Bear In Heaven

Bear In Heaven 


Beast Rest Fourth Mouth

(2009)

lastfm 

myspace





არ შეიძლება ასეთი ჯგუფების აღმოჩენა მაინცდამაინც მაშინ, როცა თავზე საყრელად გაქ საქმე. როცა კოპენჰაგენში ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალს გვისპობენ, როცა ირანი ახალ 'იადერულ' იარაღს ამზადებს, ხოლო ფეისბუქი ახალ-ახალ აპლიკაციებს. როცა უნიშიც სემესტრი დასასრულს უახლოვდება და რაც გისწავლია და არ გისწავლია აქამდე, ყველაფრის თავში აზელა მოგიწევს მალე. როცა როცა! ასეთ დროს უნდა დაჯდე და უსმინო ოლდიებს, უკვე second hand არტისტებს, სვა კოკა-კოლა და დაიჯერო რო ყველაფერი კარგად იქნება. ოდესმე. სადმე. რომ არც შენ დაგემართება ამდენი უმიზნო და უმიზეზო უძილობებით რამე ქრონიკულ-დისტროფიკული და არც შენს დაუძლურებულ მაგიდის ლამპას, შიგადაშიგ ზზზზზზ ხმებს რო გამოსცემს შუაღამისას და თევზებსაც უფრთხობს ძილს. 

ასეთი ჯგუფების აღმოჩენა ასეთი გაჭირვების ჟამს სწორედ რომ კანონით უნდა იკრძალებოდეს! მაგრამ ჰოი, რომ არც კოდექსი გვივარგა ქართველობას და შესაბამისი კანონი არ მოიძებნება ჩვენს სამოქალაქო სამართლის კანონთა კრებულში. 

და კიდე კაი, რო არ მოიძებნება! თორე მერე უფროსი ძმა ყველა  იმ არხს დახურავდა, საიდანაც ალბომი ჟონავს. არც ბენდზე გვექნებოდა რაიმე ინფო და თუ მოხდებოდა სასწაული და ლასტფმი მის რისხვას გადაურჩებოდა, Bear In Heavenის პროფილს მაინც  ნამდვილად ვერ წავაწყდებოდით მის გვერდებზე. საუკეთესო ვარიანტში ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენ და ფრენკ სინატრა. ფრენკ სინატრა და ჩვენ.  დავწერდით ქუიზებს, ვივლიდით არჩევნებზე, ეიზენჰაუერს ხმას მაინც არ მივცემდით, გვეყვარებოდა ერთმანეთი და თამაზ გოგიჩაიშვილი. დავიწყებდით მუშაობას, ან შევიძენდით ველოსიპედს. წავიდოდით კუკუშკით ბაკურიანში და კეკლუცადაც ვიკისკისებდით. სანსა ფლეირებსაც წავიღებდით შიგ ჩაწერილი bear in heavenით, არც დიდი გამყინვარება მოხდებოდა და არც გლობალური დათბობა.  

  ახლა კი ფრენკ სინატრას ბიოგრაფიას შეიძლება ვიკიპედიაზე სასხვათაშორისოდაც გაეცნოს კაცი. ზეციური დათვის შესახებაც კარგის მეტი რა ეწერება ვიკიპედიაზე,  ბოლოსდაბოლოს ესეც პიჭფორკის მიერ ბესთ ნიუ მიუზიქად აღიარებული ნაწარმია! და არცთუ უსაფუძვლოდ აღიარებული.  ალბომი ბრუკლინური ჯგუფისთვის რიგით მეორეა და ბრწყინვალლე. თითოეული ტრეკიც კი იმდენად ახალი და რაღაცნაირია :D, და იმდენად ფართე ჟანრობრივი დიაპაზონით ხასიათდება  (აი თაგები თუ არ გჯერათ), რო აზრზე მოსასვლელად, დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად დროც დაგჭირდება ადამიანს.  

ჯერჯერობით You Do You, Lovesick Teenagers, Fake Out და Casual Goodbye-ზე ვარ ჩაციკლული. იმდენად მელოდიური+ ზე-სივრცითი, ზე-ქეჩი, მომენტებში ისტერიულიც და ზე-ხარისხიანი სიმღერებია რო უკვე ვიცი, 3 სეზონს გამიძლებს მინიმუმ. 

გასინჯეთ თქვენც თუგინდათ სანამ ახალი წელი მოსულა


trackebi:


1.  Beast In Peace               4:16
2.  Wholehearted  Mess  3:02
3. You Do You                    3:43
4.  Lovesick Teenagers   3:15
5.  Ultimate Satisfaction 4:25
6.  Dust Cloud                       5:58
7.  Drug A Wheel                 3:14
8.  Deafening Love             4:54
9.  Fake Out                           3:14
10. Casual Goodbye           4:48

ClickClick

ImmortalClickClick

       


                                      

           


4 comments:

  1. ui eg ra kargi rame Tqvi akrdzalvaze. axla sanam davidzineb shemidzlia gavaketo maseti jgufebis gachirvebis jams akrdzalvis multifaqtoruli analizi :D

    me mjera, rom yvelaferi kargad iqneba. odesme. sadme. sheen? :titisgashverissmaili: :intriganisaxe: :D

    ReplyDelete
  2. ra qeni mere, gaakete eg analizi tu dzils miec tavi?? :D
    mec mjera. me daje sharl de goli :D

    ReplyDelete
  3. მომეწონა რივიუ, ეხლა ალბუმსაც ვნახამ :)

    ReplyDelete
  4. sasiamovnoa :) albumic tu mogeconeba, ufro mesiamovneba :)

    pativiscemit,
    Sopo Molokos

    :DD

    ReplyDelete