The Antlers


The Antlers - Hospice (2009)

theantlers

myspace

lastfm




საქმიანი შეხვედრიდან მოსულს(საშინლად დაღლილს), სანატრელად ანთლერზის მოსმენა დამრჩაო, შექსპირი გაიფიქრებდა, იმ შეხვედრაზე რო ყოფილიყო.

შეიძლება დაეწერა კიდეც(რას გაუგებ შემოქმედ ხალხს).

არადა არაფერი ისეთი, ჩვენში რო დარჩეს.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




მელოდიური მუსიკა, სუპერზანუდური, ჩამქრალი ვოკალი და გრძელი კომპოზიციები -
დაღლილს რო უხდება, ისეთი.
ანთლერზი ვერც განსაკუთრებულ სითბოს გთავაზობთ, ვერც ემოციების ყელში გაჩხერას და ყვირილის კბილებს შორის დაგუბებას. ინტიმს - ოხრად.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




პიტერ სილბერმანი(Peter Silberman - ფოტოებზე რო ყურებიანი ბიჭუკაა, ეგ) ერთხელაც ამდგარა და ბრუკლინში გადასახლებულა(საიდან - არაა ცნობილი). მერე ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას თავში ვაშლი დაცემია და პირველი სოლო ალბომიც გამოუშვია(დღეს ჯგუფი 3 ადამიანისგან შედგება). ეს პიტერის მესამე ალბომია, ვაშლის გარეშე გააკეთა და შესაძლოა, ამიტომაცაა უკეთესი.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.

მერე ძალიან კარგია :)



ალბომი რო დაიწყო, ცოტა დავზანუდდი, ვიფიქრე გამოვრთავ-მეთქი, უანთლერზოდაც მეძინებოდა. მაგრამ მერე ვიღაცამ სკაიპში მომწერა. მერე სხვა ვიღაცამ და ასე ნელ-ნელა შევიდა ეშხში ჩემგან დაკიდებული და დაწუნებული ანთლერზი.
აი ეშხში რო შევიდა, მერე გამორთვა გადავიფიქრე.

ალბომის შუა ტრეკებიდან უკვე კარგად ’მოაქვს’, შივა კი არაფერიც არაა ასეთი, უბრალოდ ახლა ვუსმენ და ამიტომ ავიკვიატე(საერთოდაც, მერვე ტრეკია ალბომში და არ დაიჯეროთ ’შივამდე’ თეორია :D )

თან რა საინტერესოა, ბუდას რო შივა მოსწონს ყველაზე მეტად, ხო? :D
შესანიშნავი ამბავია დასაწერად!




მოკლედ, ძალიან კარგი ალბომი, ძალიან ’სახლში ვარ, საკუთარ თავთან მარტო’ განწყობით. შეგიძლიათ ლოგინზე წამოკოტრიალდეთ, შუქი ჩააქროთ და ისე უსმინოთ :D

და რაც მთავარია!
ანთლერზი დაგავიწყებთ გუშინდელ, გუშინწინდელ, გუშინწინისწინდელ დეპრესიულ განწყობას(ანუ დაგაყენებთ უფრო კეთილშობილურად დეპრესიულ განყობაზე :D ) და დღევანდელ უხერხულ სიტუაციებს, დაღლაზე ხო საუბარი არ მაქვს. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე წამალი 'სალხინო'. სცადეთ - The Antlers :D














trakebi

01. Prologue
02. Kettering
03. Sylvia
04. Atrophy
05. Bear
06. Thirteen
07. Two
08. Shiva
09. Wake
10. Epilogue


Clickclick

Immortalclickclick



ესეც კლიპი ძალიან კარგ ტრეკზე

9 comments:

  1. ara posti shesanishnavia! magram gadacera da mosmenac ar gvacyenda ravici.
    მა—ინ—ტერესებს!

    ReplyDelete
  2. ჩავსვი ლინკები. გუშინ 9ჯერ ავტვირთე და ლინკი არ გამომიგდო და დღეს ქნა როგორც იქნა, მეათასე ცდის მერე.

    ReplyDelete
  3. პირველ სურათს რომ შევხედე, ქართველების ჯგუფი მეგონა :)
    კარგი ბენდია.

    ReplyDelete
  4. ბუუდდდ მიდი რა ანთლერზი ჩაასწორე და ლათინული ასოებით დაწერე რააა ::დდ ტორე ანთლერზიი ანთლერზზიიი :::დდ რაგაც ანთლერზიაა დააა ...


    ხოდა წეგან გამოვიძინე ტარა ჯეინზე და გულიდამწყდა აქამდე რო არ მქონდა წაკიტხული პოსტი ანთლერზზე

    ReplyDelete
  5. frchxilebs ro ar ikvnetdes uketesi iqneboda, mara kaia ki!

    ReplyDelete
  6. blogi kiara rashvebit rogor xart zmebo? exla magar paxmeliaze var da xashi ar gindat ? sadme dukanshi movjdet

    ReplyDelete
  7. Sylvia, get your head out of the oven.
    Go back to screaming and cursing,
    remind me again how everyone betrayed you


    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

    ReplyDelete