Scout Niblett


Scout Niblett

-

Kidnapped

by Neptune

(2005)

Scout Niblett

last.fm

myspace

`````

პოსტი იწერება Beatlesის I'm A Loserის ფონზე

Scout Niblett არის გოგო რომელმაც დაიპყრო ჩამი ყურებ-გონებ-ოთახ-სახლ-გული-სულ და მოკლედ ყველაფერი.

ბტიტანელი,ამჯამად ამერიკაში ’მოღვაწე’  სინგერსონგრაითერია და განსაკუთრებულ მუსიკას აკეტებს, ჟღრ გიტარებით და ბუგუბუგუ დრამით, უტკბესი, უნაზესი და დამბმელი ხმით. საუნდი ისეთიაქ, რო ვუსმენ მგონია სარეპეტიციოში ვუზივარ, ან თვითონ მიზის ოთახში

მოკლედ დიდიხანია ასე არავიზე არ გამიჭედავს, ისე როგორც fაისტზე , იენსსზე, დევენდრაზე, როქეთთუზისქაიზე, ჰერმანდიუნზეც კიარგამიჭედავს ასე .

და ვუსმენ და ვუსმენ.და შეამჩნია რა დედაჩემმა როგორციქნა, ძლივს ჩამმა თეომ ისევ შეძლო ვინმეთი ასეთი სიამოვნების მიღებაო, ისე რო ოთახსაც აღარ ალაგებს , ვერ წყდება სიმღერებსო,  მკითხა ისე როგორც ყევლა მოსიყვარულე დედა კითხავს თავის სანაქებო შვილს ” დედა რა კარგი გოგოა, რა კარგად მღერის სადაურია? ... აა ამერიკაში ცხოვრობს? და სადმე ახლომახლო არექნება კონცერტი? ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში?”

დავგუგლე. არა ლასთზე ვანხე  და ოხრად კონცერტებიაქ . ქვეყანაც შევარჩიე, რათქმაუნდა  დროიდან გამომდიანრე, მაინც ეხლა უნიერსიტეტი როარგამიცდეს დიდიხანი, არა განა ქულები მადარდებს, გაცდენილი საინტერესო ლექციები მენანება. ხოოოდა 29 ნოემბერს ლუქსემბურგშიაქ კანცერტი, რაც ფრიად მაწყობს, მშვენიერ და საოცნებო დროს გავატარებ პარასკევ საღამოს;):) პიდაპირი რეისების არქონის გამო ჯერ გერმანიაში ჩავფრინდები მერე ლუქსემბურგში, თვითმფრინავში ეჭვიმაქ ჯან-კლოდს შევხვდები და კანფეტების გავუმასპინძლდებით ერთურთს.იმ ადგილის მიგნებაღა დამრჩება სადაც კონცერტი ტარდება, მარა რა პრობლემაა :)ჩქსვლისთანავე გავიკითხ-გამოვიკითხავ :) გერმანული მესმის, ფრანგულად მე გავაგებინებ,თუ არცერთი არ გამომადგება მაშინ ლუქსემბურგულად გავარკვევ ყველაფერს

უი ხო:) თუ გინდათ ვინმეს წაგიყვანთ ;;)

trakebi

1. Hot to Death
2. Kidnapped by Neptune
3. Pom-Poms
4. Lullaby for Scout in 10 Years 
5. Fuck Treasure Island
6. Relax
7. Valvoline 
8. Good to Me 
9. Handsome 
10. Safety Pants 
11. Newburyport 
12. This City 
13. Wolfie 
14. Drink to Me 
15. Where Are You?


clickclick

immortalclickclick

Mi and l'Au


Mi and L'Au 

-

Good Morning Jokers

(2009)

lastfm

myspace

არსებობს მუსიკა, რაც გსიამოვნებს მოსმენისას. არის მუსიკა რაც უბრალოდ გეკვიატება - დიდად არ მოგწონს, მაგრამ მაინც გეკვიატება, ვერ გამორთავ ვერაფრისდიდებით. ან შეიძლება მოგწონს, მარა იმ ფაქტთან შეგუება გიჭირს, რომ გეკვიატება. ან არც გიჭირს და მოგწონს კიდეც ლასტფმ-ზე რო წითელ გულს მიუწერ გვერდით და ყოველ 5 წუთში ერთხელ არეფრეშებ გვერდს. კიდევ მოლიონი ჩახლართული საქმე იქნება დაკავშირებული მუსიკის მოსმენის ქმედებასთან (:დ) .  მათგან ყველაზე მარტივი კი ალბათ ის მუსიკაა, რომელიც არ მოგწონს და არც უსმენ.

მაგრამ აი მაშინ რა უნდა ქნა, როცა მუსიკა გჭამს. დიახ დიახ გახრამუნებს. ვერც იმას იგებ მოგწონს თუ არა, მარა ფაქტია რო გრძნობ, როგორ ცოტავდები. კაშმარ.

Mi and L'au მაცოტავებს ასე. 

მეორე ალბომი რო გამოვიდა, ამ ბლოგის მესვეურებმა პირობა დავდეთ ბუდას აივანზე, რო სამივე განვათავსებდით ჩვენ-ჩვენ აზრებს ამ ალბომთან დაკავშირებით. ნუ, მერე როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, და როგორც ტომი (იორკი არა, სმიტი) იტყოდა there's nothing harder than keeping a promise-ო და ... დაგვავიწყდა. 

ახლაც იმიტო ვდებ, რო ბლოგი ძალიან არ ჩაკვდეს. 

trakebi

1 Up In The Building 2:24
2 The Pearl 3:26
3 Bingo 3:01     ♥♥♥♥♥♥ 
4 They're Coming 5:45
5 Transparent 3:13
6 The Bird 3:31
7 Dancing And Smiling 6:28
8 Vampire 3:38
9 Ten Kingdoms 3:40
10 Spartan Dance 3:02
11 Sun 3:29
12 Dance On My Skin 3:51
13 Clown 2:42
14 Wave Goodbye 2:19

ClickClick

immortalclickclick

 უნდა აღინიშნოს, რომ მირასა და ლავრენტის წინა ალბომი გაცილებით უკეთესია. უფრო მადიანად გჭამს. 

ო როგორ მინდა მირას გარეგნობა მქონდეს :| 

The Chordettes


The Chordettes

-

The Fabulous

last.fm

myspace.com

იყო და არა იყო რა იყო ერთი საშუალო ასაკის ლექტორი კაცი, რომელიც ფრიად ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და ასეთივედ დაბერდა, და ერქვა ამ ყმაწვილს თამაზი, და ასაკშიც თამაზად იწოდება, ერთი ისაა რომ წინ სიტყვა ”ბატონი” ან ”ბატონო” უძღვის .

მოკლედ როგორც ვთქვი ნიჭიერი იყო ეს თამაზი  წიგნების კითხვა-გაზეპირებასა და მათ წერაში, მაგრამ უნდა აღინოშნოს რომ ”ნიჭი და ინტელექტი არაფერშუაშია ერთმანეთთან” (c) თამაზი.

აი ბავშვობაში დედას ან მამას Chordettes ჰანგებზე რო დაერწიათ ხო განვითარდებოდა ძია თაზო! 

მაგრამ არა, რატომ Chordettes ! როცა გვაქ ქართული მშვენიერი მუსიკა არღნის ჩიტით დაწყებული, არავითარი სხვა სამშობლოთი დამთავრებული.

მოესმინა დედ-მამას და ბავშვს სულ ცოტა ედუარდს დაარქმევნდენ, ლოლიფოფებით გაანებვრებდნენ და კვირაში შვიდივე დღე ეყვარებოდათ. მეც დავისვენებდი და კიდე ყველა ჩამი ჯგუფელ-კურსელ-უნივერსიტეტელი და არ წაგვიკიტხავდა განვითარების ფსიქოლოგიას უკიდეგანოდ დებილი და სრულიად განუვითარებელი ’ლექტორი’.

ხო : დ The Chordettes არის თამაზის მშობლების და ჩვენი ბებია-ბაბუის დროინდელი ანსამბლი და ამ ნაფტალინის მიუხედავად მგონია რო Dragonflyზე დადებული ყველა ალბომზე მეტად ეს გესიამოვნებათ ;) 

. ჩართეთ არ დაგეზაროთ ;;;)

The Chordettes - Lollipop- Watch more Videos at Vodpod.

.

trakebi

1.Lollipop 
2.Born To Be With You 
3. Eddie My Love 
4. The Wedding 
5. Mister Sandman 
6. Teenage Goodnight 
7. Just Between You And Me 
8. Soft Sands 
9. Zorro
10.No Other Arms, No Other Lips
11. Lay Down Your Arms
12. Never On Sunday


clickclick

immortalclickclick

Kings Of Convenience



Kings Of Convenience - Declaration of Dependence (2009)

kingsofconvenience

lastfm

myspace


მოგეხსენებათ, ოთახის დალაგება მუსიკის გარეშე უბრალოდ წამებაა. აი მუსიკასთან ერთად სხვა ამბავია, რიტმს ცოცხს და თეძოს ერთად რომ აყოლებ. არსებობენ ჯგუფები ან სიმღერები, კონკრეტულად ამ დროს რო უნდა მოუსმინო, ისედაც დაღლილი ხელებით დრამის პარტიას აყვე. არსებობენ ჯგუფები, საუზმეს რო ვერ მიირთმევ მათ გარეშე ან ავტობუსში ვერ ჩაჯდები, რაც არ უნდა ბევრი ხურდა გეყაროს ჯიბეში :D


Kings Of convenience ალბათ ყველამ იცით, ის შემთხვევაა, განსაკუთრებით დაღლილმა რო უნდა მოუსმინო ოთახის დალაგების შემდეგ, ან სამსახურიდან(უნივერსიტეტიდან, სკოლიდან) სახლში რო მოხვალ, ყავას მოიდუღებ, ოთახში შეიტან, ამოიოხრებ და დაჯდები. ჩართავ და თავს დიდ, ლამაზ პუფში იგრძნობ, თითქოს არც ნახევრად გატეხილი სკამი გერჭობა მარცხენა მხარეს და თითქოს ყავაც რაღაც განსაკუთრებით გემრიელი გამოგივიდა.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სტაბილურად, მაგრამ კარგად, მყარად. არაფრის დაკარგვის გეშინია და არც მომავალზე დარდობ მაინცდამაინც. ერთ-ორ სიმღერაზე ერთი-ორი ადამიანი გახსენდება და ერთი-ორი რაღაც გენანება მხოლოდ. მაგრამ ესეც ისე, ჩვეულებრივად, ადამიანურად. ოდნავ სევდით, მაგრამ მაინც დადებითად.



Erlend Øye და Eirik Glambek Bøe 10 წლიდან მეგობრობენ, პირველად გეოგრაფიის კონკურსზე შეხვდნენ ერთმანეთსო, ვიკიპედიამ თქვა. 16 წლიდან ერთად უკრავენ ჯგუფში ’Skog’(ტყე). აი ერლენდს რომ ინგლისური პრონანსი აქვს, მარტო მაგის მოსმენა ღირს, სხვა თუ არაფერი. Eirik-ის პრონანსზე რა გითხრათ, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ბიჭია!!!! ოოოოოო :P


მოკლედ, ამ ალბომის პირველი ნახევარი რატომღაც უფრო მეტად მხიბლავს, ვიდრე მეორე. მაგრამ თითქოს მთელი ალბომი რაღაც უბრალო ბედნიერებასთან და სილაღესთან ასოცირდება, აი დაახლოებით ისეთ სიხარულთან, საყვარელი ადამიანის/ადამიანების სანახავად რო მიდიხარ და გიხარია. განა დიდი ხანია არ გინახავს ისინი, განა განსაკუთრებულად გიცემს გული ან რამე. არა, უბრალოდ გიხარია და მშვიდი, წყნარი, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. უჰუუ, Kings Of Convenience :yes:


ბოლოს და ბოლოს ალბომში me in you-ა, ჩემი ფავორიტი სიმღერა :D რამდენიმე დღეა, ყურ(თ)სასმენებში (@ Sopo Molokos) მაგის მეტი არაფერი ჩამირთავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფო მოლოკოს-მ რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი სიმღერა მომასმენინა და იმით მოვცდი. ველოდები იმ სიმღერების გამოგზავნას(როგორც კი მოვრჩები წერას, მოვრბივარ სკაიპში) და იმ სიმღერებთან დაკავშირებული(რაღა დაკავშირებული :D ) ადამიანის უახლოეს დღეებში ნახვას :D

და არ ველოდები მზეს :D

trakebi:

01. 24-25
02. Mrs. Cold
03. Me in You
04. Boat Behind
05. Rule my World
06. My Ship Isn't Pretty
07. Renegade
08. Power of not Knowing
09. Peacetime Resistance
10. Freedom and its Owner
11. Riot on an Empty Street
12. Second to Numb"
13. Scars on Land"

Clickcklick

Immortalcklickclick

ძალიან პოზიტიური ახალი კლიპი


და ერთი კარგი ლაივიც :)
(არ გეჩვენებათ, რო ერლენდს ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს? :user:)



And I'm watching you now,
I see you building the castle with one hand,
While tearing down another with the other...

Silje Nes





Silje Nes -

Ames Room
(2007)


lastfm

myspace





а я думал, что ты хорошая.. но оказывается, что ты такая-же как все остальные - მიცხადებს დღეს ჩემი დეიდაშვილი მას შემდეგ, რაც ნერვები დამიწიწკნა და ჩემს სახლში წყნარად ყოფნა მაცალე-მეთქი, "ვუყვირე".
აი Silje Nes-ს ამას არსადროს არ ეტყოდა არავინ; არც დიდი და არც პატარა.. იმიტომ, რომ ის მართლა სხვანაირია, სხვანაირად კარგი.
ლასტფმზეც კი, არცერთ თავისივე სიმილარ ართისთს არ გავს. უფრო მეტიც, ყველას ჯობს :)

თან აწყნარებს. 2 ტრეკის მოსმენის მერე განსაკუთრებით ყურ(თ)სასმენებში მოსმენაც გინდება. მერე გახსენდება რო შენი ინვალიდი ყურ(თ)სასმენები უკვე გარდაიცვალნენ და მეგობრისას ხმარობ, ასევე ინვალიდს. (თუმცა იმას მაინც ვიმედოვნებ რო ამ უკანასკნელთ ტკბილეული უყვართ და მარილზე არ წავლენ კიდე კარგა ხანს). სულ არაფერს კი სჯობს, მაგრამ Ames Room-ს ხომ ყოვლად ჯანმრთელი ნაუშნიკები ჭირდება! ეს ხომ არაა უბრალოდ female vocalistი, რომელსაც როცა გინდა ჩართავ და რა დროსაც გინდა გამორთავ. მის ალბომში ისე უხვადაა ფოლკტრონიკა, მეგობრებო, როგორც ჩვენში ვადაგასული მაიონეზი მაღაზიებში და დაყრილი სიგარეტის ნამწვავები
ქუჩაში. ერთხელ ჩართე ალბომი?! - ბოლომდე უნდა უსმინო! დაუწერელი კანონია ეს Ames Room-ისთვის.
თვითონ სილიე ნესი ნორვეგიელი გოგოა, მულტიინსტრუმენტალისტია და ტკბილი ხმა რო აქვს, ამას თქვენც ნახავთ/მოისმენთ. ames room მთლიანად სახლის პირობებში ყოფილა ჩაწერილი და მიუხედავად ამისა, სრულყოფილებას წარმოადგენს როგორც თავისთავად, ისე თავისთვის (რამ გამახსენა ეხლა ეს). მართალი გითხრათ, საყვარელი სიმღერაც არ გამომირჩევია ალბომიდან და საერთოდ სიმღერების სახელებიც არ ვიცი... იმდენად ერთი მთლიანია ალბომი!

აი მგონი აიტვირთა კიდეც და გადავიჭრათ ბარემ ყველა ერთად ოპტიკური ილუზიების ოთახში :)

ClickClickClick


immortalclickclickclick



trakebi:

01 Over All
02 Drown
03 Shapes, Electric
04 Ames Room
05 Giant Disguise
06 Dizzy Street
07 Long Shadows Left Around
08 Bright Night Morning
09 Recurring Dream
10 Searching, White
11 Magnetic Moments of Spinning Objects
12 Melt
13 Escape
14 No Bird Can



















აქვე დიდი მადლობა monsieur-ს ამ ალბომისთვის, და საყვედური ბუდას თვითონაც იცის რისთვის :D