Showing posts with label acoustic. Show all posts
Showing posts with label acoustic. Show all posts

Taxi Taxi!


Taxi Taxi! -

Still Standing At Your Back Door

(2009)

last.fm

myspace

.

.

.

იცოდით რომ დედამიწა ფორთოხალივით მრგვალია? ან ის რო ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ? ის რო ნორა ჯონსის ახალი ამბომი ნაგავია? ან ის   კომპიტუერთან დიდიხნის ჯდომის მერე მარჯვენა ხელი იმდენად იყინება რო მარხცენას თუ შეახებ შეიძლება დაგიწყვას? 

იცით რას ნიშნავს ამ ახალი ალბომის ყველაზე ტკბილი სიმღერის შვედური გაგრძელება?

აი ეს კი არ გეცოდინებათ :დ იმიტომ რომ ჯერ სიმღერაც არ მოგისმენიათ :დ  Same Side of the Moon უმშვენიერესი და უტკბესი სიმღერაა და სიმღერის მეორე ნაწილი განსაკუთრებით .

პირველ იპიში შესული სიმღერებიდან ვთვლი რომ ყველაზე კარგი all i think of იყო. ამ ალბომში  სიმღერის ახალი ვერსიაა შესული და მიჭირს ვთქვა რომელი ჯობია, ეს თქვენ განსაჯეთ.

ესეც Ripest Fruit ლაივი

trakebi

1. Still Standing At Your Back Door
2. More Childish Than In a Long Time
3. Old Big Trees
4. Same Side of the Moon
5. All I Think Of
6. His Heart or Mine
7. While I Hold On to the Cliff
8. Ripest Fruit
9. Birdful Eyes
10. Mary

clickclick

immortalclickclick

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

“I have cried rivers, and I almost floated away / No one but you can console me, why didn’t you come here quick? / The wind is too cool, and the sun is too hot / As long as I’m not resting in your arms.”



Mi and l'Au


Mi and L'Au 

-

Good Morning Jokers

(2009)

lastfm

myspace

არსებობს მუსიკა, რაც გსიამოვნებს მოსმენისას. არის მუსიკა რაც უბრალოდ გეკვიატება - დიდად არ მოგწონს, მაგრამ მაინც გეკვიატება, ვერ გამორთავ ვერაფრისდიდებით. ან შეიძლება მოგწონს, მარა იმ ფაქტთან შეგუება გიჭირს, რომ გეკვიატება. ან არც გიჭირს და მოგწონს კიდეც ლასტფმ-ზე რო წითელ გულს მიუწერ გვერდით და ყოველ 5 წუთში ერთხელ არეფრეშებ გვერდს. კიდევ მოლიონი ჩახლართული საქმე იქნება დაკავშირებული მუსიკის მოსმენის ქმედებასთან (:დ) .  მათგან ყველაზე მარტივი კი ალბათ ის მუსიკაა, რომელიც არ მოგწონს და არც უსმენ.

მაგრამ აი მაშინ რა უნდა ქნა, როცა მუსიკა გჭამს. დიახ დიახ გახრამუნებს. ვერც იმას იგებ მოგწონს თუ არა, მარა ფაქტია რო გრძნობ, როგორ ცოტავდები. კაშმარ.

Mi and L'au მაცოტავებს ასე. 

მეორე ალბომი რო გამოვიდა, ამ ბლოგის მესვეურებმა პირობა დავდეთ ბუდას აივანზე, რო სამივე განვათავსებდით ჩვენ-ჩვენ აზრებს ამ ალბომთან დაკავშირებით. ნუ, მერე როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, და როგორც ტომი (იორკი არა, სმიტი) იტყოდა there's nothing harder than keeping a promise-ო და ... დაგვავიწყდა. 

ახლაც იმიტო ვდებ, რო ბლოგი ძალიან არ ჩაკვდეს. 

trakebi

1 Up In The Building 2:24
2 The Pearl 3:26
3 Bingo 3:01     ♥♥♥♥♥♥ 
4 They're Coming 5:45
5 Transparent 3:13
6 The Bird 3:31
7 Dancing And Smiling 6:28
8 Vampire 3:38
9 Ten Kingdoms 3:40
10 Spartan Dance 3:02
11 Sun 3:29
12 Dance On My Skin 3:51
13 Clown 2:42
14 Wave Goodbye 2:19

ClickClick

immortalclickclick

 უნდა აღინიშნოს, რომ მირასა და ლავრენტის წინა ალბომი გაცილებით უკეთესია. უფრო მადიანად გჭამს. 

ო როგორ მინდა მირას გარეგნობა მქონდეს :| 

Kings Of Convenience



Kings Of Convenience - Declaration of Dependence (2009)

kingsofconvenience

lastfm

myspace


მოგეხსენებათ, ოთახის დალაგება მუსიკის გარეშე უბრალოდ წამებაა. აი მუსიკასთან ერთად სხვა ამბავია, რიტმს ცოცხს და თეძოს ერთად რომ აყოლებ. არსებობენ ჯგუფები ან სიმღერები, კონკრეტულად ამ დროს რო უნდა მოუსმინო, ისედაც დაღლილი ხელებით დრამის პარტიას აყვე. არსებობენ ჯგუფები, საუზმეს რო ვერ მიირთმევ მათ გარეშე ან ავტობუსში ვერ ჩაჯდები, რაც არ უნდა ბევრი ხურდა გეყაროს ჯიბეში :D


Kings Of convenience ალბათ ყველამ იცით, ის შემთხვევაა, განსაკუთრებით დაღლილმა რო უნდა მოუსმინო ოთახის დალაგების შემდეგ, ან სამსახურიდან(უნივერსიტეტიდან, სკოლიდან) სახლში რო მოხვალ, ყავას მოიდუღებ, ოთახში შეიტან, ამოიოხრებ და დაჯდები. ჩართავ და თავს დიდ, ლამაზ პუფში იგრძნობ, თითქოს არც ნახევრად გატეხილი სკამი გერჭობა მარცხენა მხარეს და თითქოს ყავაც რაღაც განსაკუთრებით გემრიელი გამოგივიდა.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სტაბილურად, მაგრამ კარგად, მყარად. არაფრის დაკარგვის გეშინია და არც მომავალზე დარდობ მაინცდამაინც. ერთ-ორ სიმღერაზე ერთი-ორი ადამიანი გახსენდება და ერთი-ორი რაღაც გენანება მხოლოდ. მაგრამ ესეც ისე, ჩვეულებრივად, ადამიანურად. ოდნავ სევდით, მაგრამ მაინც დადებითად.



Erlend Øye და Eirik Glambek Bøe 10 წლიდან მეგობრობენ, პირველად გეოგრაფიის კონკურსზე შეხვდნენ ერთმანეთსო, ვიკიპედიამ თქვა. 16 წლიდან ერთად უკრავენ ჯგუფში ’Skog’(ტყე). აი ერლენდს რომ ინგლისური პრონანსი აქვს, მარტო მაგის მოსმენა ღირს, სხვა თუ არაფერი. Eirik-ის პრონანსზე რა გითხრათ, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ბიჭია!!!! ოოოოოო :P


მოკლედ, ამ ალბომის პირველი ნახევარი რატომღაც უფრო მეტად მხიბლავს, ვიდრე მეორე. მაგრამ თითქოს მთელი ალბომი რაღაც უბრალო ბედნიერებასთან და სილაღესთან ასოცირდება, აი დაახლოებით ისეთ სიხარულთან, საყვარელი ადამიანის/ადამიანების სანახავად რო მიდიხარ და გიხარია. განა დიდი ხანია არ გინახავს ისინი, განა განსაკუთრებულად გიცემს გული ან რამე. არა, უბრალოდ გიხარია და მშვიდი, წყნარი, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. უჰუუ, Kings Of Convenience :yes:


ბოლოს და ბოლოს ალბომში me in you-ა, ჩემი ფავორიტი სიმღერა :D რამდენიმე დღეა, ყურ(თ)სასმენებში (@ Sopo Molokos) მაგის მეტი არაფერი ჩამირთავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფო მოლოკოს-მ რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი სიმღერა მომასმენინა და იმით მოვცდი. ველოდები იმ სიმღერების გამოგზავნას(როგორც კი მოვრჩები წერას, მოვრბივარ სკაიპში) და იმ სიმღერებთან დაკავშირებული(რაღა დაკავშირებული :D ) ადამიანის უახლოეს დღეებში ნახვას :D

და არ ველოდები მზეს :D

trakebi:

01. 24-25
02. Mrs. Cold
03. Me in You
04. Boat Behind
05. Rule my World
06. My Ship Isn't Pretty
07. Renegade
08. Power of not Knowing
09. Peacetime Resistance
10. Freedom and its Owner
11. Riot on an Empty Street
12. Second to Numb"
13. Scars on Land"

Clickcklick

Immortalcklickclick

ძალიან პოზიტიური ახალი კლიპი


და ერთი კარგი ლაივიც :)
(არ გეჩვენებათ, რო ერლენდს ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს? :user:)



And I'm watching you now,
I see you building the castle with one hand,
While tearing down another with the other...

Fiction Family


Fiction Family

-

Fiction Family(2009)

fictionfamily
.com


last.fm

myspace







ჩემს დაუძლურებულ კომპიუტერში ერთი ფოლდერია, ’movusmino’ ქვია. აქ იყრება ყველა ის სიმღერა ან ალბომი, რომლის მოსმენასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. არ მახსოვს საიდან მოხვდა ამ ფოლდერში სიმღერა please don't call it love, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ის, რომ რამდენიმე დღე ვერ მოვწყდი და დღემდე მოთმინებით ვიტან ვიოლინოს გულისგამაწვრილებელ სოლოსაც კი. არამარტო ვიტან, არამედ მსიამოვნებს. მსიამოვნებს თვითონ სოლოც და იმის მოლოდინიც, რაც სოლოს მერე უნდა მოხდეს. კიდე ერთ 400 ასეთ სოლოს ავიტანდი ბოლო სტროფის მოლოდინში.



გუშინ მთელ ალბომს მოვუსმინე. ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია სულაც არ აღმოჩნდა საუკეთესო ალბომში. თუმცა არც ის ვიცი რომელია საუკეთესო. რაღაცნაირი ალბომია, თითქმის ყველა ტრეკი ერთი ხასიათისაა პირველისა და ბოლოს გარდა. სმენისას იმდენად დამღალა ერთმა განწყობამ, რო ბოლო ტრეკი მართლა განსაკუთრებით გამეხარდა და ვატრიალე და ვატრიალე :D



მოკლედ, Fiction Family Jon Foreman-ის(Switchfoot-ის ფრონტმენი) და Sean Watkins-ის(Nickel Creek-ის გიტარისტი) პროექტიაო. ეს ჯონ ფორმანი ზოგ სიმღერაში ისე გემრიელად წაუბექსთრითბოისებს(ხმას ვგულისხმობ), შორეული 90-იანი წლები მოგაგონდება, ჩაგეღიმება და საკუთარი თავი გაგახსენდება, ევრიბადეა იეა-ზე რო ცეკავდი :D მაგრამ მაინც ისე ძალიან სასიამოვნოა, ისე ძალიან სევდიანი და ისე ძალიან მოჩახლეჩილო, მუცელში მოგიღუტუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ Fiction Family-ს ძალიან სასიამოვნო ტექსტები აქვს, ძალიან საყვარელი და თბილი, ჩემი და ჯონის ფილოსოფია მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა :D
'Cause you can never lose a thing if it belongs to you-ო, გვაბოლებს ჯონი, მაგრამ ისე გემრიელად გვაბოლებს, ისე გემრიელად, თითებს ჩაიკვნეტ :D



trakebi
1. When She’s Near - 2:55
2. Out Of Order - 3:31
3. Not Sure - 3:06
4. Betrayal - 3:03
5. Elements Combined - 3:38
6. War In My Blood - 2:57
7. Throw It Away - 4:14
8. Closer Than You Think - 3:12
9. Please Don’t Call It Love - 5:11
10. Mostly Prove Me Wrong - 3:02
11. We Ride - 3:18
12. Look For Me Baby - 1:35

clickclick

immortalclickclick


Mi and l'Au



Mi and l'Au
-
Mi and l'Au

2005

myspace

last.fm







ჯგუფების ფსიქოლოგიას ”მიკითხავს” ლექტორი სახელად მედეა
და ნამდვილი მკვდარია ეს ქალი.
ლექციაზე ზიხარ და შენც კვდები და ნელ-ნელა ყველა გალურჯებული გეჩვენება, ან გამწვანებული
და ლაპარაკიც სასიკვდილო შელოცვასავით ჩაგესმის

მარტო ტესტის გადაწერისას ხვდები რო საგანი საინტერესოა, უბრალოდ ეს ქალი შხამავს ყველაფერს......

ასეა ეს
Mi and l'Au ც ძალიან დამ დამ დამ დამ დამ მონოტონურია მთელი ალბომი,
მარა მეოთხე სიმღერიდან ხვდები, რო სმენისას დიდ სიამოვნებას იღებ, მერე ნუდზე , ბოქსერზე ჭედავ და ალბომიც აღარ გერთვევინება
















და კიდე ერთი რამ, სგუშონის(მოხარშული რძის დაწერა მეიდიოტიზმა) ჭამისას ზედმატი სიტკბოსგან ყელი რო გიმწარდება მასე მჭირს Miraს გარეგნობაზე, ვერ ვხვდები ზედმეტად მახინჯია და ამის გამო მელამაზება, თუ პირიქით , იმენად ლამაზია რო მემახინჯება

trakebi

1 They Marry
2 How
3 Philosopher
4 I've Been Watching You
5 Bums
6 Older
7 Merry Go Round
8 Nude
9 A Word In Your Belly
10 Boxer
11 Andy
12 Christmas Soul
13 New Born Child
14 Study


clickclick

immortalclickclick



Fink



Fink-
Sort of Revolution (2009)

FINK

myspace

last.fm






finki-ფინქი :DD
მივედი დასკვნამდე, რო კაცებს აშკარად უფრო მეტად ევასებათ საკუთარი გარეგნობით ტკბობა ვიდრე ქალებს , აი აგალითად finkი , ყველა ალბომზე თავისითავიაქ გამოსახული :D აშკარად ვერაა ::D მარა მთავარია რო მუსიკააქ კარგი , თან აი ისეთი, მარტოს რო მოგინდება მოუსმინო, სახლში, გზაში , ყვეგან ოღონდ მარტოს . Finkის კონცერტზე წარმოვიდგინე წამით თავი , და წარმოდგენაშიც მთელი მსმენელი მარტო მე ვიყავი



აი ეს სურათი უყვარს, ყველგან უდევს ,ოღონდ რატო ვერ ვხვდები

trakebi

1 Sort Of Revolution
2 Move On Me
3 Six Weeks
4 Nothing Is Ever Finished
5 See It All
6 Q & A
7 If I Had A Million
8 Pigtails
9 Maker
10 Walking In The Sun


clickclick
immortalclickclik
pass: dragonflys

Taxi Taxi!



Taxi Taxi! -
Taxi Taxi!
EP (2oo7)



last.fm

myspace





ნუ სახელი რო საოცრებაა მეც ვხვდები :D რატო გადმოვწერე არ ვიცი , ალბათ იმიტომ რომ სურათში იმ ტყუპებს გავდნენ ჩამთან ერთად გალობაზე რომ დადიოდნენ :)

და მერე ლასთზე შევედი და ჰოოიიოოოოიიი რას ხედავს ჩამი "სოცპოლის თვალები" o_O დები იშხნელები , დები აბაიშვილები , და-ძმა დავითურები თვით დები ერიკსონები! ::::::)))) (აქ ინტერპოლის Fანები ვართ ყველანი და თუ ვინმე უცხო მოხვდება რამე არ გაუკვირდეს :D ) თან შვედები და თან სტოკჰოლმიდან :)

და თან მუსიკა რასაც აკეთებენ, მღერიან , ტოისწ ერთი მღერის და მეორე აააAააააAAAაა ს უბექებს( ძალიან მაგრა გამოსდის:უპ: ) ისეთია რო ჩართავ და მთელი დღე ჩართული რო იყოს არ მოგბეზრდება


trakebi

1 All I think of
2 Belle
3 To hide this away
4 Water
5 Heart
6 Mary



clickclick

immortalclickclick
pass:dragonflys