Showing posts with label indie folk. Show all posts
Showing posts with label indie folk. Show all posts

Melpo Mene



Melpo Mene -
Holes
(2004)
&




Bring The
Lions Out
(2008)

lastfm
myspace
Melpo Mene

საინტერესოა, ჩვენ მიერ ბლოგზე დადებული მუსიკოსებიდან რამდენი კითხულობს გაზეთს. ან თუ კითხულობს, რა მიზნით – გარკვეულ ინფორმაციას იღებს, თუ, უბრალოდ, ‘საჭირო ოთახში’ ერთობა(დევენდრა, მაგალითად. ან როქეთთუthისქაი. ქორდეთზი ისედაც გასაგებია :D). რა ვქნა, მეც ‘ღამის შოუს’ ჰედლაინების ეპოქის მომსწრე და გამზიარებელი ვარ – ყველა ტიპის განცხადება ჩემთვის გაზეთთან ასოცირდება.

თუმცა, ვერ ვიტყვი, ახალი, ‘შუა ქალაქის’ თაობა განცხადებებს ინტერნეტთან აიგივებს-მეთქი. ამიტომ, არავისთვის იქნება ჩემი ასოციაცია გასაკვირი ან უცხო:

მოკლედ, ერთხელ პატარა ბეკეკას...

(სავარაუდოდ, მელპო მენეს ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს, შვედ Erik Mattiasson-ს) დაცხა და გაზეთის წაკითხვა გადაწყვიტა(თქვენც სცადეთ სიცხეში). გადაშალა პირდაპირ ‘პაემნების’ გვერდზე, რათა ჯეროვნად გაეგრილებინა შეყვარებული გული ან, როგორც მინიმუმ, გაეცინა. მაგრამ შემოქმედი რის შემოქმედია, თუ მუზა ყველაზე უცნაურ შემთხვევებში არ მოუვიდა – ჰოდა, ერთ-ერთი განცხადება ერიკმა კი არ წაიკითხა, არამედ წაიღიღინა:
I am a lady, can you save me I'm living alone
If you find me everyone tells me I'm in sorry shape but I'm not.
I am a lady, can you save me I'm getting so cold
And you don't know that I'm alright cause I'm in sorry shape as the say…


ის განცხადება ხო იცით, კაცს რომ დამჯერი და ჭკვიანი ცოლი უნდა, რომელიც მის ნერვებზე არ დაიწყებს თამაშს და სატანის ენით მოლაპარაკე არ იქნება :D ვინმე ერიკივით კეთილი ადამიანი რომ მოვიდოდეს და ტკბილ სიმღერად აქცევდეს ამ არცთუ სასიამოვნო განცხადებას, იმდენად ტკბილად, ბუდას რომ აეკვიატოს და ტექსტის სისულელე დაივიწყოს...

აი, ის ვინმე იქნებოდა თეთრრაშიანი უფლისწული ჩემთვის. ტკბილხმიანი, თბილი და ისეთი მყუდრო, ბავშვობაში რო 5 კვადრატულ მეტრიანი მუქი იასამნისფერი ოთახუკა მინდოდა.

ჰოდა, ასე და ამგვარად, ერიკივით კეთილი არსება ჯერ ჩემს მეგობარს მოხიბლავდა საკუთარი სიმღერით სიყვარულზე (დაახლოებით ასეთი სიმღერით).


მეგობარი ფბ-ზე დააშეარებდა და მე და სტენლის(Sopo Molokos) მოგვაჯადოვებდა. მე ჯერ ბლოგზე პოსტს დავწერდი თეთრრაშიანი უფლისწულის შესახებ (მაგალითად, ასეთს:

ინდი პოპ ჯგუფ მელპო მენეზე ნეტში საკმაოდ მცირე ინფორმაციაა. პირველი, რასაც მის საიტზე ვკითხულობთ, არის ის, რომ ამ ჯგუფს მხარს თვით ბრეტ ანდერსონი უჭერს. ’სულიერად’ მასთან არიან Fireflies, Stars in Coma და სხვა ინდი-ტკბილი-ჩახუტება ბიჭუნები. მის ვოკალისტს კი ძალიან უხდება წითელი),

მერე კი შეიძლება სხვა რამეზეც მეფიქრა :)


p.s. წესით, ერთი ალბომი უნდა დამედო, მაგრამ ვერ ავარჩიე. ამიტომაცაა ორივე ალბომის ყდა და სახელი დასაწყისში. მოკლედ, ორივეს ვტვირთავ. პოპულარობა მელპო მენეს მეორე ალბომმა მოუტანა(Bring The Lions Out), თუმცა მე პირველი უფრო მიყვარს :P

clickcklick - Holes
clickcklick2 - Bring The Lions Out


Mi and l'Au


Mi and L'Au 

-

Good Morning Jokers

(2009)

lastfm

myspace

არსებობს მუსიკა, რაც გსიამოვნებს მოსმენისას. არის მუსიკა რაც უბრალოდ გეკვიატება - დიდად არ მოგწონს, მაგრამ მაინც გეკვიატება, ვერ გამორთავ ვერაფრისდიდებით. ან შეიძლება მოგწონს, მარა იმ ფაქტთან შეგუება გიჭირს, რომ გეკვიატება. ან არც გიჭირს და მოგწონს კიდეც ლასტფმ-ზე რო წითელ გულს მიუწერ გვერდით და ყოველ 5 წუთში ერთხელ არეფრეშებ გვერდს. კიდევ მოლიონი ჩახლართული საქმე იქნება დაკავშირებული მუსიკის მოსმენის ქმედებასთან (:დ) .  მათგან ყველაზე მარტივი კი ალბათ ის მუსიკაა, რომელიც არ მოგწონს და არც უსმენ.

მაგრამ აი მაშინ რა უნდა ქნა, როცა მუსიკა გჭამს. დიახ დიახ გახრამუნებს. ვერც იმას იგებ მოგწონს თუ არა, მარა ფაქტია რო გრძნობ, როგორ ცოტავდები. კაშმარ.

Mi and L'au მაცოტავებს ასე. 

მეორე ალბომი რო გამოვიდა, ამ ბლოგის მესვეურებმა პირობა დავდეთ ბუდას აივანზე, რო სამივე განვათავსებდით ჩვენ-ჩვენ აზრებს ამ ალბომთან დაკავშირებით. ნუ, მერე როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, და როგორც ტომი (იორკი არა, სმიტი) იტყოდა there's nothing harder than keeping a promise-ო და ... დაგვავიწყდა. 

ახლაც იმიტო ვდებ, რო ბლოგი ძალიან არ ჩაკვდეს. 

trakebi

1 Up In The Building 2:24
2 The Pearl 3:26
3 Bingo 3:01     ♥♥♥♥♥♥ 
4 They're Coming 5:45
5 Transparent 3:13
6 The Bird 3:31
7 Dancing And Smiling 6:28
8 Vampire 3:38
9 Ten Kingdoms 3:40
10 Spartan Dance 3:02
11 Sun 3:29
12 Dance On My Skin 3:51
13 Clown 2:42
14 Wave Goodbye 2:19

ClickClick

immortalclickclick

 უნდა აღინიშნოს, რომ მირასა და ლავრენტის წინა ალბომი გაცილებით უკეთესია. უფრო მადიანად გჭამს. 

ო როგორ მინდა მირას გარეგნობა მქონდეს :| 

Mi and l'Au



Mi and l'Au
-
Mi and l'Au

2005

myspace

last.fm







ჯგუფების ფსიქოლოგიას ”მიკითხავს” ლექტორი სახელად მედეა
და ნამდვილი მკვდარია ეს ქალი.
ლექციაზე ზიხარ და შენც კვდები და ნელ-ნელა ყველა გალურჯებული გეჩვენება, ან გამწვანებული
და ლაპარაკიც სასიკვდილო შელოცვასავით ჩაგესმის

მარტო ტესტის გადაწერისას ხვდები რო საგანი საინტერესოა, უბრალოდ ეს ქალი შხამავს ყველაფერს......

ასეა ეს
Mi and l'Au ც ძალიან დამ დამ დამ დამ დამ მონოტონურია მთელი ალბომი,
მარა მეოთხე სიმღერიდან ხვდები, რო სმენისას დიდ სიამოვნებას იღებ, მერე ნუდზე , ბოქსერზე ჭედავ და ალბომიც აღარ გერთვევინება
















და კიდე ერთი რამ, სგუშონის(მოხარშული რძის დაწერა მეიდიოტიზმა) ჭამისას ზედმატი სიტკბოსგან ყელი რო გიმწარდება მასე მჭირს Miraს გარეგნობაზე, ვერ ვხვდები ზედმეტად მახინჯია და ამის გამო მელამაზება, თუ პირიქით , იმენად ლამაზია რო მემახინჯება

trakebi

1 They Marry
2 How
3 Philosopher
4 I've Been Watching You
5 Bums
6 Older
7 Merry Go Round
8 Nude
9 A Word In Your Belly
10 Boxer
11 Andy
12 Christmas Soul
13 New Born Child
14 Study


clickclick

immortalclickclick



M.Ward



M.Ward -
Transfiguration
of Vincent
(2003)


myspace


last.fm







M.Ward -ის რიგით მეოთხე ალბომი, რომელიც თარიღდება შორეული 2003 წლით
და აღმოჩენილ იქნა ჩემ მიერ 2009 წელს mediafire-ის სამარხებში.
მოსმენისთანავე იქნა მოწონებული და თეოს მიერ შემჩნეული ლასტფმის წითელ გვერდებზე (თეოს წითელი ლასტფმი ურჩევნია :P )
(თუმცა 2 ალბომი მანამდე მოსმენილი გვქონდა !!! :D:D:D:D )


თვითონ M.Ward-ს Mathew Stephen Ward ქვია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამ ინფოს, ხვალ მაინც ლუციუს კორნელიუსს დავუძახებ და მოკლედ, ეს რიგით მეხუთე ალბომი არის ურაღაცნაირესი. დავტკბი და დავიშაქრე მოსმენისას ესეიგი. უსმენ და ხვდები, რო მამა ჯონი ქეშს უსმენდა და დედა კლასიკურ მუსიკას; შედიხარ ვიკიპედიაზე და იგივეს კითხულობ. საოცარია პირდაპირ.
არა მართლა.
ალბომი იწყება ჭრიჭინების ჭრიჭინით და ზაფხულის გრილი ღამის განწობას ქმნის. მერე უკვე მელანქოლიური და ცოტა მოძველო და სასიამოვნო ვოკალიანი და ხანდახან ძალიან სასიამოვნო და ხანდახან ძალიან გამაღიზიანებელი ჰარმონიკები კიდევ უფრო აძლიერებნ ამ ზაფხულურ განწყობას და კარგია მოკლედ.


ფაქტობრივი მონაცმებიდან კიდევ რაც ვიცი, არის ის, რო ალბომის სახელწოდება უკავშირდება უორდის მეგობარს უინსენტ ო' ბრაიანს, და ვინსენტის ტრანსფიგურაციაში რას გულისხმობს, ეს უკვე აღარ ვიცი, თუმცა ვეცდები გავიგო.

ხო მოსმენის რეცეპტი შემედგნაირად გამოიყურება:
მიიღეთ არაზაფხულის ამინდში სასურველია ღამით. და ისიც სასურველია, თუ ოთახშიც მარტო იქნებით. volume გემოვნებით :)

trakebi

1. Transfiguration #1 - 2:41
2. Vincent O'Brien - 2:38
3. Sad, Sad Song - 3:10
4. Undertaker - 3:33
5. Duet For Guitars -#3 - 1:52
6. Outta My Head - 2:52
7. Involuntary - 4:03
8. Helicopter - 3:51
9. Poor Boy, Minor Key - 3:28
10. Fool Says - 1:49
11. Get To The Table On Time - 1:30
12. Voice At The End Of Line - 2:14
13. Dead Man - 3:23
14. Let's Dance - 5:00
15. Transfiguration #2 - 2:05


immortalclickclick