Showing posts with label shoegaze. Show all posts
Showing posts with label shoegaze. Show all posts

The Big Pink


The Big Pink 

          -

A Brief History

       Of Love

        (2009)

lastfm

myspace

(შედით სფეისზე არ ინანებთ)

ალბათ ყველა ჭეშმარიტი მელომანი კარგად იცნობს 60-70-80იანების კანადურ როკ ჯგუფს, Capitol Recordsის ლეიბლზე მოღვაწე The Band-ს. ალბათ, ყველა ჭეშმარიტ მელომანს მათი ფირფიტა (თუ ჭეშმარიტ მელომანებს ვინილები აქვთ, მე მაპატიეთ) ექნება სახლში, და როგორც მინიმუმ ერთი ალბომი და ერთი ლაივ ჩანაწერი, ფოთის პორტიდან კონტრაბანდით ჩამოტანილი. და პრაიგრივაწელის ნემსი გაფუჭებული რო არ ჰქონდეს, ყველა ჭეშმარიტი მელომანი დღესაც სიამოვნებით მოუსმენდა მათ ალბომს. სამწუხაროა, რომ მაშინდელი ნამდვილი ნემსები დღეს მშრალ ხიდზეც კი აღარ იშოვება უკვე. 

ჰოდა, მეგობრებო, თუკი ჭეშმარიტი მელომნობის რაღაც თქვენც გცხიათ, ჩემგან არ გესწავლებათ ზემოთაღნიშნული ბედნის დისკოგრაფია. შესაბამისად, ყველას გეცოდინებათ, რომ მათი სადებიუტო ალბომი Music From Big Pink-ის სახელწოდებითაა ცნობილი და გამოიყურება ასე

და რაოდენ სასიხარულო აღმოჩნდება ალბათ ის ფაქტი თქვენთვის, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებული ბენდის წევრებიც სვორედ რომ ჭეშმარიტი მელომანების ოჯახებში გაზრდილი ყმაწვილები არიან! სამწუხაროდ, თვიტონ კი უვარგისები და სრული ფუქსავატები გამოდგნენ. ერთ-ერთი მათგანი თაროების დალაგებისას გადააწყდა თურმე ზემოთხსენებულ ალბომს. იფიქრა, ჩემ ჯგუფს Big Pink-ს დავარქმევო და დაარქვა. ერთი ისაა, რო ინგლისურმა ტრადიციამ წინ the არტიკლის დართვა მოითხოვა, თორე სხვა ყველაფერი 5იანზე გამოვიდა.  აქ კი ჭეშმარიტი მელომნების სიხარული იმედგაცრუებით იცვლება, რადგან ამ ახალგაზრდა  ბენდს იმ Band-თან სახელის გარდა სხვამხრივ  საერთო არაფერი აქვს. ეგ კი არა, მოსმენილიც არ აქვთ. არც მე.

ეს ჩვენი ბენდი, მეტსახელად The Big Pink, 2007 წელს ჩამოყალიბდა წმინდაწყლის ინგლისელი Robbie Urzeსა და  ასევე წმინდაწყლის ინგლისელი Milo Cordellის მიერ. ახალბედა და გამხურებელი ბენდის სტატუსით ისეთ კორიფე ჯგუფებთან უვლიათ ტურებზე, როგორებიცაა TV on the Radio, Florence & The Machine (ნუ ჯგუფი ნაკლებად, მარა გავატაროთ), Crystal Castles და Klaxons.

წინამდებარე ალბომი ბიჭებისთვის სადებიუტოა, და ჩაწერილია ნიუ-იორკში, თუმცა მათთვის ეროვნებ-წარმომავლობის ღალატში მაინც არავის დაუდია ბრალი. ალბომის სახელი კრეატიულობით ვერ დაიკვეხნის და მეტიც, ვენესუელური სერიალის სახელსაც მოგვაგონებს. (აბა რა ინდი-ბენდის საკადრისია - " სიყვარულის მოკლე ისტორია"!) გულდათუთქული ლავსონგებიც ოხრად არის ალბომში, მარა ესეც ეპატიებათ ჩემგან. ბოლოსდაბოლოს, " it's the best they can do without saying they love". სამაგიეროდ, ჟღერადობა და მელოდიაა ოოოო!! მოშუგეიზო ელექტრონიკა, თუ ელექტრონული შუგეიზი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ფაქტია, ორივე სიტყვა ხაზგასმით და ცალ-ცალკე უნდა აღნიშნო მათ დასახასიათებლად. სასურველია დამარცვლითაც.

ჰოდა აგერ ალბომიც

trakebi:

1. Crystal Visionsc (ბაგარი opener-ი)
2. Too Young To Love
3. Dominos
4. Love In Vain
(if you really love him then tell me that you love him again and go ვოტ)
5. At War With The Sun
6. Velvet
7. Golden Pendulum
8. Frisk
9. A Brief History Of Love
10. Tonight
11. Countbackwards From Ten

ჰო მართლა, ჭეშმარიტი ძილით ვისაც უძინია ავტობუსში, ის კარგად გამიგებს, რატომ გავაფრინე ასე ძალიან ამათზე.. ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი ის უბრალო პრიმიტიული ძილი არ გეგონოთ მეგობრებო - ბორბალთან შემაღლებულ სკამზე მეგობრის მხარზე რო ჩამოდებ თავს და ნაუშნიკებსაც წინასწარ მოირგებ ყურებზე ამ პოზისთვის. არავითარ შემთხვევაში! ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი მაშინ გაკითხავს, როცა თბილისის ათასჯერგადათხრილ და მაინც ოღრო-ჩოღრო გზებზე, გახევებულ მწვანე სკამზე მარტო მჯდომს და ფანჯარაზე თავმიყრდნობილს (უმოწყალოდ რომ გარახუნებინებს მინაზე თავს მძღოლი, ტრანსპორტი, გზა თუ მუხთალი წუთისოფელი) ჩაგეძინება და სიზმრად ბილეთის კaნტრaლიორების ნახვასაც მოასწრებ. გამოღვიძებული კი აღმოაჩენ, რომ ბილეთი მაგრად ჩაგიბღუჯავს ორივე ხელში, ყურებში კი ისევ ის სიმღერა ტრიალებს, რაზეც ჩაგეძინა.

სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული The Big Pink ყველაზე მეტად. თუმცა, რატომ, მაინც ვერ ვაყალიბებ. მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი გეძინებათ და ეს ბენდი დაძინებაში ხელს გიშლით - ლოგიკურად თავისი ხმაუროანობის გამო, - ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად არ გეძინებათ.

პლუტარქე

ClickClick

Immortalclickclick

                                 

                                    

                                              

The Antlers


The Antlers - Hospice (2009)

theantlers

myspace

lastfm




საქმიანი შეხვედრიდან მოსულს(საშინლად დაღლილს), სანატრელად ანთლერზის მოსმენა დამრჩაო, შექსპირი გაიფიქრებდა, იმ შეხვედრაზე რო ყოფილიყო.

შეიძლება დაეწერა კიდეც(რას გაუგებ შემოქმედ ხალხს).

არადა არაფერი ისეთი, ჩვენში რო დარჩეს.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




მელოდიური მუსიკა, სუპერზანუდური, ჩამქრალი ვოკალი და გრძელი კომპოზიციები -
დაღლილს რო უხდება, ისეთი.
ანთლერზი ვერც განსაკუთრებულ სითბოს გთავაზობთ, ვერც ემოციების ყელში გაჩხერას და ყვირილის კბილებს შორის დაგუბებას. ინტიმს - ოხრად.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.




პიტერ სილბერმანი(Peter Silberman - ფოტოებზე რო ყურებიანი ბიჭუკაა, ეგ) ერთხელაც ამდგარა და ბრუკლინში გადასახლებულა(საიდან - არაა ცნობილი). მერე ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას თავში ვაშლი დაცემია და პირველი სოლო ალბომიც გამოუშვია(დღეს ჯგუფი 3 ადამიანისგან შედგება). ეს პიტერის მესამე ალბომია, ვაშლის გარეშე გააკეთა და შესაძლოა, ამიტომაცაა უკეთესი.
მაგრამ ეს თავიდან, შივამდე.

მერე ძალიან კარგია :)



ალბომი რო დაიწყო, ცოტა დავზანუდდი, ვიფიქრე გამოვრთავ-მეთქი, უანთლერზოდაც მეძინებოდა. მაგრამ მერე ვიღაცამ სკაიპში მომწერა. მერე სხვა ვიღაცამ და ასე ნელ-ნელა შევიდა ეშხში ჩემგან დაკიდებული და დაწუნებული ანთლერზი.
აი ეშხში რო შევიდა, მერე გამორთვა გადავიფიქრე.

ალბომის შუა ტრეკებიდან უკვე კარგად ’მოაქვს’, შივა კი არაფერიც არაა ასეთი, უბრალოდ ახლა ვუსმენ და ამიტომ ავიკვიატე(საერთოდაც, მერვე ტრეკია ალბომში და არ დაიჯეროთ ’შივამდე’ თეორია :D )

თან რა საინტერესოა, ბუდას რო შივა მოსწონს ყველაზე მეტად, ხო? :D
შესანიშნავი ამბავია დასაწერად!




მოკლედ, ძალიან კარგი ალბომი, ძალიან ’სახლში ვარ, საკუთარ თავთან მარტო’ განწყობით. შეგიძლიათ ლოგინზე წამოკოტრიალდეთ, შუქი ჩააქროთ და ისე უსმინოთ :D

და რაც მთავარია!
ანთლერზი დაგავიწყებთ გუშინდელ, გუშინწინდელ, გუშინწინისწინდელ დეპრესიულ განწყობას(ანუ დაგაყენებთ უფრო კეთილშობილურად დეპრესიულ განყობაზე :D ) და დღევანდელ უხერხულ სიტუაციებს, დაღლაზე ხო საუბარი არ მაქვს. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე წამალი 'სალხინო'. სცადეთ - The Antlers :D














trakebi

01. Prologue
02. Kettering
03. Sylvia
04. Atrophy
05. Bear
06. Thirteen
07. Two
08. Shiva
09. Wake
10. Epilogue


Clickclick

Immortalclickclick



ესეც კლიპი ძალიან კარგ ტრეკზე