Showing posts with label female vocalist. Show all posts
Showing posts with label female vocalist. Show all posts

Chew Lips

                                                                                                             

 Chew Lips

       -

  Unicorn (2010)

  lastfm

 myspace


   


აბა ვის გახსოვთ, სად იყავით და რას აკეთებდით 2008 წლის გაზაფხულზე? მე მახსოვს! არსად არ ვიყავი და არაფერს არ ვაკეთებდი. ვიჯექი უდაბნოსა შინა და  ყოველდღიურ გაზეთ nowhere news ვეცნობოდი ხოლმე. აქა-იქ, ხუთშაბათობით  ანას წიკვინა ხმას ვუმკლავდებოდით და ბელგეურ თქმულებებს ვისმენდით. ფლეიერs დღითიდღე ვარუfუჰოლიკებდი და საკუთარი თავsaც ვიმეტებდი ამისთვის.

ამასობაშჳ, მილიონი მილის მოშორებით, კოსმოსში, იუპიტერს კომეტა ეჯახებოდა და უკვალოდ ქრებოდა. მაშინ დედამიწაც 8 სანტიმეტრით უფრო წელგამართული იყო.   ლონდონი კი ძველებურად და უცვლელად,  ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყო დაყოფილი.  ღმერთმანი,  დიდებული მხარეა სამხრეთ ლონდონი! მაშინ, როცა პირქუშ ჩრდილოეთს ბურუსი მოიცავს და ნოტიო ჰაერს სევდით გაჟღინთავს, ქალაქის სამხეთი მხიარულების მზიან საბურველში ეხვევა და სიმღერისა და ცეკვა-თამაშის თავდავიწყებას ეძლევა ხოლმე.

 არც 2008 წლის გაზაფხული ყოფილა გამონაკლისი სამხრეთ ლონდონისთვის. სწორედ აქ და სწორედ ამ წელს და წელიწადის ამ უშესანიშნავეს დროს დაარსდა ჩულიფსისფერი ტრიო სახელად Chew Lips.

გინდ ელექტროქლეში დაარქვით, გინდ ელექტროპოპი, ჩემთვის სულერთია.მარა ფაქტია, რო წელს ეს ალბომი ერთ-ერთ გამორჩეულად უნდა დარჩეს, ვგრძნობ. ფაქტია რო ვგრძნობ. მარა ის უფრო ფაქტია, როUnicorn მათი სადებიუტო ალბომია. არაჩვეულებრივი ვოკალი გოგოს ეკუთვნის, ინსტრუმენტალი ბიჭებს. ეს თოჯინა - მე.                                                 ძვლებამდეა ალბომი გაჟღენთილი სუპერსაოცარი სინთეზატორით და რითმებით და საერთოდ, ყველა ტრეკი ისეთი მგონია, რო თავისუფლად ისინგლებდა და იჰიტებდა (ნუ, ბოლოს გარდა ალბათ), დედამიწა წელში რო არ მოხრილიყო. 

trakebi:
1. Eight 
2. Play Together 
3. Slick 
4. Karen 
5. Too Much Talking 
6. Toro 
7. Seven 
8. Two Hands 
9. Gold Key 
10. Piano Song

ClickClick         

 

   

             


Scout Niblett




Scout Niblett
-
The Calcination

of Scout Niblett
(2010)








აუ მეუასება რა ეს გოგო !

ჯერ არ გამოსული ალბომი

ჯერ გამოუსვლელი ალბომი

ანუ

გამოსასვლელი ალბომი

:კარგახნისწინგამოსულიალბომისმაილი:

trakebi

1 Just Do It!
2 The Calcination of Scout Niblett
3 I.B.D.
4 Bargin
5 Cherry Cheek Bomb
6 Kings
7 Lucy Lucifer
8 Duke Of Anxiety
9 Ripe With Life
10 Strip Me Pluto
11 Meet And Greet

clickclick

immortalclickclick













Stina Nordenstam

Stina Nordenstam
-
This Is Stina Nordenstam

(2001)

2001 !!!


lastfm








ბრეტ ანდერსონი ყოველთვის იჩემებდა, ბაბუაჩემი სვეცკი შვედი ტიპი იყო Andersenების საგვარეულოდანო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ სოფელ ბრიტანეთში ჩამოვიდა და raped my grandma-ო (უცხო ენა ცენზურას ყოველთვის აკმაყოფილებს - ავტ. შენ.), თვითონაც გასოფლელდა და გვარი Andersonად გადაიკეთაო.

რაშუაშია ეხლა ეს.


1. იმაში, რო ეს ჩვენი შტინაც შვედია (შვედურში "T"-ს წინ "S" "შ"-დ იკითხება თურმე, მცოდნეებს ვკითხე).

2. კიდევ იმაში, რო ამ ალბომში male vocalistი თუ შეგხვდებათ, ბრეტ ანდერსონისაა

3. და კიდევ იმაში, რო არაფერი მეწერინება ამ ალბომზე საერთოდ - [Love is blindness, Love is muteness :D:D]


trackebi:

1. Everyone Else In The World – 2:59
2. Trainsurfing – 3:10
3. So Lee – 2:56
4. The Diver – 3:19
5. Circus – 3:19
6. Stations – 3:07
7. Keen Yellow Planet – 3:04
8. Lori Glory– 3:01
9. Welcome To Happiness – 2:51
10.Clothe Yourself For The Wind – 1:35
11. Sharon & Hope – 2:31

ClickClick

Howling Bells


Howling Bells - 

Radio Wars 

 (2009)

lastfm

myspace

ტეტრა პაკის შეფუთვაზე თუ დაფიქ-

რებულხართ ოდესმე? მე ამ ზაფხულამდე ამ პრობლემას არ შევუწუხებივარ, უფრო ზუსტად კი, ამა წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ დილამდე, როცა დრეგონფლაიზელებმა ეკო-ფუდის რძის ყუთზე  სარეკლამო ხასიათის შემდეგი მინაწერი აღმოვაჩინეთ:                                                                "დედიკო, რატომ არის ეკო-ფუდის რძე ასეთი გემრიელი?"  - ზრუნვილი ბავშვი ეკითხება მზრუნველ  დედას.           და დედის პასუხი (თითქოს-და რა შეიძლება იყოს "იმიტომ, რომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ქართული"-ზე უფრო უარესი, მაგრამ აიიიი ისიც) :

"იმიტომ, რომ იგი ჩამოსხმულია ტეტრა პაკის შეფუთვაში, რომელიც საიმედოდ ძლებს სიცხესა და სიცივეში, ჭირსა და ლხინში, გაჭირვებასა და ბედნიერებაში". (მაპატიეთ ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ ასე იყო დაახლოებით). 

ხოდა, თუკი მსგავსი სისულელეები მომხმარებელს მართლაც უბიძგებენ ამა თუ იმ მარკის საქონლის ყიდვისკენ, მაშინ რატომ არ უნდა იყოს Howling Bells-ის ეს ალბომი ტეტრა პაკის შეფუთვის ღირსი?! თუმცა მგონი აქვს კიდეც, მე ხომ ორიგინალი არ მინახავს :P

ის კი წავიკითხე, რომ ტეტრა-პაკისკენ მიმავალი გზა იმით დაწყებულა, რომ 2000დან 2003 წლამდე ავსტრალიის ფიქტიურ :d დედაქალაქ სიდნეიში მოღვაწე, ინდი როკის დამკვრელი, კაი მსმელი და კაი პურისმჭამელი ბენდი, სახელად ვაიკიკი/Waikiki, გაუგებარი მიზეზების გამო დაშლილა. ჯგუფის სამ წევრს დროებით უმუშევრის სტატუსი ვერ მოურგია და ახალი ბენდის ჩამოყალიბება განუზრახავს. 2004 წლის მიწურულს გოგო-ბიჭებმა ბასისტიც აიყვანეს და რეპეტიციებს შეუდგნენ სიდნეის ნესტიან სარდაფებში.

როგორც მათი ვოკალისტის, ხუანიტას ძმა (რომელიც სხვათაშორის გიტარისტია იგივე ბენდში) იხსენებს, ახალბედა ჯგუფს ძალიან უჭირდა თავის გატანა თურმე. მარშუტკას მეტროს ამჯობინებდნენ და პლაჟზე ფრენბურთსაც არ თამაშობდნენ რომ ფული დაეზოგათ. სამაგიეროდ, ბრიტანეთში ჩასვლა მოახერხეს, თორემ აბა ავსტრალიაში როგორ გავიქაჩებოდითო - უთქვამს ხუანიტას ძმას.  აბა კაცო! რაღა ავსტრალია და რაღა საქართველო. ლივერპულში ყმაწვილების ხელმომჭირნე ცხოვრებამ 3 თვეს გასტანა და ამ სამ თვეში coldplay-ის,  snow patrol-ის და სხვა ცნობილ -ცნობილი ბენდების პროდიუსერს დააპროდუცირებინეს ალბომი და 2006 წლის მაისში გამოუშვეს კიდეც. რა თქმა უნდა, ასეთი ზურგის მქონე ბენდს ენემიმ და პიჭფორკმა მაღალი შეფასებები მისცეს და მსმენელების დაინტერესებაც გამოიწვიეს.  მე, როგორც აუთენტურად დილეტანტი მსმენელი, მათი ალბომის ყდამ მიმიზიდა მხოლოდ და გადმოვწერე ალბომიც. მაგრამ, ლაივ ჩანაწერი აღმოჩნდა და ჯერ ისედაც არ ვგიჟდები აუდიო ლაივებზე და მით უმეტეს, მომკალი და ვერ მოვუსმენ  პირველად ლაივს სტუდიურის გაცნობამდე. ხოდა, ეს ალბომიც ეგდო ისე და მტვერი ედებოდა.. 2009ში ბენდმა ახალი ალბომი გამოსცა და მეც მხოლოდ მაშინ გამახსენდნენ ხუანიტა და მისი დამქაშები. 

                                                                         

არ ვიცი, რატომ ჩავიციკლე ეს დღეები ასე ძალიან ამ ახალ ალბომზე. აშკარად ტეტრა პაკის ხელი ურევია, თორემ ერთი მოსმენით დიდი არაფერია -  მძლავრი ხმის პატრონი, მაგრამ თითქოს არაფრით გამორჩეული ვოკალისტკა, ყოვლად ჩვეულებრივი ინდი-როკი ( და არა აკუსტიკური ინდი პოპი!!!), გემოვნებიანი ეფექტებით და აქა-იქ ბასის გემრიელი გამოკვეთებით , სასიამოვნო ბექებით და ხანდახან ტაშებით და მარტივი და კარქქქი ტექსტებით (რომლებსაც გინდა-არგინდა შენ თავს უკავშირებ ხოლმე მომენტებში და ისეთია, აი რაღაცნაირი, გოგოშკური).  მაგრამ ფაქტია, radio wars მეორე მოსმენისას უკვე გითრევს, მესამე მოსმენაზე არანორმალურად გსიამოვნებს და მეოთხე და მომდევნო მოსმენები უკვე თავისთავად მოდიან. ფლეიერშიც თავისი ფეხით გადადის მთლიანი ალბომი და სახლში მოსვლას არ გაცლის, კომპიუტერშიც ასე თავისით ირთვება ხოლმე.

trackebi:

1. Treasure Hunt
2. Cities Burning Down
3. It Ain't You
4. Nightingale
5. Let's Be Kids
6. Ms. Bell's Song (
Radio Wars Theme)  (ვინც მოუსმენთ სათითაოდ დააკომენტეთ რა ამ სიმღერის პირველი ნაწილი გირჩევნიათ თუ მეორე, მჭირდება) 
7. 
Golden Web
8. 
Into the Chaos
9. 
Digital Hearts
10. 
How Long

ClickClick

        

ხო, ეს კი  წინა ალბომის გარეკანი

საქართველოს პირობებში ტეტრა პაკი რისაიქლინგს არ ექვემდებარება :|

Rockettothesky


Rockettothesky

-

To Sing You

Apple Trees

(2006)

Official

last.fm

myspace


ვინაიდან და რადგანაც მე ბრიტნიზე და სოფო მოლოკოსმა მადონაზე გავჭედეთ, გადავყევით პოპის დედოფალსა და პრინცესას და ახალს აღარაფერს ვუსმენთ, ამიტომ ძველ და ’უუუუუუუუუუუუუ ააააა’ და ’ააააააააა უუუუუუუუუუუ’ ალბომს დავდებ, უფროსწორად ალბომებს.



Rockettothesky არის ნორვეგიელი სინგერსონგრაითერი ქალი (გაგიკვირდებათ და ff-ზე როგორც იქნა ქალი დაიდება) რომლის ნამდვილი სახელიც არის Jenny Hvalი . დაიბადა ძვ. წ. აღ 335 წელს ქალაქ in the middle of nowhere ში და იყო საოცრად სუსტი ბავშვი, მაგრამ საკმაოდ ჯანმრთელი გაიზარდა,იმდენად ჯანმრთელი და ენერგიით სავსე რომ სად წაეგო გადავსებული ლიბიდო აღარ იცოდა და მთელი ენერგია მუსიკაში ჩადო და გამოუვიდა ყველაზე სექსუალური ალბომი რაც კი მომისმენია , არადა ბევრი მომისმენია :დ გოგოვარ და მასე აღვიქვამ და ბიჩები როგორ უძლებენ არ ვიცი :D

პირველად a cute lovesong, please მოვისმინე და რახან მაშინ ბლოგიარმქონდა, აღფრთოვანებულმა ყველას სთითაოდ დავუგზავნე და და ყველასგან განსხვავებული შეფასებები მივიღე, ერთერთმა ისიც კი მითხრა აწი 00ში ფლეიერით და ჟურნალით ვივლიო :დ

აი ალბომი კი ძალიან განსხვავებულია ამ ტრეეკისგან, მაგრამ ყველა ისე მოქმედებს ისე ისეე !

დროის განსხვავებულ მონაკვეთში სხვასასხვა ტრეკზე ვჭედავდი და საბოლოოდ მაინც მივედი იმ დასკვნამდე რო deep ყვეაზე სავსეა , მტელი ალბომის დუხიაქ , ნაწილნაწილ ყველატრეკის საუკეტესო მომენტებია გაერტიანებული, აი როგორია იცით, მაინცდამაინც love me if you dares არ ვწყალობ მაგრამ ერთი უძლიერესი მომენტია ფილმში, პოლიციას რო გაურბის და თან რო ლაპარაკობს, ზუსტად ასე შემიძლია შევაფასო deep და მთლიანად ალბომი To Sing You Apple Trees

Better than anaesthetic,cocain,high
purity cocain,reefer
Indian hemp,LSD,hallucinogen
Better than sex,blowjob,rave
party,complex sexual relationship
Better than the butter on the peanuts.
Better than Lucas,end of 2001
The dance of Marylin,and Schtroumpfette
Better than Lara Croft
Better than Jimmy
Hendrix,than Armstrong.
Better than the
walk-around by Santa Claus
Better than Bill Gates,then
the trances of Dalai-lama.

Better than the collagen on
the lips of Pamela Anderson
Better than the drugs
of Rimbaud, Morrison.

Better than freedom

Better than life


trakebi

1You Were In This Wave♥♥
2Barrie For Billy Mackenzie♥♥♥♥
♥♥
3Too Many Emmas♥
4Cigars♥♥
5An Army Of Flying Dutchmen
6God Is Underwater♥
7♥♥A Cute Lovesong, Please♥♥
8They Are Bastards! (We Are Better!)♥
9On Cherry Tree Song♥♥♥♥
10I Stepped On A Toothbrush♥♥♥♥
11Deep♥♥♥
1.Sleeping Spines
13To Where It Was Sucked Out From♥♥♥
14A Flock Of Chestshire Cats♥♥

clickclick

immortalclickclick

Rockettothesky - Medea (2008)

trakebi

1Song Of Pearl
2Fourteen,Fifteen,Thirteen,Fourteen
3Mothering Silence
4Call Medea
5Oh, Anna
6Grizzly Man
7Elephant Van Sant
8The Dead, Dead Water Lily Thing
9Chorus (თუ ვინმე ამას ბოლომდე მოუსმენთ შემატყობინეთ)
10Song In Blood


Cliclclick

immortalclickclick

Tara Jane O'Neil

Tara Jane O'Neil 

- 

A Ways Away

(2009)

myspace

lastfm

ჩემს ბავშვობაში რუსთავი 2ზე დილაობით მულტსერიალები გადიოდა ხოლმე.  თუმცა ალბათ დღემდე გადის, მარა მე მაშინ ვუყურებდი ხოლმე . თან აქტიურად ვუყურებდი იმდენად, რამდენადაც მულტფილმების გარეშე ვერ ვიღვიძებდი. და რამდენჯერაც შუქი არ ყოფილა დილას, იმდენჯერ დამიგვიანია სკოლაში :დ და იყო ასეთი სერიალი პაპირუსის თავგადასავალი. ეგვიპტურ ღმერთებზე და ბოროტებებზე და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევაზე და რა თქმა უნდა, შეუპოვარ და უდრეკ გმირზე - სახელად პაპირუსზე. ყოველი სერია პაპირუსის მორიგ ფათერაკიან თავგადასავალს მოგვითხრობდა. მართალია, დღეს არცერთი ფათერაკი აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი განცდა არასდროს დამავიწყდება :) თუმცა, ბუნდოვნად მახსოვს რომ, ერთ-ერთ სერიაში პაპირუსის მორიგ მისიას, ჩემი გაღვიძების გარდა, წარმოადგენდა  ისეთი მორიგი ზეგმირობის ჩადენა, როგორიცაა  კაცობრიობის ისტორიიდან უკანასკნელი 3 წლის გაქრობა. და რის ზეგმირი იქნებოდა ჩვენი პაპირუსი ასეთი დავალების შესრულება რომ ვერ მოეხერხებინა! თან განა უბრალოდ 3 წლის წინ დააბრუნა კაცობრიობა და გადაწყვეტილებების გადაფასებ-გადარჩევ-ახლის ამორჩევის საშუალება მისცა, არამედ სულმთლად გააქრო, ამოაგდო რა.

მართალია მთელი დღეა ვფიქრობ, ნამდვილად პაპირუსიდან არის თუ არა ეს სიუჟეტი და ნერვები მეშლება რო ვერ ვიხსენებ, მარა რა მნიშვნელობა აქვს ამას პრინციპში. 

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რო  ხანდახან მიფიქრია ყოველი წლის შემოდგომის შუაგული ასე გავაქრო ხოლმე.  მაპატიეთ თუ ვინმეს რამე დაგიშავდებოდათ ამით,  მარა კეთილი გეგმების გადადება ნოემბრის ბოლოსთვის  ყოველთვის შეიძლება. მეც ასე ვაპირებდი პრინციპში რაღაც თარიღების გადატან-გადმოტანას.

დღესაც სწორედ ასეთი ზრახვების დალაგების ფაცი-ფუცში ვიყავი, რო გამახსენდა - მუსიკალური თვალსაზრისით ყველაზე პროდიუქტიული დღეებიც შეიძლებოდა შეწირვოდა ამ ფოკუსნიკობის ამბავს და არ მესიამვონა. და უმალ განვდევნე გონებიდან ბოროტი ფიქრები.

სამაგიეროდ ჩავრთე Tara Jane O'Neil,  რამაც/ვინც  საბოლოოდ გადამაფიქრებინა პაპირუსის მიბაძვა და დამარწმუნა ავი მომენტების კარგიანობაში.

ბასისტი ყოფილა ახალგაზრდობაში რაღაც სარდაფის ჯგუფში. მერე წამოსულა. მერე კიდევ სადღაც წასულა და ასე მოუვლია მთელი ორეგონის პუნკ სცენა. და მერე უცბად დაწყნარდა და სინგერ -სონგრაითერ ფიმეილ ვოკალისტად იქცა. 5 ალბომიც აქვს გამოშვებული მარა მე მხოლოდ ბოლო - 2009 წლის ნამუშევარს, სახელად A Ways Away-ს ვიცნობ და გაგაცნობთ. 

A Ways Away - რომელშიც ხდება შემდეგი :  შთამბეჭდავი და  ძლიერი ხმა, მოსევდიანო მელოდიები, გასაგიჟებლად ნაზი ცქცქ დრამი და უმომხიბვლელესი გიტარული საუნდი თუ რა ჯანდაბა ქვია ამას არ ვიცი, - წარმოადგენს  ნელებით გატენილ ნახევარსაათიან ნაწარმს. და მიუხედავად იმისა რო მაისშია გამოსული, შემოდგომას და ჩაის უხდება სასტიკად.  

ისე რაღაც ძალიან ზედიზედ მიეწყო ეს ნელები ამ ბლოგზე რაარი.

ალბომის პირველი ტრეკი dig in რო ჩავრთე, მეგონა slowblow დაიწყო,,, მერე კი მალევე მოვეგე გონს, მარა პირველი შთაბეჭდილება მაინც ძლიერიაო, ნათქვამია და სწორი აღმოჩნდა ეს ნათქვამიც.

აი Pearl Into Sand-ზე მილიონი ასოციაცია შეიძლება მოგივიდეს ადამიანს მარა მე პირველი რაც გამახსენდა, ჯარმუშის Dead Man იყო. მშვენივრად მოუხდებოდა ეს ტრეკი საუნდტრეკად ამ ფილმს. ნილ  იანგის მკვდარ მუსიკას არაფრით ჩამორჩება მე თუ მკითხავთ.

და ბოლო ტრეკი -  "დახრჩობა ელექტრულ დუხში" - ზუსტად საიმგანწყობე, დღეების გამოტოვებაზე რო ფიქრობ!

trakebi

1 Dig In
2 In Tall Grass
3 Drowning
4 A New Binding
5 Howl
6 Pearl Into Sand
7 Beast, Go Along
8 A Vertiginous One
9 Blwa
10 The Drowning Electric

ClickClick!

ეხ არადა პაპირუსის თავგადასავალში ერთადერთი სიმღერა იყო, ისიც სერიის დასაწყისში და არ მომწონდა ეს ფაქტი. შეიძლებოდა დროზე ვერ გამეღვიძა და გამემაზა და იმიტომ 

     

Scout Niblett


Scout Niblett

-

Kidnapped

by Neptune

(2005)

Scout Niblett

last.fm

myspace

`````

პოსტი იწერება Beatlesის I'm A Loserის ფონზე

Scout Niblett არის გოგო რომელმაც დაიპყრო ჩამი ყურებ-გონებ-ოთახ-სახლ-გული-სულ და მოკლედ ყველაფერი.

ბტიტანელი,ამჯამად ამერიკაში ’მოღვაწე’  სინგერსონგრაითერია და განსაკუთრებულ მუსიკას აკეტებს, ჟღრ გიტარებით და ბუგუბუგუ დრამით, უტკბესი, უნაზესი და დამბმელი ხმით. საუნდი ისეთიაქ, რო ვუსმენ მგონია სარეპეტიციოში ვუზივარ, ან თვითონ მიზის ოთახში

მოკლედ დიდიხანია ასე არავიზე არ გამიჭედავს, ისე როგორც fაისტზე , იენსსზე, დევენდრაზე, როქეთთუზისქაიზე, ჰერმანდიუნზეც კიარგამიჭედავს ასე .

და ვუსმენ და ვუსმენ.და შეამჩნია რა დედაჩემმა როგორციქნა, ძლივს ჩამმა თეომ ისევ შეძლო ვინმეთი ასეთი სიამოვნების მიღებაო, ისე რო ოთახსაც აღარ ალაგებს , ვერ წყდება სიმღერებსო,  მკითხა ისე როგორც ყევლა მოსიყვარულე დედა კითხავს თავის სანაქებო შვილს ” დედა რა კარგი გოგოა, რა კარგად მღერის სადაურია? ... აა ამერიკაში ცხოვრობს? და სადმე ახლომახლო არექნება კონცერტი? ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში?”

დავგუგლე. არა ლასთზე ვანხე  და ოხრად კონცერტებიაქ . ქვეყანაც შევარჩიე, რათქმაუნდა  დროიდან გამომდიანრე, მაინც ეხლა უნიერსიტეტი როარგამიცდეს დიდიხანი, არა განა ქულები მადარდებს, გაცდენილი საინტერესო ლექციები მენანება. ხოოოდა 29 ნოემბერს ლუქსემბურგშიაქ კანცერტი, რაც ფრიად მაწყობს, მშვენიერ და საოცნებო დროს გავატარებ პარასკევ საღამოს;):) პიდაპირი რეისების არქონის გამო ჯერ გერმანიაში ჩავფრინდები მერე ლუქსემბურგში, თვითმფრინავში ეჭვიმაქ ჯან-კლოდს შევხვდები და კანფეტების გავუმასპინძლდებით ერთურთს.იმ ადგილის მიგნებაღა დამრჩება სადაც კონცერტი ტარდება, მარა რა პრობლემაა :)ჩქსვლისთანავე გავიკითხ-გამოვიკითხავ :) გერმანული მესმის, ფრანგულად მე გავაგებინებ,თუ არცერთი არ გამომადგება მაშინ ლუქსემბურგულად გავარკვევ ყველაფერს

უი ხო:) თუ გინდათ ვინმეს წაგიყვანთ ;;)

trakebi

1. Hot to Death
2. Kidnapped by Neptune
3. Pom-Poms
4. Lullaby for Scout in 10 Years 
5. Fuck Treasure Island
6. Relax
7. Valvoline 
8. Good to Me 
9. Handsome 
10. Safety Pants 
11. Newburyport 
12. This City 
13. Wolfie 
14. Drink to Me 
15. Where Are You?


clickclick

immortalclickclick

The Chordettes


The Chordettes

-

The Fabulous

last.fm

myspace.com

იყო და არა იყო რა იყო ერთი საშუალო ასაკის ლექტორი კაცი, რომელიც ფრიად ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და ასეთივედ დაბერდა, და ერქვა ამ ყმაწვილს თამაზი, და ასაკშიც თამაზად იწოდება, ერთი ისაა რომ წინ სიტყვა ”ბატონი” ან ”ბატონო” უძღვის .

მოკლედ როგორც ვთქვი ნიჭიერი იყო ეს თამაზი  წიგნების კითხვა-გაზეპირებასა და მათ წერაში, მაგრამ უნდა აღინოშნოს რომ ”ნიჭი და ინტელექტი არაფერშუაშია ერთმანეთთან” (c) თამაზი.

აი ბავშვობაში დედას ან მამას Chordettes ჰანგებზე რო დაერწიათ ხო განვითარდებოდა ძია თაზო! 

მაგრამ არა, რატომ Chordettes ! როცა გვაქ ქართული მშვენიერი მუსიკა არღნის ჩიტით დაწყებული, არავითარი სხვა სამშობლოთი დამთავრებული.

მოესმინა დედ-მამას და ბავშვს სულ ცოტა ედუარდს დაარქმევნდენ, ლოლიფოფებით გაანებვრებდნენ და კვირაში შვიდივე დღე ეყვარებოდათ. მეც დავისვენებდი და კიდე ყველა ჩამი ჯგუფელ-კურსელ-უნივერსიტეტელი და არ წაგვიკიტხავდა განვითარების ფსიქოლოგიას უკიდეგანოდ დებილი და სრულიად განუვითარებელი ’ლექტორი’.

ხო : დ The Chordettes არის თამაზის მშობლების და ჩვენი ბებია-ბაბუის დროინდელი ანსამბლი და ამ ნაფტალინის მიუხედავად მგონია რო Dragonflyზე დადებული ყველა ალბომზე მეტად ეს გესიამოვნებათ ;) 

. ჩართეთ არ დაგეზაროთ ;;;)

The Chordettes - Lollipop- Watch more Videos at Vodpod.

.

trakebi

1.Lollipop 
2.Born To Be With You 
3. Eddie My Love 
4. The Wedding 
5. Mister Sandman 
6. Teenage Goodnight 
7. Just Between You And Me 
8. Soft Sands 
9. Zorro
10.No Other Arms, No Other Lips
11. Lay Down Your Arms
12. Never On Sunday


clickclick

immortalclickclick

Silje Nes





Silje Nes -

Ames Room
(2007)


lastfm

myspace





а я думал, что ты хорошая.. но оказывается, что ты такая-же как все остальные - მიცხადებს დღეს ჩემი დეიდაშვილი მას შემდეგ, რაც ნერვები დამიწიწკნა და ჩემს სახლში წყნარად ყოფნა მაცალე-მეთქი, "ვუყვირე".
აი Silje Nes-ს ამას არსადროს არ ეტყოდა არავინ; არც დიდი და არც პატარა.. იმიტომ, რომ ის მართლა სხვანაირია, სხვანაირად კარგი.
ლასტფმზეც კი, არცერთ თავისივე სიმილარ ართისთს არ გავს. უფრო მეტიც, ყველას ჯობს :)

თან აწყნარებს. 2 ტრეკის მოსმენის მერე განსაკუთრებით ყურ(თ)სასმენებში მოსმენაც გინდება. მერე გახსენდება რო შენი ინვალიდი ყურ(თ)სასმენები უკვე გარდაიცვალნენ და მეგობრისას ხმარობ, ასევე ინვალიდს. (თუმცა იმას მაინც ვიმედოვნებ რო ამ უკანასკნელთ ტკბილეული უყვართ და მარილზე არ წავლენ კიდე კარგა ხანს). სულ არაფერს კი სჯობს, მაგრამ Ames Room-ს ხომ ყოვლად ჯანმრთელი ნაუშნიკები ჭირდება! ეს ხომ არაა უბრალოდ female vocalistი, რომელსაც როცა გინდა ჩართავ და რა დროსაც გინდა გამორთავ. მის ალბომში ისე უხვადაა ფოლკტრონიკა, მეგობრებო, როგორც ჩვენში ვადაგასული მაიონეზი მაღაზიებში და დაყრილი სიგარეტის ნამწვავები
ქუჩაში. ერთხელ ჩართე ალბომი?! - ბოლომდე უნდა უსმინო! დაუწერელი კანონია ეს Ames Room-ისთვის.
თვითონ სილიე ნესი ნორვეგიელი გოგოა, მულტიინსტრუმენტალისტია და ტკბილი ხმა რო აქვს, ამას თქვენც ნახავთ/მოისმენთ. ames room მთლიანად სახლის პირობებში ყოფილა ჩაწერილი და მიუხედავად ამისა, სრულყოფილებას წარმოადგენს როგორც თავისთავად, ისე თავისთვის (რამ გამახსენა ეხლა ეს). მართალი გითხრათ, საყვარელი სიმღერაც არ გამომირჩევია ალბომიდან და საერთოდ სიმღერების სახელებიც არ ვიცი... იმდენად ერთი მთლიანია ალბომი!

აი მგონი აიტვირთა კიდეც და გადავიჭრათ ბარემ ყველა ერთად ოპტიკური ილუზიების ოთახში :)

ClickClickClick


immortalclickclickclick



trakebi:

01 Over All
02 Drown
03 Shapes, Electric
04 Ames Room
05 Giant Disguise
06 Dizzy Street
07 Long Shadows Left Around
08 Bright Night Morning
09 Recurring Dream
10 Searching, White
11 Magnetic Moments of Spinning Objects
12 Melt
13 Escape
14 No Bird Can



















აქვე დიდი მადლობა monsieur-ს ამ ალბომისთვის, და საყვედური ბუდას თვითონაც იცის რისთვის :D







A Naifa


A Naifa
- Canções Subterrâneas (2004)



myspace

last.fm




მოკლედ როცა ლაპარაკი არ მინდა არ ვლაპარაკობ, და როცა არ მეწერინება არ ვწერ, და ეხლაც არ მპოსტინება :დდ ნუ არც წინა ალბომებზე მეპოsტინებოდა მაინცდამაინც, რაც ”ეგრევე” შესამჩნევია

ხოდა ეს ალბომი ნამდვილად იმსახურებს კარგ რივიუს, ასე რომ ბუდა და სტენ მოუსმინეთ და აბა თქვენ იცით მალე ამ პოსტის მაგივრად კარგი რივიუ ეხილოს ჩამ თვალებს


trakabi

1 Intro
2 Skipping
3 Queixas de um utente
4 Música
5 Meteorológica
6 Perigo de Explosão
7 Hecuba
8 Bairro velho
9 Rapaz a arder
10 Os milagres acontecem
11 Poema com domicilio


clickclick

immortalclickclick



honeyhoney



honeyhoney
-
First Rodeo
(2008)






myspace

last.fm







ვინმემ მითხარით რა ფინიკი რისი ჩირია ?! ან კი ჩირია საერთოდ ??


















ეხხ გოგო მღერის :( ხმა მაინც ქოდეს კარგი :( არადა ეს ბიჭი დღეს ჩამთვის ”ჩემი სიყვარული რიონზე ძლიერიაა”
მოკლედ დიდი არაფერი არაა , სახელი მომეწონა, სურათები და ეს ყმაწვილი

მაგრამ გადაწერა მაინც ღირს ;;)

trakebi

1 Black Crows 3:25
2 Little Toy Gun 2:38
3 Sugarcane 3:19
4 Not For Long 3:05
5 Bouncing Ball 3:50
6 Come on Home 4:10
7 Give Yourself to Me 2:33
8 David 2:40
9 Slow Brains 3:09
10 Under the Willow Tree 2:41
11 Oh Mama 2:30


clickclick