The Big Pink


The Big Pink 

          -

A Brief History

       Of Love

        (2009)

lastfm

myspace

(შედით სფეისზე არ ინანებთ)

ალბათ ყველა ჭეშმარიტ მელომანი კარგად იცნობს 60-70-80იანების კანადურ როკ ჯგუფს, Capitol Recordsის ლეიბლზე მოღვაწე The Band-ს. ალბათ, ყველა ჭეშმარიტ მელომანს მათი ფირფიტა (თუ ჭეშმარიტ მელომანებს ვინილები აქვთ, მე მაპატიეთ) ექნება სახლში, და როგორც მინიმუმ ერთი ალბომი და ერთი ლაივ ჩანაწერი, ფოთის პორტიდან კონტრაბანდით ჩამოტანილი. და პრაიგრივაწელის ნემსი გაფუჭებული რო არ ჰქონდეს, ყველა ჭეშმარიტი მელომანი დღესაც სიამოვნებით მოუსმენდა მათ ალბომს. სამწუხაროა, რომ მაშინდელი ნამდვილი ნემსები დღეს მშრალ ხიდზეც კი აღარ იშოვება უკვე. 

ჰოდა, მეგობრებო, თუკი ჭეშმარიტი მელომნობის რაღაც თქვენც გცხიათ, ჩემგან არ გესწავლებათ ზემოთაღნიშნული ბედნის დისკოგრაფია. შესაბამისად, ყველას გეცოდინებათ, რომ მათი სადებიუტო ალბომი Music From Big Pink-ის სახელწოდებითაა ცნობილი და გამოურება ასე

და რაოდენ სასიხარულო აღმოჩნდება ალბათ ის ფაქტი თქვენთვის, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებული ბენდის წევრებიც სვორედ რომ ჭეშმარიტი მელომანების ოჯახებში გაზრდილი ყმაწვილები არიან! სამწუხაროდ, თვიტონ კი უვარგისები და სრული ფუქსავატები გამოდგნენ. ერთ-ერთი მათგანი თაროების დალაგებისას გადააწყდა თურმე ზემოთხსენებულ ალბომს. იფიქრა, ჩემ ჯგუფს Big Pink-ს დავარქმევო და დაარქვა. ერთი ისაა, რო ინგლისურმა ტრადიციამ წინ the არტიკლის დართვა მოითხოვა, თორე სხვა ყველაფერი 5იანზე გამოვიდა.  აქ კი ჭეშმარიტი მელომნების სიხარული იმედგაცრუებით იცვლება, რადგან ამ ახალგაზრდა  ბენდს იმ Band-თან სახელის გარდა სხვამხრივ  საერთო არაფერი აქვს. ეგ კი არა, მოსმენილიც არ აქვთ. არც მე.

ეს ჩვენი ბენდი, მეტსახელად The Big Pink, 2007 წელს ჩამოყალიბდა წმინდაწყლის ინგლისელი Robbie Urzeსა და  ასევე წმინდაწყლის ინგლისელი Milo Cordellის მიერ. ახალბედა და გამხურებელი ბენდის სტატუსით ისეთ კორიფე ჯგუფებთან უვლიათ ტურებზე, როგორებიცაა TV on the Radio, Florence & The Machine (ნუ ჯგუფი ნაკლებად, მარა გავატაროთ), Crystal Castles და Klaxons.

წინამდებარე ალბომი ბიჭებისთვის სადებიუტოა, და ჩაწერილია ნიუ-იორკში, თუმცა მათთვის ეროვნებ-წარმომავლობის ღალატში მაინც არავის დაუდია ბრალი. ალბომის სახელი კრეატიულობით ვერ დაიკვეხნის და მეტიც, ვენესუელური სერიალის სახელსაც მოგვაგონებს. (აბა რა ინდი-ბენდის საკადრისია - " სიყვარულის მოკლე ისტორია"!) გულდათუთქული ლავსონგებიც ოხრად არის ალბომში, მარა ესეც ეპატიებათ ჩემგან. ბოლოსდაბოლოს, " it's the best they can do without saying they love". სამაგიეროდ, ჟღერადობა და მელოდიაა ოოოო!! მოშუგეიზო ელექტრონიკა, თუ ელექტრონული შუგეიზი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ფაქტია, ორივე სიტყვა ხაზგასმით და ცალ-ცალკე უნდა აღნიშნო მათ დასახასიათებლად. სასურველია დამარცვლითაც.

ჰოდა აგერ ალბომიც

trakebi:

1. Crystal Visionsc (ბაგარი opener-ი)
2. Too Young To Love
3. Dominos
4. Love In Vain
(if you really love him then tell me that you love him again and go ვოტ)
5. At War With The Sun
6. Velvet
7. Golden Pendulum
8. Frisk
9. A Brief History Of Love
10. Tonight
11. Countbackwards From Ten

ჰო მართლა, ჭეშმარიტი ძილით ვისაც უძინია ავტობუსში, ის კარგად გამიგებს, რატომ გავაფრინე ასე ძალიან ამათზე.. ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი ის უბრალო პრიმიტიული ძილი არ გეგონოთ მეგობრებო - ბორბალთან შემაღლებულ სკამზე მეგობრის მხარზე რო ჩამოდებ თავს და ნაუშნიკებსაც წინასწარ მოირგებ ყურებზე ამ პოზისთვის. არავითარ შემთხვევაში! ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი მაშინ გაკითხავს, როცა თბილისის ათასჯერგადათხრილ და მაინც ოღრო-ჩოღრო გზებზე, გახევებულ მწვანე სკამზე მარტო მჯდომს და ფანჯარაზე თავმიყრდნობილს (უმოწყალოდ რომ გარახუნებინებს მინაზე თავს მძღოლი, ტრანსპორტი, გზა თუ მუხთალი წუთისოფელი) ჩაგეძინება და სიზმრად ბილეთის კaნტრaლიორების ნახვასაც მოასწრებ. გამოღვიძებული კი აღმოაჩენ, რომ ბილეთი მაგრად ჩაგიბღუჯავს ორივე ხელში, ყურებში კი ისევ ის სიმღერა ტრიალებს, რაზეც ჩაგეძინა.

სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული The Big Pink ყველაზე მეტად. თუმცა, რატომ, მაინც ვერ ვაყალიბებ. მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი გეძინებათ და ეს ბენდი დაძინებაში ხელს გიშლით - ლოგიკურად თავისი ხმაუროანობის გამო, - ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად არ გეძინებათ.

პლუტარქე

ClickClick

Immortalclickclick

                                 

                                    

                                              

5 comments:

  1. da yvelanairi piroba ro emtxveva da cheshmaritan ro gdzinavs, da amdros ro gagvidzeben da imaze giwyeben laparaks ro mezobeli samzareulos magidaze gadasafarebels arafarebs da ash. es cheshmariti gagvidzebaa????

    ex tan cheshmarit propkashituxar gachedili, chesmaritad saatnaxevrii

    vai

    vai

    ReplyDelete
  2. propkashi tuxar gachedili, e.i. ar jayjayeb :D xo? xoda vso, cheshmaritebis principi dargveulia

    ReplyDelete
  3. ara propkashi ufro jayjayeb imito ro dzalian nela midis avtousi da zedmetad xshirad acehrebs da dzravs avtobuss da mitumetes jayjayeb :D

    ReplyDelete
  4. kai ho jayjayeb mara tavs xo ar uxatquneb minas. egaa yvelaze mkvleli :(

    ReplyDelete
  5. ragas dauqatquneb :D gverdit iseti qali gizis enas roaracherebs :D magas isev minis xatquni jobia

    ReplyDelete