Showing posts with label indie rock. Show all posts
Showing posts with label indie rock. Show all posts

Coconut Records



Coconut Records - Nighttiming
(2007)



official

last.fm








სკოლაში დაწყებითებში რო ვსწავლობდი ერთ საათი ’ლექსების წერის გაკვეთილი’ ჩაგვიტარეს, და ჩამი ერთი კლასელის ლექსის ბოლო ნაწილი მახსოვს

”დღეს სამი მაისია ,

ოო რა მაისია !

სკოლაში დავდივარ

და მიხარია”


აი, რა შედეგი მოსდევს როცა ვინმეს რამის გაკეთებას აიძულებენ


ეს ალბომი კიდე ისეთი კარგია ვერ გაიძულებთ, მარა გირჩევთ აუცილებლად მოუსმინოთ !

Jason Schwertzman ის პროწქტია, მსახიობი გემახსოვრებათ სახელით თუ არა სურათებიდან მაინც,
ხოდა სურათები მეც რო დავათვალიერე ალბომზე გაჩედვის მერე, ამ სურათს გადავაწყდი


და უი, მარია ანტუანეტაში ტამაშობს და ალბათ მოსამსახურის როლშია რაღაც არ მახსოვსმეთქი ვიფიქრე(სკლეროზაა).
და მერე გამახსენეს რა როლიც აქვს :დ :უფს:






trakebi

1. This Old Machine
2. West Coast
3. Back to You
4. Summer Day
5. Nighttiming
6. Minding My Own Business
7. Slowly
8. Mama
9. The Thanks I Get
10. Its Not You Its Me
11. Easy Girl
12. Ask Her to Dance


clickclick

immortalclickclick

p.s. ფილმის ხსენებაზე :დ ვინ შეამჩნიეთ ეს კედები? :p

I don’t have much
No just a few
And all I do is dream of you
And all my baby’s gone gone gone
And all my baby’s gone

Howling Bells


Howling Bells - 

Radio Wars 

 (2009)

lastfm

myspace

ტეტრა პაკის შეფუთვაზე თუ დაფიქ-

რებულხართ ოდესმე? მე ამ ზაფხულამდე ამ პრობლემას არ შევუწუხებივარ, უფრო ზუსტად კი, ამა წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ დილამდე, როცა დრეგონფლაიზელებმა ეკო-ფუდის რძის ყუთზე  სარეკლამო ხასიათის შემდეგი მინაწერი აღმოვაჩინეთ:                                                                "დედიკო, რატომ არის ეკო-ფუდის რძე ასეთი გემრიელი?"  - ზრუნვილი ბავშვი ეკითხება მზრუნველ  დედას.           და დედის პასუხი (თითქოს-და რა შეიძლება იყოს "იმიტომ, რომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ქართული"-ზე უფრო უარესი, მაგრამ აიიიი ისიც) :

"იმიტომ, რომ იგი ჩამოსხმულია ტეტრა პაკის შეფუთვაში, რომელიც საიმედოდ ძლებს სიცხესა და სიცივეში, ჭირსა და ლხინში, გაჭირვებასა და ბედნიერებაში". (მაპატიეთ ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ ასე იყო დაახლოებით). 

ხოდა, თუკი მსგავსი სისულელეები მომხმარებელს მართლაც უბიძგებენ ამა თუ იმ მარკის საქონლის ყიდვისკენ, მაშინ რატომ არ უნდა იყოს Howling Bells-ის ეს ალბომი ტეტრა პაკის შეფუთვის ღირსი?! თუმცა მგონი აქვს კიდეც, მე ხომ ორიგინალი არ მინახავს :P

ის კი წავიკითხე, რომ ტეტრა-პაკისკენ მიმავალი გზა იმით დაწყებულა, რომ 2000დან 2003 წლამდე ავსტრალიის ფიქტიურ :d დედაქალაქ სიდნეიში მოღვაწე, ინდი როკის დამკვრელი, კაი მსმელი და კაი პურისმჭამელი ბენდი, სახელად ვაიკიკი/Waikiki, გაუგებარი მიზეზების გამო დაშლილა. ჯგუფის სამ წევრს დროებით უმუშევრის სტატუსი ვერ მოურგია და ახალი ბენდის ჩამოყალიბება განუზრახავს. 2004 წლის მიწურულს გოგო-ბიჭებმა ბასისტიც აიყვანეს და რეპეტიციებს შეუდგნენ სიდნეის ნესტიან სარდაფებში.

როგორც მათი ვოკალისტის, ხუანიტას ძმა (რომელიც სხვათაშორის გიტარისტია იგივე ბენდში) იხსენებს, ახალბედა ჯგუფს ძალიან უჭირდა თავის გატანა თურმე. მარშუტკას მეტროს ამჯობინებდნენ და პლაჟზე ფრენბურთსაც არ თამაშობდნენ რომ ფული დაეზოგათ. სამაგიეროდ, ბრიტანეთში ჩასვლა მოახერხეს, თორემ აბა ავსტრალიაში როგორ გავიქაჩებოდითო - უთქვამს ხუანიტას ძმას.  აბა კაცო! რაღა ავსტრალია და რაღა საქართველო. ლივერპულში ყმაწვილების ხელმომჭირნე ცხოვრებამ 3 თვეს გასტანა და ამ სამ თვეში coldplay-ის,  snow patrol-ის და სხვა ცნობილ -ცნობილი ბენდების პროდიუსერს დააპროდუცირებინეს ალბომი და 2006 წლის მაისში გამოუშვეს კიდეც. რა თქმა უნდა, ასეთი ზურგის მქონე ბენდს ენემიმ და პიჭფორკმა მაღალი შეფასებები მისცეს და მსმენელების დაინტერესებაც გამოიწვიეს.  მე, როგორც აუთენტურად დილეტანტი მსმენელი, მათი ალბომის ყდამ მიმიზიდა მხოლოდ და გადმოვწერე ალბომიც. მაგრამ, ლაივ ჩანაწერი აღმოჩნდა და ჯერ ისედაც არ ვგიჟდები აუდიო ლაივებზე და მით უმეტეს, მომკალი და ვერ მოვუსმენ  პირველად ლაივს სტუდიურის გაცნობამდე. ხოდა, ეს ალბომიც ეგდო ისე და მტვერი ედებოდა.. 2009ში ბენდმა ახალი ალბომი გამოსცა და მეც მხოლოდ მაშინ გამახსენდნენ ხუანიტა და მისი დამქაშები. 

                                                                         

არ ვიცი, რატომ ჩავიციკლე ეს დღეები ასე ძალიან ამ ახალ ალბომზე. აშკარად ტეტრა პაკის ხელი ურევია, თორემ ერთი მოსმენით დიდი არაფერია -  მძლავრი ხმის პატრონი, მაგრამ თითქოს არაფრით გამორჩეული ვოკალისტკა, ყოვლად ჩვეულებრივი ინდი-როკი ( და არა აკუსტიკური ინდი პოპი!!!), გემოვნებიანი ეფექტებით და აქა-იქ ბასის გემრიელი გამოკვეთებით , სასიამოვნო ბექებით და ხანდახან ტაშებით და მარტივი და კარქქქი ტექსტებით (რომლებსაც გინდა-არგინდა შენ თავს უკავშირებ ხოლმე მომენტებში და ისეთია, აი რაღაცნაირი, გოგოშკური).  მაგრამ ფაქტია, radio wars მეორე მოსმენისას უკვე გითრევს, მესამე მოსმენაზე არანორმალურად გსიამოვნებს და მეოთხე და მომდევნო მოსმენები უკვე თავისთავად მოდიან. ფლეიერშიც თავისი ფეხით გადადის მთლიანი ალბომი და სახლში მოსვლას არ გაცლის, კომპიუტერშიც ასე თავისით ირთვება ხოლმე.

trackebi:

1. Treasure Hunt
2. Cities Burning Down
3. It Ain't You
4. Nightingale
5. Let's Be Kids
6. Ms. Bell's Song (
Radio Wars Theme)  (ვინც მოუსმენთ სათითაოდ დააკომენტეთ რა ამ სიმღერის პირველი ნაწილი გირჩევნიათ თუ მეორე, მჭირდება) 
7. 
Golden Web
8. 
Into the Chaos
9. 
Digital Hearts
10. 
How Long

ClickClick

        

ხო, ეს კი  წინა ალბომის გარეკანი

საქართველოს პირობებში ტეტრა პაკი რისაიქლინგს არ ექვემდებარება :|

The Antlers


The Antlers - Hospice (2009)

theantlers

myspace

lastfm




საქმიანი შეხვედრიდან მოსულს(საშინლად დაღლილს), სანატრელად ანთლერზის მოსმენა დამრჩაო, შექსპირი გაიფიქრებდა, იმ შეხვედრაზე რო ყოფილიყო.

შეიძლება დაეწერა კიდეც(რას გაუგებ შემოქმედ ხალხს).

არადა არაფერი ისეთი, ჩვენში რო დარჩეს.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




მელოდიური მუსიკა, სუპერზანუდური, ჩამქრალი ვოკალი და გრძელი კომპოზიციები -
დაღლილს რო უხდება, ისეთი.
ანთლერზი ვერც განსაკუთრებულ სითბოს გთავაზობთ, ვერც ემოციების ყელში გაჩხერას და ყვირილის კბილებს შორის დაგუბებას. ინტიმს - ოხრად.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




პიტერ სილბერმანი(Peter Silberman - ფოტოებზე რო ყურებიანი ბიჭუკაა, ეგ) ერთხელაც ამდგარა და ბრუკლინში გადასახლებულა(საიდან - არაა ცნობილი). მერე ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას თავში ვაშლი დაცემია და პირველი სოლო ალბომიც გამოუშვია(დღეს ჯგუფი 3 ადამიანისგან შედგება). ეს პიტერის მესამე ალბომია, ვაშლის გარეშე გააკეთა და შესაძლოა, ამიტომაცაა უკეთესი.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.

მერე ძალიან კარგია :)



ალბომი რო დაიწყო, ცოტა დავზანუდდი, ვიფიქრე გამოვრთავ-მეთქი, უანთლერზოდაც მეძინებოდა. მაგრამ მერე ვიღაცამ სკაიპში მომწერა. მერე სხვა ვიღაცამ და ასე ნელ-ნელა შევიდა ეშხში ჩემგან დაკიდებული და დაწუნებული ანთლერზი.
აი ეშხში რო შევიდა, მერე გამორთვა გადავიფიქრე.

ალბომის შუა ტრეკებიდან უკვე კარგად ’მოაქვს’, შივა კი არაფერიც არაა ასეთი, უბრალოდ ახლა ვუსმენ და ამიტომ ავიკვიატე(საერთოდაც, მერვე ტრეკია ალბომში და არ დაიჯეროთ ’შივამდე’ თეორია :D )

თან რა საინტერესოა, ბუდას რო შივა მოსწონს ყველაზე მეტად, ხო? :D
შესანიშნავი ამბავია დასაწერად!




მოკლედ, ძალიან კარგი ალბომი, ძალიან ’სახლში ვარ, საკუთარ თავთან მარტო’ განწყობით. შეგიძლიათ ლოგინზე წამოკოტრიალდეთ, შუქი ჩააქროთ და ისე უსმინოთ :D

და რაც მთავარია!
ანთლერზი დაგავიწყებთ გუშინდელ, გუშინწინდელ, გუშინწინისწინდელ დეპრესიულ განწყობას(ანუ დაგაყენებთ უფრო კეთილშობილურად დეპრესიულ განყობაზე :D ) და დღევანდელ უხერხულ სიტუაციებს, დაღლაზე ხო საუბარი არ მაქვს. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე წამალი 'სალხინო'. სცადეთ - The Antlers :D














trakebi

01. Prologue
02. Kettering
03. Sylvia
04. Atrophy
05. Bear
06. Thirteen
07. Two
08. Shiva
09. Wake
10. Epilogue


Clickclick

Immortalclickclick



ესეც კლიპი ძალიან კარგ ტრეკზე

Editors!







Editors -

In This Light
and
On This Evening
(2009)

last.fm

myspace





მე ვიცი, მოგწონთ, ვიცი (c) სერგი გვარჯალაძე :D:D:D

ამ ალბომის  შემთხვევაში კი, - მე ვიცი, არ მოგეწონებათ, ვიცი :D

მე კი ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ იმ ფაქტით, რომ მომწონს 80იანების ჟღერადობა

და ტომის სიმღერის ახლებური მანერაც



ClickClickClickandListen