1 Just Do It! 2 The Calcination of Scout Niblett 3 I.B.D. 4 Bargin 5 Cherry Cheek Bomb 6 Kings 7 Lucy Lucifer 8 Duke Of Anxiety 9 Ripe With Life 10 Strip Me Pluto 11 Meet And Greet
იცოდით რომ დედამიწა ფორთოხალივით მრგვალია? ან ის რო ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ? ის რო ნორა ჯონსის ახალი ამბომი ნაგავია? ან ის კომპიტუერთან დიდიხნის ჯდომის მერე მარჯვენა ხელი იმდენად იყინება რო მარხცენას თუ შეახებ შეიძლება დაგიწყვას?
იცით რას ნიშნავს ამ ახალი ალბომის ყველაზე ტკბილი სიმღერის შვედური გაგრძელება?
აი ეს კი არ გეცოდინებათ :დ იმიტომ რომ ჯერ სიმღერაც არ მოგისმენიათ :დ Same Side of the Moon უმშვენიერესი და უტკბესი სიმღერაა და სიმღერის მეორე ნაწილი განსაკუთრებით .
პირველ იპიში შესული სიმღერებიდან ვთვლი რომ ყველაზე კარგი all i think of იყო. ამ ალბომში სიმღერის ახალი ვერსიაა შესული და მიჭირს ვთქვა რომელი ჯობია, ეს თქვენ განსაჯეთ.
ესეც Ripest Fruit ლაივი
trakebi
1. Still Standing At Your Back Door 2. More Childish Than In a Long Time 3. Old Big Trees 4. Same Side of the Moon 5. All I Think Of 6. His Heart or Mine 7. While I Hold On to the Cliff 8. Ripest Fruit 9. Birdful Eyes 10. Mary
“I have cried rivers, and I almost floated away / No one but youcanconsole me, why didn’tyou come here quick? / The windis toocool, and the sun is too hot / As long as I’m not resting inyour arms.”
Devendra Banhart- What Will We Be (2009) official last.fm myspace(ამის მაისფეისზე შესვლით თავს ნუ შეიწუხებთ, ნურც ოფიციალურ საიტზე, ჯერ არ გაუხსნია)
ბიგ ფინქის სფეისზე შეხვედით??
ეს სურათი ჩამი მუზა იქნებოდა რო ყოფილიყო, მაგრამ არ არის.
ესესაა ბერლინიდან ჩამივფრინდით dragon flys სამივე ავტორი, სკაუტის კონცერტიდან გადაფრენილები, სადაც ზედა სურათის მსგავსი არაფერი გვინახავს, თუმცა შესანიშნავი დრო გავატარეთ ლუქსემბურგში , თან ყველაზე საინტერესო რაცარის ჩამოსულებს მე და სოფო მოლოკოს IELTSის გამოცდაზე გასაუბრებაში მე მკითხეს რა აზრისხართ დევენდრა ბანჰარტზეო და სოფოს ზოგადად ინდი მუსიკაზეო
რაარხდება ცხოვრებაში
აი ესეც ვითომ კაცის სახეს ხატავენ აბლოჟკაზე და არადა აშკარადდ :დ
ალბომზე ერთიორ სიტყვას და შეფასებას რაც შეეხება მშვენიერი ალბომი გამოგვიშვა დევენდრამ, თავისი თავიც შეინარჩუნა და ახალი ელემენტებიც შემატა. სიმღერის ახალი დანაზებული მანერით მღრეის , ძველ ალბომებში რაღაც ტუტუცურად მღეროდა და ეხლა ისე მღერის ან დაჭკვიანდა , დაწყნარდა(თუმდა მეგაპუუსის გამო ეს ვარაუდი ძალზედ მესუსტება) ან კიდე რამე სხვა მიზეზია , რას გაუგებ.
პირველი ტრეკი რომელიც გაგვასინჯა baby იყო და ”აუუ რაკარგია” შეფასება გამოიწვია (ნუ მე მასე დამემართა) მარა მერე ალბომს რო მოუსმენ , ხვდები რო სხვებთან შედარებით ’არი რა’ , რაღაც მაინც აკლია, მაგრამ აი ანჯელიკა :::::::::::::::))))) ’უდაოდ საუკეთესოა’, სიმღერის ხასიათი ისე საკაიფოდ იცვლება, ეს ტრალივალი გიტარები თავიდან და თან ხმაც( გეგონება გაბღენიძილი დგას პატარა ბავშვივით და ისე მღერისო) მერე როგორ გადადის რაღაც მოჯაზო, მობრაზილიურო რითმებში და ესპანურად ისევ ძველებური სტილით ამთავრებს.
//
\\ ისე მოუთმენლად ველოდი ამ ალბომს ნეწ მოონსაც კიარ ელოდნნენ ფანები ისე როგორც მე ამ ალბომს და მოლოდინი ნამდვილად გაამართლა ;)
trakebi
1 Can't Help But Smiling 2 Angelika 3 Baby 4 Goin' Back 5 First Song For B 6 Last Song For B 7 Chin Chin & Muck Muck 8 16th & Valencia Roxy Music 9 Rats 10 Maria Lionza 11 Brindo 12 Meet Me At Lookout Point 13 Walilamdzi 14 Foolin' clickclick
ჩემს ბავშვობაში რუსთავი 2ზე დილაობით მულტსერიალები გადიოდა ხოლმე. თუმცა ალბათ დღემდე გადის, მარა მე მაშინ ვუყურებდი ხოლმე . თან აქტიურად ვუყურებდი იმდენად, რამდენადაც მულტფილმების გარეშე ვერ ვიღვიძებდი. და რამდენჯერაც შუქი არ ყოფილა დილას, იმდენჯერ დამიგვიანია სკოლაში :დ და იყო ასეთი სერიალი პაპირუსის თავგადასავალი. ეგვიპტურ ღმერთებზე და ბოროტებებზე და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევაზე და რა თქმა უნდა, შეუპოვარ და უდრეკ გმირზე - სახელად პაპირუსზე. ყოველი სერია პაპირუსის მორიგ ფათერაკიან თავგადასავალს მოგვითხრობდა. მართალია, დღეს არცერთი ფათერაკი აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი განცდა არასდროს დამავიწყდება :) თუმცა, ბუნდოვნად მახსოვს რომ, ერთ-ერთ სერიაში პაპირუსის მორიგ მისიას, ჩემი გაღვიძების გარდა, წარმოადგენდა ისეთი მორიგი ზეგმირობის ჩადენა, როგორიცაა კაცობრიობის ისტორიიდან უკანასკნელი 3 წლის გაქრობა. და რის ზეგმირი იქნებოდა ჩვენი პაპირუსი ასეთი დავალების შესრულება რომ ვერ მოეხერხებინა! თან განა უბრალოდ 3 წლის წინ დააბრუნა კაცობრიობა და გადაწყვეტილებების გადაფასებ-გადარჩევ-ახლის ამორჩევის საშუალება მისცა, არამედ სულმთლად გააქრო, ამოაგდო რა.
მართალია მთელი დღეა ვფიქრობ, ნამდვილად პაპირუსიდან არის თუ არა ეს სიუჟეტი და ნერვები მეშლება რო ვერ ვიხსენებ, მარა რა მნიშვნელობა აქვს ამას პრინციპში.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რო ხანდახან მიფიქრია ყოველი წლის შემოდგომის შუაგული ასე გავაქრო ხოლმე. მაპატიეთ თუ ვინმეს რამე დაგიშავდებოდათ ამით, მარა კეთილი გეგმების გადადება ნოემბრის ბოლოსთვის ყოველთვის შეიძლება. მეც ასე ვაპირებდი პრინციპში რაღაც თარიღების გადატან-გადმოტანას.
დღესაც სწორედ ასეთი ზრახვების დალაგების ფაცი-ფუცში ვიყავი, რო გამახსენდა - მუსიკალური თვალსაზრისით ყველაზე პროდიუქტიული დღეებიც შეიძლებოდა შეწირვოდა ამ ფოკუსნიკობის ამბავს და არ მესიამვონა. და უმალ განვდევნე გონებიდან ბოროტი ფიქრები.
სამაგიეროდ ჩავრთე Tara Jane O'Neil, რამაც/ვინც საბოლოოდ გადამაფიქრებინა პაპირუსის მიბაძვა და დამარწმუნა ავი მომენტების კარგიანობაში.
ბასისტი ყოფილა ახალგაზრდობაში რაღაც სარდაფის ჯგუფში. მერე წამოსულა. მერე კიდევ სადღაც წასულა და ასე მოუვლია მთელი ორეგონის პუნკ სცენა. და მერე უცბად დაწყნარდა და სინგერ -სონგრაითერ ფიმეილ ვოკალისტად იქცა. 5 ალბომიც აქვს გამოშვებული მარა მე მხოლოდ ბოლო - 2009 წლის ნამუშევარს, სახელად A Ways Away-ს ვიცნობ და გაგაცნობთ.
A Ways Away - რომელშიც ხდება შემდეგი : შთამბეჭდავი და ძლიერი ხმა, მოსევდიანო მელოდიები, გასაგიჟებლად ნაზი ცქცქ დრამი და უმომხიბვლელესი გიტარული საუნდი თუ რა ჯანდაბა ქვია ამას არ ვიცი, - წარმოადგენს ნელებით გატენილ ნახევარსაათიან ნაწარმს. და მიუხედავად იმისა რო მაისშია გამოსული, შემოდგომას და ჩაის უხდება სასტიკად.
ისე რაღაც ძალიან ზედიზედ მიეწყო ეს ნელები ამ ბლოგზე რაარი.
ალბომის პირველი ტრეკი dig in რო ჩავრთე, მეგონა slowblow დაიწყო,,, მერე კი მალევე მოვეგე გონს, მარა პირველი შთაბეჭდილება მაინც ძლიერიაო, ნათქვამია და სწორი აღმოჩნდა ეს ნათქვამიც.
აი Pearl Into Sand-ზე მილიონი ასოციაცია შეიძლება მოგივიდეს ადამიანს მარა მე პირველი რაც გამახსენდა, ჯარმუშის Dead Man იყო. მშვენივრად მოუხდებოდა ეს ტრეკი საუნდტრეკად ამ ფილმს. ნილ იანგის მკვდარ მუსიკას არაფრით ჩამორჩება მე თუ მკითხავთ.
და ბოლო ტრეკი - "დახრჩობა ელექტრულ დუხში" - ზუსტად საიმგანწყობე, დღეების გამოტოვებაზე რო ფიქრობ!
trakebi
1 Dig In 2 In Tall Grass 3 Drowning 4 A New Binding 5 Howl 6 Pearl Into Sand 7 Beast, Go Along 8 A Vertiginous One 9 Blwa 10 The Drowning Electric
ეხ არადა პაპირუსის თავგადასავალში ერთადერთი სიმღერა იყო, ისიც სერიის დასაწყისში და არ მომწონდა ეს ფაქტი. შეიძლებოდა დროზე ვერ გამეღვიძა და გამემაზა და იმიტომ
Scout Niblett არის გოგო რომელმაც დაიპყრო ჩამი ყურებ-გონებ-ოთახ-სახლ-გული-სულ და მოკლედ ყველაფერი.
ბტიტანელი,ამჯამად ამერიკაში ’მოღვაწე’ სინგერსონგრაითერია და განსაკუთრებულ მუსიკას აკეტებს, ჟღრ გიტარებით და ბუგუბუგუ დრამით, უტკბესი, უნაზესი და დამბმელი ხმით. საუნდი ისეთიაქ, რო ვუსმენ მგონია სარეპეტიციოში ვუზივარ, ან თვითონ მიზის ოთახში
მოკლედ დიდიხანია ასე არავიზე არ გამიჭედავს, ისე როგორც fაისტზე , იენსსზე, დევენდრაზე, როქეთთუზისქაიზე, ჰერმანდიუნზეც კიარგამიჭედავს ასე .
და ვუსმენ და ვუსმენ.და შეამჩნია რა დედაჩემმა როგორციქნა, ძლივს ჩამმა თეომ ისევ შეძლო ვინმეთი ასეთი სიამოვნების მიღებაო, ისე რო ოთახსაც აღარ ალაგებს , ვერ წყდება სიმღერებსო, მკითხა ისე როგორც ყევლა მოსიყვარულე დედა კითხავს თავის სანაქებო შვილს ” დედა რა კარგი გოგოა, რა კარგად მღერის სადაურია? ... აა ამერიკაში ცხოვრობს? და სადმე ახლომახლო არექნება კონცერტი? ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში?”
დავგუგლე. არა ლასთზე ვანხე და ოხრად კონცერტებიაქ . ქვეყანაც შევარჩიე, რათქმაუნდა დროიდან გამომდიანრე, მაინც ეხლა უნიერსიტეტი როარგამიცდეს დიდიხანი, არა განა ქულები მადარდებს, გაცდენილი საინტერესო ლექციები მენანება. ხოოოდა 29 ნოემბერს ლუქსემბურგშიაქ კანცერტი, რაც ფრიად მაწყობს, მშვენიერ და საოცნებო დროს გავატარებ პარასკევ საღამოს;):) პიდაპირი რეისების არქონის გამო ჯერ გერმანიაში ჩავფრინდები მერე ლუქსემბურგში, თვითმფრინავში ეჭვიმაქ ჯან-კლოდს შევხვდები და კანფეტების გავუმასპინძლდებით ერთურთს.იმ ადგილის მიგნებაღა დამრჩება სადაც კონცერტი ტარდება, მარა რა პრობლემაა :)ჩქსვლისთანავე გავიკითხ-გამოვიკითხავ :) გერმანული მესმის, ფრანგულად მე გავაგებინებ,თუ არცერთი არ გამომადგება მაშინ ლუქსემბურგულად გავარკვევ ყველაფერს
უი ხო:) თუ გინდათ ვინმეს წაგიყვანთ ;;)
trakebi
1. Hot to Death 2. Kidnapped by Neptune 3. Pom-Poms 4. Lullaby for Scout in 10 Years 5. Fuck Treasure Island 6. Relax 7. Valvoline 8. Good to Me 9. Handsome 10. Safety Pants 11. Newburyport 12. This City 13. Wolfie 14. Drink to Me 15. Where Are You?
წარმოიდგინეთ, რომ ჩაერთეთ რომელიღაც პოსტ-იჯარ ბანკის გათამაშებაში და მოიგეთ ბინა სტოკჰოლმში! ნუ, თავიდან გიხარიათ ტრალი-ვალი, მერე გადადიხართ ახალ ბინაში (ან არ გადადიხართ და პერიოდულად ჩადიხართ ხოლმე, როგორც გინდათ). გადის სულმცირე დრო და უზომოდ გიყვარდებათ ეს თქვენი ბინა. განსაკუთრებით აივანზე გასვლა გიზიდავთ და ველოსიპედებითა და ფეხითმოსიარულე ადამიანების სტვენით გაჯერებული ხედით ტკბობა განიჭებთ სიამოვნებას (არადა ხედში სტვენა ხო არ მოჩანს :|). ოთახში შემობრუნებული კი (თან ჯერაც ვერ დაგიჯერებიათ რომ ეს ოთახი თქვენია!), გათოშილი ხელებით ინიშნავთ ბლოკნოტში თარიღს. თან, ამ ყველაფერს + იცით, რომ მუსიკის წერის ნიჭით ხართ დაჯილდოვებული. სრული ბედნიერებისათვის ისღა გრჩება, დაჯდე ოთახში, მიუჯდე პიანინოს და დაწერო რამდენიმე წუთის წინ ნანახი ხედით შთაგონებული მუსიკა. მუსიკას მერე სტვენები და რამე-რუმეები დაადო, ან პირიქით - დაწერო სტვენები და მერე ფონად მუსიკა დაადო და თითოეულ ტრეკს დაარქვა იმ თარიღის სახელი, როცა შთაგონება მიიღე. გადასარევია! დაახლოებით ასე იქცევა ხოლმე Musette, იგივე Joel Danell. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გათამაშებაში არ მოუგია ეს ოთახი ჰოდა წერს Joelი მუსიკას. უშვებს ალბომს და სახელად არქმევს არც მეტი არც ნაკლები - datum-ს! დატუმი 2009ის 24 თებერვალს გამოვიდა (ოხ ეს თებერვალი). ანუ კარგა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მე მხოლოდ ზაფხულში აღმოვაჩინე. თანაც, მანამდე კარგა ხნით ადრე ჰქონია ეს ტრეკები დაწერილი და ჩაწერილიც, უბრალოდ ალბომ დატუმ-ის სახით მხოლოდ თებერვალში მოახერხა გამოშვება. და როგორც მე ამ ალბომის მოსმენის მერე დავასკვენი, ყველაზე კარგი ხედი Joel-ს აივნიდან 23 ოქტომბერს გადაშლია. ალბათ რამდენი ველოსიპედი დაინახა! დიდად არასდროს ვგიჟდებოდი ამ თარიღზე, მარა იმედია ახლა მაინც დავიწყებ დაფასებას. (და კიდევ, იმედია წელსაც არ იწვიმებს!) კიდევ 14 აპრილი არის ძალიან მიმზიდველი და ყურშისაცემი ტრეკი იმ მხრივ, რომ ფრიად მებეთხოვენურა. ისიც ვიფიქრე, ჰერ ლუდვიგის დაბადების დღე ხო არაა 14ში მეთქი. არ აღმოჩნდა. რას გაიგებ. ერთი სიტყვით, აგერ თქვენ თარიღები და დაითითოვეთ
trakebi: 1. 24 marj 2. 2 mars 3. 23 oktober 4. 10 juli 5. 17 oktober 6. 14 april 7. 18 juli 8. 24 januari 9. 1 juni 10. 1 februari 11. 15 oktober 12. 22 december 13. 9 november 14. 4 september clickclick immortalclickclick
ჩემს დაუძლურებულ კომპიუტერში ერთი ფოლდერია, ’movusmino’ ქვია. აქ იყრება ყველა ის სიმღერა ან ალბომი, რომლის მოსმენასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. არ მახსოვს საიდან მოხვდა ამ ფოლდერში სიმღერა please don't call it love, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ის, რომ რამდენიმე დღე ვერ მოვწყდი და დღემდე მოთმინებით ვიტან ვიოლინოს გულისგამაწვრილებელ სოლოსაც კი. არამარტო ვიტან, არამედ მსიამოვნებს. მსიამოვნებს თვითონ სოლოც და იმის მოლოდინიც, რაც სოლოს მერე უნდა მოხდეს. კიდე ერთ 400 ასეთ სოლოს ავიტანდი ბოლო სტროფის მოლოდინში.
გუშინ მთელ ალბომს მოვუსმინე. ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია სულაც არ აღმოჩნდა საუკეთესო ალბომში. თუმცა არც ის ვიცი რომელია საუკეთესო. რაღაცნაირი ალბომია, თითქმის ყველა ტრეკი ერთი ხასიათისაა პირველისა და ბოლოს გარდა. სმენისას იმდენად დამღალა ერთმა განწყობამ, რო ბოლო ტრეკი მართლა განსაკუთრებით გამეხარდა და ვატრიალე და ვატრიალე :D
მოკლედ, Fiction Family Jon Foreman-ის(Switchfoot-ის ფრონტმენი) და Sean Watkins-ის(Nickel Creek-ის გიტარისტი) პროექტიაო. ეს ჯონ ფორმანი ზოგ სიმღერაში ისე გემრიელად წაუბექსთრითბოისებს(ხმას ვგულისხმობ), შორეული 90-იანი წლები მოგაგონდება, ჩაგეღიმება და საკუთარი თავი გაგახსენდება, ევრიბადეა იეა-ზე რო ცეკავდი :D მაგრამ მაინც ისე ძალიან სასიამოვნოა, ისე ძალიან სევდიანი და ისე ძალიან მოჩახლეჩილო, მუცელში მოგიღუტუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ Fiction Family-ს ძალიან სასიამოვნო ტექსტები აქვს, ძალიან საყვარელი და თბილი, ჩემი და ჯონის ფილოსოფია მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა :D 'Cause you can never lose a thing if it belongs to you-ო, გვაბოლებს ჯონი, მაგრამ ისე გემრიელად გვაბოლებს, ისე გემრიელად, თითებს ჩაიკვნეტ :D
trakebi 1. When She’s Near - 2:55 2. Out Of Order - 3:31 3. Not Sure - 3:06 4. Betrayal - 3:03 5. Elements Combined - 3:38 6. War In My Blood - 2:57 7. Throw It Away - 4:14 8. Closer Than You Think - 3:12 9. Please Don’t Call It Love - 5:11 10. Mostly Prove Me Wrong - 3:02 11. We Ride - 3:18 12. Look For Me Baby - 1:35 clickclick immortalclickclick
finki-ფინქი :DD მივედი დასკვნამდე, რო კაცებს აშკარად უფრო მეტად ევასებათ საკუთარი გარეგნობით ტკბობა ვიდრე ქალებს , აი აგალითად finkი , ყველა ალბომზე თავისითავიაქ გამოსახული :D აშკარად ვერაა ::D მარა მთავარია რო მუსიკააქ კარგი , თან აი ისეთი, მარტოს რო მოგინდება მოუსმინო, სახლში, გზაში , ყვეგან ოღონდ მარტოს . Finkის კონცერტზე წარმოვიდგინე წამით თავი , და წარმოდგენაშიც მთელი მსმენელი მარტო მე ვიყავი
აი ეს სურათი უყვარს, ყველგან უდევს ,ოღონდ რატო ვერ ვხვდები
trakebi
1 Sort Of Revolution 2 Move On Me 3 Six Weeks 4 Nothing Is Ever Finished 5 See It All 6 Q & A 7 If I Had A Million 8 Pigtails 9 Maker 10 Walking In The Sun
ნუ სახელი რო საოცრებაა მეც ვხვდები :D რატო გადმოვწერე არ ვიცი , ალბათ იმიტომ რომ სურათში იმ ტყუპებს გავდნენ ჩამთან ერთად გალობაზე რომ დადიოდნენ :)
და მერე ლასთზე შევედი და ჰოოიიოოოოიიი რას ხედავს ჩამი "სოცპოლის თვალები" o_O დები იშხნელები , დები აბაიშვილები , და-ძმა დავითურები თვით დები ერიკსონები! ::::::)))) (აქ ინტერპოლის Fანები ვართ ყველანი და თუ ვინმე უცხო მოხვდება რამე არ გაუკვირდეს :D ) თან შვედები და თან სტოკჰოლმიდან :)
და თან მუსიკა რასაც აკეთებენ, მღერიან , ტოისწ ერთი მღერის და მეორე აააAააააAAAაა ს უბექებს( ძალიან მაგრა გამოსდის:უპ: ) ისეთია რო ჩართავ და მთელი დღე ჩართული რო იყოს არ მოგბეზრდება
trakebi
1 All I think of 2 Belle 3 To hide this away 4 Water 5 Heart 6 Mary