Howling Bells -
Radio Wars
(2009)
ტეტრა პაკის შეფუთვაზე თუ დაფიქ-
რებულხართ ოდესმე? მე ამ ზაფხულამდე ამ პრობლემას არ შევუწუხებივარ, უფრო ზუსტად კი, ამა წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ დილამდე, როცა დრეგონფლაიზელებმა ეკო-ფუდის რძის ყუთზე სარეკლამო ხასიათის შემდეგი მინაწერი აღმოვაჩინეთ: "დედიკო, რატომ არის ეკო-ფუდის რძე ასეთი გემრიელი?" - ზრუნვილი ბავშვი ეკითხება მზრუნველ დედას. და დედის პასუხი (თითქოს-და რა შეიძლება იყოს "იმიტომ, რომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ქართული"-ზე უფრო უარესი, მაგრამ აიიიი ისიც) :
"იმიტომ, რომ იგი ჩამოსხმულია ტეტრა პაკის შეფუთვაში, რომელიც საიმედოდ ძლებს სიცხესა და სიცივეში, ჭირსა და ლხინში, გაჭირვებასა და ბედნიერებაში". (მაპატიეთ ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ ასე იყო დაახლოებით).
ხოდა, თუკი მსგავსი სისულელეები მომხმარებელს მართლაც უბიძგებენ ამა თუ იმ მარკის საქონლის ყიდვისკენ, მაშინ რატომ არ უნდა იყოს Howling Bells-ის ეს ალბომი ტეტრა პაკის შეფუთვის ღირსი?! თუმცა მგონი აქვს კიდეც, მე ხომ ორიგინალი არ მინახავს :P
ის კი წავიკითხე, რომ ტეტრა-პაკისკენ მიმავალი გზა იმით დაწყებულა, რომ 2000დან 2003 წლამდე ავსტრალიის ფიქტიურ :d დედაქალაქ სიდნეიში მოღვაწე, ინდი როკის დამკვრელი, კაი მსმელი და კაი პურისმჭამელი ბენდი, სახელად ვაიკიკი/Waikiki, გაუგებარი მიზეზების გამო დაშლილა. ჯგუფის სამ წევრს დროებით უმუშევრის სტატუსი ვერ მოურგია და ახალი ბენდის ჩამოყალიბება განუზრახავს. 2004 წლის მიწურულს გოგო-ბიჭებმა ბასისტიც აიყვანეს და რეპეტიციებს შეუდგნენ სიდნეის ნესტიან სარდაფებში.
როგორც მათი ვოკალისტის, ხუანიტას ძმა (რომელიც სხვათაშორის გიტარისტია იგივე ბენდში) იხსენებს, ახალბედა ჯგუფს ძალიან უჭირდა თავის გატანა თურმე. მარშუტკას მეტროს ამჯობინებდნენ და პლაჟზე ფრენბურთსაც არ თამაშობდნენ რომ ფული დაეზოგათ. სამაგიეროდ, ბრიტანეთში ჩასვლა მოახერხეს, თორემ აბა ავსტრალიაში როგორ გავიქაჩებოდითო - უთქვამს ხუანიტას ძმას. აბა კაცო! რაღა ავსტრალია და რაღა საქართველო. ლივერპულში ყმაწვილების ხელმომჭირნე ცხოვრებამ 3 თვეს გასტანა და ამ სამ თვეში coldplay-ის, snow patrol-ის და სხვა ცნობილ -ცნობილი ბენდების პროდიუსერს დააპროდუცირებინეს ალბომი და 2006 წლის მაისში გამოუშვეს კიდეც. რა თქმა უნდა, ასეთი ზურგის მქონე ბენდს ენემიმ და პიჭფორკმა მაღალი შეფასებები მისცეს და მსმენელების დაინტერესებაც გამოიწვიეს. მე, როგორც აუთენტურად დილეტანტი მსმენელი, მათი ალბომის ყდამ მიმიზიდა მხოლოდ და გადმოვწერე ალბომიც. მაგრამ, ლაივ ჩანაწერი აღმოჩნდა და ჯერ ისედაც არ ვგიჟდები აუდიო ლაივებზე და მით უმეტეს, მომკალი და ვერ მოვუსმენ პირველად ლაივს სტუდიურის გაცნობამდე. ხოდა, ეს ალბომიც ეგდო ისე და მტვერი ედებოდა.. 2009ში ბენდმა ახალი ალბომი გამოსცა და მეც მხოლოდ მაშინ გამახსენდნენ ხუანიტა და მისი დამქაშები.
არ ვიცი, რატომ ჩავიციკლე ეს დღეები ასე ძალიან ამ ახალ ალბომზე. აშკარად ტეტრა პაკის ხელი ურევია, თორემ ერთი მოსმენით დიდი არაფერია - მძლავრი ხმის პატრონი, მაგრამ თითქოს არაფრით გამორჩეული ვოკალისტკა, ყოვლად ჩვეულებრივი ინდი-როკი ( და არა აკუსტიკური ინდი პოპი!!!), გემოვნებიანი ეფექტებით და აქა-იქ ბასის გემრიელი გამოკვეთებით , სასიამოვნო ბექებით და ხანდახან ტაშებით და მარტივი და კარქქქი ტექსტებით (რომლებსაც გინდა-არგინდა შენ თავს უკავშირებ ხოლმე მომენტებში და ისეთია, აი რაღაცნაირი, გოგოშკური). მაგრამ ფაქტია, radio wars მეორე მოსმენისას უკვე გითრევს, მესამე მოსმენაზე არანორმალურად გსიამოვნებს და მეოთხე და მომდევნო მოსმენები უკვე თავისთავად მოდიან. ფლეიერშიც თავისი ფეხით გადადის მთლიანი ალბომი და სახლში მოსვლას არ გაცლის, კომპიუტერშიც ასე თავისით ირთვება ხოლმე.
trackebi:
1. Treasure Hunt
2. Cities Burning Down
3. It Ain't You
4. Nightingale
5. Let's Be Kids
6. Ms. Bell's Song ( Radio Wars Theme) (ვინც მოუსმენთ სათითაოდ დააკომენტეთ რა ამ სიმღერის პირველი ნაწილი გირჩევნიათ თუ მეორე, მჭირდება)
7. Golden Web
8. Into the Chaos
9. Digital Hearts
10. How Long
ClickClick
ხო, ეს კი წინა ალბომის გარეკანი
საქართველოს პირობებში ტეტრა პაკი რისაიქლინგს არ ექვემდებარება :|
No comments:
Post a Comment