Showing posts with label norwegian. Show all posts
Showing posts with label norwegian. Show all posts

Rockettothesky


Rockettothesky

-

To Sing You

Apple Trees

(2006)

Official

last.fm

myspace


ვინაიდან და რადგანაც მე ბრიტნიზე და სოფო მოლოკოსმა მადონაზე გავჭედეთ, გადავყევით პოპის დედოფალსა და პრინცესას და ახალს აღარაფერს ვუსმენთ, ამიტომ ძველ და ’უუუუუუუუუუუუუ ააააა’ და ’ააააააააა უუუუუუუუუუუ’ ალბომს დავდებ, უფროსწორად ალბომებს.



Rockettothesky არის ნორვეგიელი სინგერსონგრაითერი ქალი (გაგიკვირდებათ და ff-ზე როგორც იქნა ქალი დაიდება) რომლის ნამდვილი სახელიც არის Jenny Hvalი . დაიბადა ძვ. წ. აღ 335 წელს ქალაქ in the middle of nowhere ში და იყო საოცრად სუსტი ბავშვი, მაგრამ საკმაოდ ჯანმრთელი გაიზარდა,იმდენად ჯანმრთელი და ენერგიით სავსე რომ სად წაეგო გადავსებული ლიბიდო აღარ იცოდა და მთელი ენერგია მუსიკაში ჩადო და გამოუვიდა ყველაზე სექსუალური ალბომი რაც კი მომისმენია , არადა ბევრი მომისმენია :დ გოგოვარ და მასე აღვიქვამ და ბიჩები როგორ უძლებენ არ ვიცი :D

პირველად a cute lovesong, please მოვისმინე და რახან მაშინ ბლოგიარმქონდა, აღფრთოვანებულმა ყველას სთითაოდ დავუგზავნე და და ყველასგან განსხვავებული შეფასებები მივიღე, ერთერთმა ისიც კი მითხრა აწი 00ში ფლეიერით და ჟურნალით ვივლიო :დ

აი ალბომი კი ძალიან განსხვავებულია ამ ტრეეკისგან, მაგრამ ყველა ისე მოქმედებს ისე ისეე !

დროის განსხვავებულ მონაკვეთში სხვასასხვა ტრეკზე ვჭედავდი და საბოლოოდ მაინც მივედი იმ დასკვნამდე რო deep ყვეაზე სავსეა , მტელი ალბომის დუხიაქ , ნაწილნაწილ ყველატრეკის საუკეტესო მომენტებია გაერტიანებული, აი როგორია იცით, მაინცდამაინც love me if you dares არ ვწყალობ მაგრამ ერთი უძლიერესი მომენტია ფილმში, პოლიციას რო გაურბის და თან რო ლაპარაკობს, ზუსტად ასე შემიძლია შევაფასო deep და მთლიანად ალბომი To Sing You Apple Trees

Better than anaesthetic,cocain,high
purity cocain,reefer
Indian hemp,LSD,hallucinogen
Better than sex,blowjob,rave
party,complex sexual relationship
Better than the butter on the peanuts.
Better than Lucas,end of 2001
The dance of Marylin,and Schtroumpfette
Better than Lara Croft
Better than Jimmy
Hendrix,than Armstrong.
Better than the
walk-around by Santa Claus
Better than Bill Gates,then
the trances of Dalai-lama.

Better than the collagen on
the lips of Pamela Anderson
Better than the drugs
of Rimbaud, Morrison.

Better than freedom

Better than life


trakebi

1You Were In This Wave♥♥
2Barrie For Billy Mackenzie♥♥♥♥
♥♥
3Too Many Emmas♥
4Cigars♥♥
5An Army Of Flying Dutchmen
6God Is Underwater♥
7♥♥A Cute Lovesong, Please♥♥
8They Are Bastards! (We Are Better!)♥
9On Cherry Tree Song♥♥♥♥
10I Stepped On A Toothbrush♥♥♥♥
11Deep♥♥♥
1.Sleeping Spines
13To Where It Was Sucked Out From♥♥♥
14A Flock Of Chestshire Cats♥♥

clickclick

immortalclickclick

Rockettothesky - Medea (2008)

trakebi

1Song Of Pearl
2Fourteen,Fifteen,Thirteen,Fourteen
3Mothering Silence
4Call Medea
5Oh, Anna
6Grizzly Man
7Elephant Van Sant
8The Dead, Dead Water Lily Thing
9Chorus (თუ ვინმე ამას ბოლომდე მოუსმენთ შემატყობინეთ)
10Song In Blood


Cliclclick

immortalclickclick

Kings Of Convenience



Kings Of Convenience - Declaration of Dependence (2009)

kingsofconvenience

lastfm

myspace


მოგეხსენებათ, ოთახის დალაგება მუსიკის გარეშე უბრალოდ წამებაა. აი მუსიკასთან ერთად სხვა ამბავია, რიტმს ცოცხს და თეძოს ერთად რომ აყოლებ. არსებობენ ჯგუფები ან სიმღერები, კონკრეტულად ამ დროს რო უნდა მოუსმინო, ისედაც დაღლილი ხელებით დრამის პარტიას აყვე. არსებობენ ჯგუფები, საუზმეს რო ვერ მიირთმევ მათ გარეშე ან ავტობუსში ვერ ჩაჯდები, რაც არ უნდა ბევრი ხურდა გეყაროს ჯიბეში :D


Kings Of convenience ალბათ ყველამ იცით, ის შემთხვევაა, განსაკუთრებით დაღლილმა რო უნდა მოუსმინო ოთახის დალაგების შემდეგ, ან სამსახურიდან(უნივერსიტეტიდან, სკოლიდან) სახლში რო მოხვალ, ყავას მოიდუღებ, ოთახში შეიტან, ამოიოხრებ და დაჯდები. ჩართავ და თავს დიდ, ლამაზ პუფში იგრძნობ, თითქოს არც ნახევრად გატეხილი სკამი გერჭობა მარცხენა მხარეს და თითქოს ყავაც რაღაც განსაკუთრებით გემრიელი გამოგივიდა.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სტაბილურად, მაგრამ კარგად, მყარად. არაფრის დაკარგვის გეშინია და არც მომავალზე დარდობ მაინცდამაინც. ერთ-ორ სიმღერაზე ერთი-ორი ადამიანი გახსენდება და ერთი-ორი რაღაც გენანება მხოლოდ. მაგრამ ესეც ისე, ჩვეულებრივად, ადამიანურად. ოდნავ სევდით, მაგრამ მაინც დადებითად.



Erlend Øye და Eirik Glambek Bøe 10 წლიდან მეგობრობენ, პირველად გეოგრაფიის კონკურსზე შეხვდნენ ერთმანეთსო, ვიკიპედიამ თქვა. 16 წლიდან ერთად უკრავენ ჯგუფში ’Skog’(ტყე). აი ერლენდს რომ ინგლისური პრონანსი აქვს, მარტო მაგის მოსმენა ღირს, სხვა თუ არაფერი. Eirik-ის პრონანსზე რა გითხრათ, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ბიჭია!!!! ოოოოოო :P


მოკლედ, ამ ალბომის პირველი ნახევარი რატომღაც უფრო მეტად მხიბლავს, ვიდრე მეორე. მაგრამ თითქოს მთელი ალბომი რაღაც უბრალო ბედნიერებასთან და სილაღესთან ასოცირდება, აი დაახლოებით ისეთ სიხარულთან, საყვარელი ადამიანის/ადამიანების სანახავად რო მიდიხარ და გიხარია. განა დიდი ხანია არ გინახავს ისინი, განა განსაკუთრებულად გიცემს გული ან რამე. არა, უბრალოდ გიხარია და მშვიდი, წყნარი, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. უჰუუ, Kings Of Convenience :yes:


ბოლოს და ბოლოს ალბომში me in you-ა, ჩემი ფავორიტი სიმღერა :D რამდენიმე დღეა, ყურ(თ)სასმენებში (@ Sopo Molokos) მაგის მეტი არაფერი ჩამირთავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფო მოლოკოს-მ რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი სიმღერა მომასმენინა და იმით მოვცდი. ველოდები იმ სიმღერების გამოგზავნას(როგორც კი მოვრჩები წერას, მოვრბივარ სკაიპში) და იმ სიმღერებთან დაკავშირებული(რაღა დაკავშირებული :D ) ადამიანის უახლოეს დღეებში ნახვას :D

და არ ველოდები მზეს :D

trakebi:

01. 24-25
02. Mrs. Cold
03. Me in You
04. Boat Behind
05. Rule my World
06. My Ship Isn't Pretty
07. Renegade
08. Power of not Knowing
09. Peacetime Resistance
10. Freedom and its Owner
11. Riot on an Empty Street
12. Second to Numb"
13. Scars on Land"

Clickcklick

Immortalcklickclick

ძალიან პოზიტიური ახალი კლიპი


და ერთი კარგი ლაივიც :)
(არ გეჩვენებათ, რო ერლენდს ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს? :user:)



And I'm watching you now,
I see you building the castle with one hand,
While tearing down another with the other...

Silje Nes





Silje Nes -

Ames Room
(2007)


lastfm

myspace





а я думал, что ты хорошая.. но оказывается, что ты такая-же как все остальные - მიცხადებს დღეს ჩემი დეიდაშვილი მას შემდეგ, რაც ნერვები დამიწიწკნა და ჩემს სახლში წყნარად ყოფნა მაცალე-მეთქი, "ვუყვირე".
აი Silje Nes-ს ამას არსადროს არ ეტყოდა არავინ; არც დიდი და არც პატარა.. იმიტომ, რომ ის მართლა სხვანაირია, სხვანაირად კარგი.
ლასტფმზეც კი, არცერთ თავისივე სიმილარ ართისთს არ გავს. უფრო მეტიც, ყველას ჯობს :)

თან აწყნარებს. 2 ტრეკის მოსმენის მერე განსაკუთრებით ყურ(თ)სასმენებში მოსმენაც გინდება. მერე გახსენდება რო შენი ინვალიდი ყურ(თ)სასმენები უკვე გარდაიცვალნენ და მეგობრისას ხმარობ, ასევე ინვალიდს. (თუმცა იმას მაინც ვიმედოვნებ რო ამ უკანასკნელთ ტკბილეული უყვართ და მარილზე არ წავლენ კიდე კარგა ხანს). სულ არაფერს კი სჯობს, მაგრამ Ames Room-ს ხომ ყოვლად ჯანმრთელი ნაუშნიკები ჭირდება! ეს ხომ არაა უბრალოდ female vocalistი, რომელსაც როცა გინდა ჩართავ და რა დროსაც გინდა გამორთავ. მის ალბომში ისე უხვადაა ფოლკტრონიკა, მეგობრებო, როგორც ჩვენში ვადაგასული მაიონეზი მაღაზიებში და დაყრილი სიგარეტის ნამწვავები
ქუჩაში. ერთხელ ჩართე ალბომი?! - ბოლომდე უნდა უსმინო! დაუწერელი კანონია ეს Ames Room-ისთვის.
თვითონ სილიე ნესი ნორვეგიელი გოგოა, მულტიინსტრუმენტალისტია და ტკბილი ხმა რო აქვს, ამას თქვენც ნახავთ/მოისმენთ. ames room მთლიანად სახლის პირობებში ყოფილა ჩაწერილი და მიუხედავად ამისა, სრულყოფილებას წარმოადგენს როგორც თავისთავად, ისე თავისთვის (რამ გამახსენა ეხლა ეს). მართალი გითხრათ, საყვარელი სიმღერაც არ გამომირჩევია ალბომიდან და საერთოდ სიმღერების სახელებიც არ ვიცი... იმდენად ერთი მთლიანია ალბომი!

აი მგონი აიტვირთა კიდეც და გადავიჭრათ ბარემ ყველა ერთად ოპტიკური ილუზიების ოთახში :)

ClickClickClick


immortalclickclickclick



trakebi:

01 Over All
02 Drown
03 Shapes, Electric
04 Ames Room
05 Giant Disguise
06 Dizzy Street
07 Long Shadows Left Around
08 Bright Night Morning
09 Recurring Dream
10 Searching, White
11 Magnetic Moments of Spinning Objects
12 Melt
13 Escape
14 No Bird Can



















აქვე დიდი მადლობა monsieur-ს ამ ალბომისთვის, და საყვედური ბუდას თვითონაც იცის რისთვის :D







Karpe Diem







Karpe Diem -

the best (2004- 2008)


lastfm


myspace






თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეპი და ჰიპჰოპი ისევე მესმის, როგორც ბოლცმანის მუდმივას ფორმულის მნიშვნელობა მაკრო და მიკროფიზიკისათვის. ნამდვილად, აგრნომიაში ან თუნდაც დენდროლოგიაშიც კი ალბათ უკეთ ვერკვევი, ვიდრე ამ ჟანრის მუსიკაში. ხარისხიანი და უხარისხო რეპის გარჩევაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ იმიტომ, ტომ არაფერი მაქვს მოსმენილი ცხოვრებაში, იმ კლიპების გარდა რაც მტვ-ზე და სხვა ზოლიან არხებზე ტრიალებდა ჩემი ბავშვობის ხანაში :უსერ: ხო ყველაფერი გასაგებია :უსერ:


..........................
დღეს სამზარეულოში დიდხანს შემოვრჩი რატომღაც. და euronews ჩამერთო. შესაბამისად, მილიონჯერ მომიწია ერთი და იმავე ფსევდოდეპრესიული სიუჟეტების ყურება. ასე მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ბუშისთვის ფეხსაცმლის მსროლელი ერაყელი ჟურნალისტი, როგორ თუ რატომ მოიკლა თავი ფრანგული ტელეკომის 23მა თანამშრომელმა და ასე შემდეგ.
და რამდენიმე წუთში რას ხედავს ჩემი თვალები! 2 სიმპათიურ ყმაწვილს და რაღაც დეგენერატ ვიდეოს არანაკლებ დეგენერატი სიმღერის ფონზე. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ და თანდათან ვიდეოც მომეწონა და სიმღერაც.
უფრო მეტიც, სხვა სიმღერების გადმოწერის სურვილითაც აღვიძერი :D
ორი ერთეულით ავუწიე ხმას და სიამტკბილობით ვუსმინე სიუჟეტსაც.
ეხლა რა ხდება, ბიჭები არიან ნორვეგიიდან. უფრო სწორად კი ერთი, სახელად Magdi Omar Ytreeide Abdelmaguid-ი ნახევრად ეგვიპტელია და ნახევრად ნორვეგიელი და მეორე, Chirag Rashmikant Patel-ი თავით ფეხებამდე ინდოელი. ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ოსლოში. ჰქვიათ "კარპე დიემ"ი და დანარჩენს მღერიან ნორვეგიულად. რეპს. ცინიკური და პოლიტიკური ტექსტები აქვთო, ამბობენ, მარა არც ნორვეგიული მესმის, რამე რომ გავიგო.
ბიჭებს აქვთ 2 ცალი ალბომი და ერთი ცალი იპი. მაგრამ თავიდან ბოლომდე ვერცერთი ვერ ჩავიგდე ხელში. ამიტომ მხოლოდ ცალკეული სიმღერებს ნაკრებს ავტვირთავ (გოიმობაა მარა რა ვქნა, სხვა ვერ ვიშოვე ჩემთვისაც). და დაგარწმუნებთ, რომ მართლაც საუკეთესო სიმღერების ნაკრებია!
ყველა სიმღერა უკლებლივ სასიამოვნოდ და მხიარულად ისმინება და საერთოდ არ ტოვებს პოლიტიკურად აგრესიულად ანთებული ტრეკების შთაბეჭდილებას.
















Clickclickclick