Showing posts with label experimental. Show all posts
Showing posts with label experimental. Show all posts

Bear In Heaven

Bear In Heaven 

- 

Beast Rest Fourth Mouth

(2009)

lastfm 

myspace





არ შეიძლება ასეთი ჯგუფების აღმოჩენა მაინცდამაინც მაშინ, როცა თავზე საყრელად გაქ საქმე. როცა კოპენჰაგენში ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალს გვისპობენ, როცა ირანი ახალ 'იადერულ' იარაღს ამზადებს, ხოლო ფეისბუქი ახალ-ახალ აპლიკაციებს. როცა უნიშიც სემესტრი დასასრულს უახლოვდება და რაც გისწავლია და არ გისწავლია აქამდე, ყველაფრის თავში აზელა მოგიწევს მალე. როცა როცა! ასეთ დროს უნდა დაჯდე და უსმინო ოლდიებს, უკვე second hand არტისტებს, სვა კოკა-კოლა და დაიჯერო რო ყველაფერი კარგად იქნება. ოდესმე. სადმე. რომ არც შენ დაგემართება ამდენი უმიზნო და უმიზეზო უძილობებით რამე ქრონიკულ-დისტროფიკული და არც შენს დაუძლურებულ მაგიდის ლამპას, შიგადაშიგ ზზზზზზ ხმებს რო გამოსცემს შუაღამისას და თევზებსაც უფრთხობს ძილს. 

ასეთი ჯგუფების აღმოჩენა ასეთი გაჭირვების ჟამს სწორედ რომ კანონით უნდა იკრძალებოდეს! მაგრამ ჰოი, რომ არც კოდექსი გვივარგა ქართველობას და შესაბამისი კანონი არ მოიძებნება ჩვენს სამოქალაქო სამართლის კანონთა კრებულში. 

და კიდე კაი, რო არ მოიძებნება! თორე მერე უფროსი ძმა ყველა  იმ არხს დახურავდა, საიდანაც ალბომი ჟონავს. არც ბენდზე გვექნებოდა რაიმე ინფო და თუ მოხდებოდა სასწაული და ლასტფმი მის რისხვას გადაურჩებოდა, Bear In Heavenის პროფილს მაინც  ნამდვილად ვერ წავაწყდებოდით მის გვერდებზე. საუკეთესო ვარიანტში ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენ და ფრენკ სინატრა. ფრენკ სინატრა და ჩვენ.  დავწერდით ქუიზებს, ვივლიდით არჩევნებზე, ეიზენჰაუერს ხმას მაინც არ მივცემდით, გვეყვარებოდა ერთმანეთი და თამაზ გოგიჩაიშვილი. დავიწყებდით მუშაობას, ან შევიძენდით ველოსიპედს. წავიდოდით კუკუშკით ბაკურიანში და კეკლუცადაც ვიკისკისებდით. სანსა ფლეირებსაც წავიღებდით შიგ ჩაწერილი bear in heavenით, არც დიდი გამყინვარება მოხდებოდა და არც გლობალური დათბობა.  

  ახლა კი ფრენკ სინატრას ბიოგრაფიას შეიძლება ვიკიპედიაზე სასხვათაშორისოდაც გაეცნოს კაცი. ზეციური დათვის შესახებაც კარგის მეტი რა ეწერება ვიკიპედიაზე,  ბოლოსდაბოლოს ესეც პიჭფორკის მიერ ბესთ ნიუ მიუზიქად აღიარებული ნაწარმია! და არცთუ უსაფუძვლოდ აღიარებული.  ალბომი ბრუკლინური ჯგუფისთვის რიგით მეორეა და ბრწყინვალლე. თითოეული ტრეკიც კი იმდენად ახალი და რაღაცნაირია :D, და იმდენად ფართე ჟანრობრივი დიაპაზონით ხასიათდება  (აი თაგები თუ არ გჯერათ), რო აზრზე მოსასვლელად, დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად დროც დაგჭირდება ადამიანს.  

ჯერჯერობით You Do You, Lovesick Teenagers, Fake Out და Casual Goodbye-ზე ვარ ჩაციკლული. იმდენად მელოდიური+ ზე-სივრცითი, ზე-ქეჩი, მომენტებში ისტერიულიც და ზე-ხარისხიანი სიმღერებია რო უკვე ვიცი, 3 სეზონს გამიძლებს მინიმუმ. 

გასინჯეთ თქვენც თუგინდათ სანამ ახალი წელი მოსულა


trackebi:


1.  Beast In Peace               4:16
2.  Wholehearted  Mess  3:02
3. You Do You                    3:43
4.  Lovesick Teenagers   3:15
5.  Ultimate Satisfaction 4:25
6.  Dust Cloud                       5:58
7.  Drug A Wheel                 3:14
8.  Deafening Love             4:54
9.  Fake Out                           3:14
10. Casual Goodbye           4:48

ClickClick

ImmortalClickClick

       


                                      

           


Detektivbyrån

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


Detektivbyrån

-

Hemvägen EP
(2007)


detektivbyran.net

last.fm

myspace





ადრე ჩამთვის რო გეკითხათ ფრანგულ მუსიკას ვერ ვიტანდი, ცალკე აკორდეონის წრიპინს და ცალკე ენის თხონთხონებს და ჟჟ ჟჟჟ ებს(ფრანგულის აზრზეარვარ და ასე აღვიქვამ) და თურმე ეს ზიზღი მარტო ენის გამო მქონია, ამას Detektivbyrånის მოსმენის მერე მიხვდი. არადა შვედები არიან Gothenburgიდან(ქართულად არც მეტი არც ნაკლები გეტებორგი ყოფილა) Anders Flanders, Martin Molin და Jon Nils Emanuel Ekström. ბავშვობიდან ერთად ვართო, 12წელია მუსიკას ვაკეთებთო და საერთოდ თუ შეხვალთ ოფიციალურ ვებსაიტზე და ბიოგრაფიას ნახავთ არ ინანებთ ;;) ლასტზე და ვიკიზე უუუუუუმშრალესად წერია ინფო და თვითონ ისე კარგად უწერიათ ყველაფერი, 1 პატარა აბზაცში, გადმოთარგმნას რააზრიაქ, ისე ორიგინალში ჯობია ნახვა :დ (წიგნი ან ფილმი არ იყოს ესეც, მარა აი რო ნახავთ მიხვდებით;)) http://www.detektivbyran.net/worldofdetektivbyran/biography.html


(ვინმემ იქნებ იცოდეს რანაირად უკრავს აი ეს ტიპი, ამ ვიდეოს ნახვამდე გოგო რო მეგონა ის)











ალბათ 2001ში Gothenburgის გაფიცვებში ესენიც იღებდნენ მონაწილეობას
trakebi

1 E18
2. Hemvägen
3. Nattöppet
4. Monster
5. Dansbanan
6. Granmon
7. Vänerhavet


clickclick

immortalclickclick

Borko




Borko -
Celebrating Life
(2008)


lastfm


myspace









ლასტფმზე ამ ადამიანის შესახებ ცნობები ასე იწყება:
"ბიორნ კრისტიანსონი იგივე ბორკო არის ისლანდიელი მუსიკოსი რომელიც სვით პოპ-მელოდიებს კარგად უხამებსო ჭკვიან და ხანდახან რაღაცნაირ bulky ელექტრონულ საუნდსო. "
ეს წინადადება რო წავიკითხე, მივხვდი, რომ ქართულ ენაში "ჭკვიანი საუნდი"
ძაან სულელურად ჟღერს. :/ ალბომს რო უსმენ და აღფრთოვანების შეძახილი აღმოგხდება: რა ჭკვიანი საუნდი აქვს! :D არა რამე უნდა ვქნათ და მოვუხერხოთ ამ ტერმინს.
მოკლედ, რაც მთავარია, ბორკო ნამდვილად ისლანდიელი მუსიკოსია, და ნამდვილად კარგი მუსიკოსი. ალბათ ჭკვიანიც არის, რახან ჭკვიან საუნდებს შეჭიდებია. თან მუსიკის მასწავლებლად მუშაობს თურმე და ალბათ როგორ უყვართ ბავშვებს... დარწმუნებული ვარ, ფეხებში ფრჩხილებს არ არჭობს მოსწავლეებს და აი ასეთი ღრმა ბგერა მომეციო არ ეუბნება :/
ჰო, თან მაიონეზი ყვარებია (მართლა!) და უმცირესობების უფლებებს იცავს. ოღონდ კონკრეტულად რომელი უმცირესობების, არ ვიცი.
ჰოდა პირველად, კარგი დრო რომ იყო და ლასტფმი უფასოდ გვასმენინებდა რადიოს, მაშინ წავაწყდი რომელიღაც რადიოში dingdong kingdom-ს და მომეწონა და დღესაც ალბათ ეს სიმღერა მირჩევნია ალბომში ყველას.
ალბომის დასაწყისმა და აააააა-ებმა არ შეგაშინოთ. ალბომი ძირითადად ჭკვიანი კომპოზიციებისგან შედგება და თითქმის ყველა კომპოზიციაში ხშირად ვოკალის ადგილას გაურკვეველი ბგერების ჰარმონია ისმის. შიგადაშიგ შოზოფრენიკული მონოლოგის მსგავსი რაღაც ისლანდიური ლაპარაკიც. ერთი სიტყვით, პირველ მოსმენაზე თუ არა, მეორეზე შეყვარება გარანტირებულია!! აი ეხლაც ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ ბორკო მართლაც ჭკვიანია და ლამაზ მუსიკას ქმნის!
ეს მისი სადებიუტო ალბომია, თარიღდება 2008 წლით და ქვია celebrating life. აშკარად ამის თარგმანიც სულელურად ჟრერს ქართულად და ერთი პატარა რემონტი მგონი არ აწყენდა ჩვენ ენას.


trakebi











1. Continental Love
2. Spoonstabber
3. Shoobaba
4. Sushi Stakeout
5. Dingdong Kingdom
6. Summer Logic
7. Doo Doo Doo
8. Hondo & Borko







immortalclickclick