხმას მაინც არ მივცემდით, გვეყვარებოდა ერთმანეთი და თამაზ გოგიჩაიშვილი. დავიწყებდით მუშაობას, ან შევიძენდით ველოსიპედს. წავიდოდით კუკუშკით ბაკურიანში და კეკლუცადაც ვიკისკისებდით. სანსა ფლეირებსაც წავიღებდით შიგ ჩაწერილი bear in heavenით, არც დიდი გამყინვარება მოხდებოდა და არც გლობალური დათბობა.  

  ახლა კი ფრენკ სინატრას ბიოგრაფიას შეიძლება ვიკიპედიაზე სასხვათაშორისოდაც გაეცნოს კაცი. ზეციური დათვის შესახებაც კარგის მეტი რა ეწერება ვიკიპედიაზე,  ბოლოსდაბოლოს ესეც პიჭფორკის მიერ ბესთ ნიუ მიუზიქად აღიარებული ნაწარმია! და არცთუ უსაფუძვლოდ აღიარებული.  ალბომი ბრუკლინური ჯგუფისთვის რიგით მეორეა და ბრწყინვალლე. თითოეული ტრეკიც კი იმდენად ახალი და რაღაცნაირია :D, და იმდენად ფართე ჟანრობრივი დიაპაზონით ხასიათდება  (აი თაგები თუ არ გჯერათ), რო აზრზე მოსასვლელად, დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად დროც დაგჭირდება ადამიანს.  

ჯერჯერობით You Do You, Lovesick Teenagers, Fake Out და Casual Goodbye-ზე ვარ ჩაციკლული. იმდენად მელოდიური+ ზე-სივრცითი, ზე-ქეჩი, მომენტებში ისტერიულიც და ზე-ხარისხიანი სიმღერებია რო უკვე ვიცი, 3 სეზონს გამიძლებს მინიმუმ. 

გასინჯეთ თქვენც თუგინდათ სანამ ახალი წელი მოსულა


trackebi:


1.  Beast In Peace               4:16
2.  Wholehearted  Mess  3:02
3. You Do You                    3:43
4.  Lovesick Teenagers   3:15
5.  Ultimate Satisfaction 4:25
6.  Dust Cloud                       5:58
7.  Drug A Wheel                 3:14
8.  Deafening Love             4:54
9.  Fake Out                           3:14
10. Casual Goodbye           4:48

ClickClick

ImmortalClickClick

       


                                      

           


Howling Bells


Howling Bells - 

Radio Wars 

 (2009)

lastfm

myspace

ტეტრა პაკის შეფუთვაზე თუ დაფიქ-

რებულხართ ოდესმე? მე ამ ზაფხულამდე ამ პრობლემას არ შევუწუხებივარ, უფრო ზუსტად კი, ამა წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ დილამდე, როცა დრეგონფლაიზელებმა ეკო-ფუდის რძის ყუთზე  სარეკლამო ხასიათის შემდეგი მინაწერი აღმოვაჩინეთ:                                                                "დედიკო, რატომ არის ეკო-ფუდის რძე ასეთი გემრიელი?"  - ზრუნვილი ბავშვი ეკითხება მზრუნველ  დედას.           და დედის პასუხი (თითქოს-და რა შეიძლება იყოს "იმიტომ, რომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ქართული"-ზე უფრო უარესი, მაგრამ აიიიი ისიც) :

"იმიტომ, რომ იგი ჩამოსხმულია ტეტრა პაკის შეფუთვაში, რომელიც საიმედოდ ძლებს სიცხესა და სიცივეში, ჭირსა და ლხინში, გაჭირვებასა და ბედნიერებაში". (მაპატიეთ ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ ასე იყო დაახლოებით). 

ხოდა, თუკი მსგავსი სისულელეები მომხმარებელს მართლაც უბიძგებენ ამა თუ იმ მარკის საქონლის ყიდვისკენ, მაშინ რატომ არ უნდა იყოს Howling Bells-ის ეს ალბომი ტეტრა პაკის შეფუთვის ღირსი?! თუმცა მგონი აქვს კიდეც, მე ხომ ორიგინალი არ მინახავს :P

ის კი წავიკითხე, რომ ტეტრა-პაკისკენ მიმავალი გზა იმით დაწყებულა, რომ 2000დან 2003 წლამდე ავსტრალიის ფიქტიურ :d დედაქალაქ სიდნეიში მოღვაწე, ინდი როკის დამკვრელი, კაი მსმელი და კაი პურისმჭამელი ბენდი, სახელად ვაიკიკი/Waikiki, გაუგებარი მიზეზების გამო დაშლილა. ჯგუფის სამ წევრს დროებით უმუშევრის სტატუსი ვერ მოურგია და ახალი ბენდის ჩამოყალიბება განუზრახავს. 2004 წლის მიწურულს გოგო-ბიჭებმა ბასისტიც აიყვანეს და რეპეტიციებს შეუდგნენ სიდნეის ნესტიან სარდაფებში.

როგორც მათი ვოკალისტის, ხუანიტას ძმა (რომელიც სხვათაშორის გიტარისტია იგივე ბენდში) იხსენებს, ახალბედა ჯგუფს ძალიან უჭირდა თავის გატანა თურმე. მარშუტკას მეტროს ამჯობინებდნენ და პლაჟზე ფრენბურთსაც არ თამაშობდნენ რომ ფული დაეზოგათ. სამაგიეროდ, ბრიტანეთში ჩასვლა მოახერხეს, თორემ აბა ავსტრალიაში როგორ გავიქაჩებოდითო - უთქვამს ხუანიტას ძმას.  აბა კაცო! რაღა ავსტრალია და რაღა საქართველო. ლივერპულში ყმაწვილების ხელმომჭირნე ცხოვრებამ 3 თვეს გასტანა და ამ სამ თვეში coldplay-ის,  snow patrol-ის და სხვა ცნობილ -ცნობილი ბენდების პროდიუსერს დააპროდუცირებინეს ალბომი და 2006 წლის მაისში გამოუშვეს კიდეც. რა თქმა უნდა, ასეთი ზურგის მქონე ბენდს ენემიმ და პიჭფორკმა მაღალი შეფასებები მისცეს და მსმენელების დაინტერესებაც გამოიწვიეს.  მე, როგორც აუთენტურად დილეტანტი მსმენელი, მათი ალბომის ყდამ მიმიზიდა მხოლოდ და გადმოვწერე ალბომიც. მაგრამ, ლაივ ჩანაწერი აღმოჩნდა და ჯერ ისედაც არ ვგიჟდები აუდიო ლაივებზე და მით უმეტეს, მომკალი და ვერ მოვუსმენ  პირველად ლაივს სტუდიურის გაცნობამდე. ხოდა, ეს ალბომიც ეგდო ისე და მტვერი ედებოდა.. 2009ში ბენდმა ახალი ალბომი გამოსცა და მეც მხოლოდ მაშინ გამახსენდნენ ხუანიტა და მისი დამქაშები. 

                                                                         

არ ვიცი, რატომ ჩავიციკლე ეს დღეები ასე ძალიან ამ ახალ ალბომზე. აშკარად ტეტრა პაკის ხელი ურევია, თორემ ერთი მოსმენით დიდი არაფერია -  მძლავრი ხმის პატრონი, მაგრამ თითქოს არაფრით გამორჩეული ვოკალისტკა, ყოვლად ჩვეულებრივი ინდი-როკი ( და არა აკუსტიკური ინდი პოპი!!!), გემოვნებიანი ეფექტებით და აქა-იქ ბასის გემრიელი გამოკვეთებით , სასიამოვნო ბექებით და ხანდახან ტაშებით და მარტივი და კარქქქი ტექსტებით (რომლებსაც გინდა-არგინდა შენ თავს უკავშირებ ხოლმე მომენტებში და ისეთია, აი რაღაცნაირი, გოგოშკური).  მაგრამ ფაქტია, radio wars მეორე მოსმენისას უკვე გითრევს, მესამე მოსმენაზე არანორმალურად გსიამოვნებს და მეოთხე და მომდევნო მოსმენები უკვე თავისთავად მოდიან. ფლეიერშიც თავისი ფეხით გადადის მთლიანი ალბომი და სახლში მოსვლას არ გაცლის, კომპიუტერშიც ასე თავისით ირთვება ხოლმე.

trackebi:

1. Treasure Hunt
2. Cities Burning Down
3. It Ain't You
4. Nightingale
5. Let's Be Kids
6. Ms. Bell's Song (
Radio Wars Theme)  (ვინც მოუსმენთ სათითაოდ დააკომენტეთ რა ამ სიმღერის პირველი ნაწილი გირჩევნიათ თუ მეორე, მჭირდება) 
7. 
Golden Web
8. 
Into the Chaos
9. 
Digital Hearts
10. 
How Long

ClickClick

        

ხო, ეს კი  წინა ალბომის გარეკანი

საქართველოს პირობებში ტეტრა პაკი რისაიქლინგს არ ექვემდებარება :|

The Big Pink


The Big Pink 

          -

A Brief History

       Of Love

        (2009)

lastfm

myspace

(შედით სფეისზე არ ინანებთ)

ალბათ ყველა ჭეშმარიტი მელომანი კარგად იცნობს 60-70-80იანების კანადურ როკ ჯგუფს, Capitol Recordsის ლეიბლზე მოღვაწე The Band-ს. ალბათ, ყველა ჭეშმარიტ მელომანს მათი ფირფიტა (თუ ჭეშმარიტ მელომანებს ვინილები აქვთ, მე მაპატიეთ) ექნება სახლში, და როგორც მინიმუმ ერთი ალბომი და ერთი ლაივ ჩანაწერი, ფოთის პორტიდან კონტრაბანდით ჩამოტანილი. და პრაიგრივაწელის ნემსი გაფუჭებული რო არ ჰქონდეს, ყველა ჭეშმარიტი მელომანი დღესაც სიამოვნებით მოუსმენდა მათ ალბომს. სამწუხაროა, რომ მაშინდელი ნამდვილი ნემსები დღეს მშრალ ხიდზეც კი აღარ იშოვება უკვე. 

ჰოდა, მეგობრებო, თუკი ჭეშმარიტი მელომნობის რაღაც თქვენც გცხიათ, ჩემგან არ გესწავლებათ ზემოთაღნიშნული ბედნის დისკოგრაფია. შესაბამისად, ყველას გეცოდინებათ, რომ მათი სადებიუტო ალბომი Music From Big Pink-ის სახელწოდებითაა ცნობილი და გამოიყურება ასე

და რაოდენ სასიხარულო აღმოჩნდება ალბათ ის ფაქტი თქვენთვის, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებული ბენდის წევრებიც სვორედ რომ ჭეშმარიტი მელომანების ოჯახებში გაზრდილი ყმაწვილები არიან! სამწუხაროდ, თვიტონ კი უვარგისები და სრული ფუქსავატები გამოდგნენ. ერთ-ერთი მათგანი თაროების დალაგებისას გადააწყდა თურმე ზემოთხსენებულ ალბომს. იფიქრა, ჩემ ჯგუფს Big Pink-ს დავარქმევო და დაარქვა. ერთი ისაა, რო ინგლისურმა ტრადიციამ წინ the არტიკლის დართვა მოითხოვა, თორე სხვა ყველაფერი 5იანზე გამოვიდა.  აქ კი ჭეშმარიტი მელომნების სიხარული იმედგაცრუებით იცვლება, რადგან ამ ახალგაზრდა  ბენდს იმ Band-თან სახელის გარდა სხვამხრივ  საერთო არაფერი აქვს. ეგ კი არა, მოსმენილიც არ აქვთ. არც მე.

ეს ჩვენი ბენდი, მეტსახელად The Big Pink, 2007 წელს ჩამოყალიბდა წმინდაწყლის ინგლისელი Robbie Urzeსა და  ასევე წმინდაწყლის ინგლისელი Milo Cordellის მიერ. ახალბედა და გამხურებელი ბენდის სტატუსით ისეთ კორიფე ჯგუფებთან უვლიათ ტურებზე, როგორებიცაა TV on the Radio, Florence & The Machine (ნუ ჯგუფი ნაკლებად, მარა გავატაროთ), Crystal Castles და Klaxons.

წინამდებარე ალბომი ბიჭებისთვის სადებიუტოა, და ჩაწერილია ნიუ-იორკში, თუმცა მათთვის ეროვნებ-წარმომავლობის ღალატში მაინც არავის დაუდია ბრალი. ალბომის სახელი კრეატიულობით ვერ დაიკვეხნის და მეტიც, ვენესუელური სერიალის სახელსაც მოგვაგონებს. (აბა რა ინდი-ბენდის საკადრისია - " სიყვარულის მოკლე ისტორია"!) გულდათუთქული ლავსონგებიც ოხრად არის ალბომში, მარა ესეც ეპატიებათ ჩემგან. ბოლოსდაბოლოს, " it's the best they can do without saying they love". სამაგიეროდ, ჟღერადობა და მელოდიაა ოოოო!! მოშუგეიზო ელექტრონიკა, თუ ელექტრონული შუგეიზი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ფაქტია, ორივე სიტყვა ხაზგასმით და ცალ-ცალკე უნდა აღნიშნო მათ დასახასიათებლად. სასურველია დამარცვლითაც.

ჰოდა აგერ ალბომიც

trakebi:

1. Crystal Visionsc (ბაგარი opener-ი)
2. Too Young To Love
3. Dominos
4. Love In Vain
(if you really love him then tell me that you love him again and go ვოტ)
5. At War With The Sun
6. Velvet
7. Golden Pendulum
8. Frisk
9. A Brief History Of Love
10. Tonight
11. Countbackwards From Ten

ჰო მართლა, ჭეშმარიტი ძილით ვისაც უძინია ავტობუსში, ის კარგად გამიგებს, რატომ გავაფრინე ასე ძალიან ამათზე.. ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი ის უბრალო პრიმიტიული ძილი არ გეგონოთ მეგობრებო - ბორბალთან შემაღლებულ სკამზე მეგობრის მხარზე რო ჩამოდებ თავს და ნაუშნიკებსაც წინასწარ მოირგებ ყურებზე ამ პოზისთვის. არავითარ შემთხვევაში! ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი მაშინ გაკითხავს, როცა თბილისის ათასჯერგადათხრილ და მაინც ოღრო-ჩოღრო გზებზე, გახევებულ მწვანე სკამზე მარტო მჯდომს და ფანჯარაზე თავმიყრდნობილს (უმოწყალოდ რომ გარახუნებინებს მინაზე თავს მძღოლი, ტრანსპორტი, გზა თუ მუხთალი წუთისოფელი) ჩაგეძინება და სიზმრად ბილეთის კaნტრaლიორების ნახვასაც მოასწრებ. გამოღვიძებული კი აღმოაჩენ, რომ ბილეთი მაგრად ჩაგიბღუჯავს ორივე ხელში, ყურებში კი ისევ ის სიმღერა ტრიალებს, რაზეც ჩაგეძინა.

სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული The Big Pink ყველაზე მეტად. თუმცა, რატომ, მაინც ვერ ვაყალიბებ. მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი გეძინებათ და ეს ბენდი დაძინებაში ხელს გიშლით - ლოგიკურად თავისი ხმაუროანობის გამო, - ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად არ გეძინებათ.

პლუტარქე

ClickClick

Immortalclickclick

                                 

                                    

                                              

The Antlers


The Antlers - Hospice (2009)

theantlers

myspace

lastfm




საქმიანი შეხვედრიდან მოსულს(საშინლად დაღლილს), სანატრელად ანთლერზის მოსმენა დამრჩაო, შექსპირი გაიფიქრებდა, იმ შეხვედრაზე რო ყოფილიყო.

შეიძლება დაეწერა კიდეც(რას გაუგებ შემოქმედ ხალხს).

არადა არაფერი ისეთი, ჩვენში რო დარჩეს.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




მელოდიური მუსიკა, სუპერზანუდური, ჩამქრალი ვოკალი და გრძელი კომპოზიციები -
დაღლილს რო უხდება, ისეთი.
ანთლერზი ვერც განსაკუთრებულ სითბოს გთავაზობთ, ვერც ემოციების ყელში გაჩხერას და ყვირილის კბილებს შორის დაგუბებას. ინტიმს - ოხრად.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




პიტერ სილბერმანი(Peter Silberman - ფოტოებზე რო ყურებიანი ბიჭუკაა, ეგ) ერთხელაც ამდგარა და ბრუკლინში გადასახლებულა(საიდან - არაა ცნობილი). მერე ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას თავში ვაშლი დაცემია და პირველი სოლო ალბომიც გამოუშვია(დღეს ჯგუფი 3 ადამიანისგან შედგება). ეს პიტერის მესამე ალბომია, ვაშლის გარეშე გააკეთა და შესაძლოა, ამიტომაცაა უკეთესი.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.

მერე ძალიან კარგია :)



ალბომი რო დაიწყო, ცოტა დავზანუდდი, ვიფიქრე გამოვრთავ-მეთქი, უანთლერზოდაც მეძინებოდა. მაგრამ მერე ვიღაცამ სკაიპში მომწერა. მერე სხვა ვიღაცამ და ასე ნელ-ნელა შევიდა ეშხში ჩემგან დაკიდებული და დაწუნებული ანთლერზი.
აი ეშხში რო შევიდა, მერე გამორთვა გადავიფიქრე.

ალბომის შუა ტრეკებიდან უკვე კარგად ’მოაქვს’, შივა კი არაფერიც არაა ასეთი, უბრალოდ ახლა ვუსმენ და ამიტომ ავიკვიატე(საერთოდაც, მერვე ტრეკია ალბომში და არ დაიჯეროთ ’შივამდე’ თეორია :D )

თან რა საინტერესოა, ბუდას რო შივა მოსწონს ყველაზე მეტად, ხო? :D
შესანიშნავი ამბავია დასაწერად!




მოკლედ, ძალიან კარგი ალბომი, ძალიან ’სახლში ვარ, საკუთარ თავთან მარტო’ განწყობით. შეგიძლიათ ლოგინზე წამოკოტრიალდეთ, შუქი ჩააქროთ და ისე უსმინოთ :D

და რაც მთავარია!
ანთლერზი დაგავიწყებთ გუშინდელ, გუშინწინდელ, გუშინწინისწინდელ დეპრესიულ განწყობას(ანუ დაგაყენებთ უფრო კეთილშობილურად დეპრესიულ განყობაზე :D ) და დღევანდელ უხერხულ სიტუაციებს, დაღლაზე ხო საუბარი არ მაქვს. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე წამალი 'სალხინო'. სცადეთ - The Antlers :D














trakebi

01. Prologue
02. Kettering
03. Sylvia
04. Atrophy
05. Bear
06. Thirteen
07. Two
08. Shiva
09. Wake
10. Epilogue


Clickclick

Immortalclickclick



ესეც კლიპი ძალიან კარგ ტრეკზე