Showing posts with label hip hop. Show all posts
Showing posts with label hip hop. Show all posts

Karpe Diem







Karpe Diem -

the best (2004- 2008)


lastfm


myspace






თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეპი და ჰიპჰოპი ისევე მესმის, როგორც ბოლცმანის მუდმივას ფორმულის მნიშვნელობა მაკრო და მიკროფიზიკისათვის. ნამდვილად, აგრნომიაში ან თუნდაც დენდროლოგიაშიც კი ალბათ უკეთ ვერკვევი, ვიდრე ამ ჟანრის მუსიკაში. ხარისხიანი და უხარისხო რეპის გარჩევაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ იმიტომ, ტომ არაფერი მაქვს მოსმენილი ცხოვრებაში, იმ კლიპების გარდა რაც მტვ-ზე და სხვა ზოლიან არხებზე ტრიალებდა ჩემი ბავშვობის ხანაში :უსერ: ხო ყველაფერი გასაგებია :უსერ:


..........................
დღეს სამზარეულოში დიდხანს შემოვრჩი რატომღაც. და euronews ჩამერთო. შესაბამისად, მილიონჯერ მომიწია ერთი და იმავე ფსევდოდეპრესიული სიუჟეტების ყურება. ასე მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ბუშისთვის ფეხსაცმლის მსროლელი ერაყელი ჟურნალისტი, როგორ თუ რატომ მოიკლა თავი ფრანგული ტელეკომის 23მა თანამშრომელმა და ასე შემდეგ.
და რამდენიმე წუთში რას ხედავს ჩემი თვალები! 2 სიმპათიურ ყმაწვილს და რაღაც დეგენერატ ვიდეოს არანაკლებ დეგენერატი სიმღერის ფონზე. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ და თანდათან ვიდეოც მომეწონა და სიმღერაც.
უფრო მეტიც, სხვა სიმღერების გადმოწერის სურვილითაც აღვიძერი :D
ორი ერთეულით ავუწიე ხმას და სიამტკბილობით ვუსმინე სიუჟეტსაც.
ეხლა რა ხდება, ბიჭები არიან ნორვეგიიდან. უფრო სწორად კი ერთი, სახელად Magdi Omar Ytreeide Abdelmaguid-ი ნახევრად ეგვიპტელია და ნახევრად ნორვეგიელი და მეორე, Chirag Rashmikant Patel-ი თავით ფეხებამდე ინდოელი. ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ოსლოში. ჰქვიათ "კარპე დიემ"ი და დანარჩენს მღერიან ნორვეგიულად. რეპს. ცინიკური და პოლიტიკური ტექსტები აქვთო, ამბობენ, მარა არც ნორვეგიული მესმის, რამე რომ გავიგო.
ბიჭებს აქვთ 2 ცალი ალბომი და ერთი ცალი იპი. მაგრამ თავიდან ბოლომდე ვერცერთი ვერ ჩავიგდე ხელში. ამიტომ მხოლოდ ცალკეული სიმღერებს ნაკრებს ავტვირთავ (გოიმობაა მარა რა ვქნა, სხვა ვერ ვიშოვე ჩემთვისაც). და დაგარწმუნებთ, რომ მართლაც საუკეთესო სიმღერების ნაკრებია!
ყველა სიმღერა უკლებლივ სასიამოვნოდ და მხიარულად ისმინება და საერთოდ არ ტოვებს პოლიტიკურად აგრესიულად ანთებული ტრეკების შთაბეჭდილებას.
















Clickclickclick





Mickey Avalon

Mickey Avalon
-
Mickey Avalon
(2006)

last.fm
myspace
(ამაზე მეტი მაისპეისი
არავისარაქ მგონიo_O
სერჩში მილიონი ამოყარა)



სიტუაცია: -

მოდიხარ შენთვის, უფროსწორად მიდიხარ სხვისთვის, დაბარებულიხარ სადღაც, რამნიშვნელობააქ სად, მარა კარგ ადგილას. გაცვია რაღაც მაიკა, შარვალი, ნუ მოკლედ ჩაცმულიხარ. და მიდიხარ თამუნასთან, უფრო დაკონკრეტებით თვითონ დაიბარა საკუთარი თავიც და მეც. ხოოდა აღებს კარს და მეუბნება ”ვაა თეოო :) რა ინდი ზმანზე ხარ :)” და აქცენტს მწვანე შარვალზე აკეთებს(თვითონაც მწვანეა და მიტომ(©თაკო.გ)). მეც ვიფერებ, ვიღიმი და ვიფერებ :დდ

არადა რა ინდი რის ინდი !!
მთელი გზა To the hiddip the hop it don't stop
Das Efx wit the real hip hop
ხარ.


რა კარგია ეს ჰიპ ჰოპი

ბუდა გესმისსსსს

შეეშვი შენ ძმას !

ხოო :D

რაც შეეხება Mickey Avalonს ერთი
ამერიკელი ჩამპალი ნარკომანია, ნამდვილი სახელი Yeshe Perl , იგივე იეში პერლი, ან ყეში პერლი, ერთიდაიგივე ნაგავია.

და გიჟდება ჩვენი მიკი თავის ახალ სახელზე,
სიმღერას არ მაზავს, ყველგან ახსენებს,
თან არაერთხელ.
მოკლედ სრული იდიოტია.










მაგრამ !

მაგრამ ! იდიოტი ეძახე და ან რა ხმააქ და ან რა მუსიკას აკეთებს იცით! ტანში გადიგამოდის. იშვიათად თუ წააწყდები ასეთ ვინმეს. სმენით არ დაიღლები, სრულყოფილებაა ნემდვილი ! მოუსმინეთ და ნახავთ
. წერტილი.


























clickclick

immortalclickclick