
Musette - Datum
(2009)
myspace
lastfm
წარმოიდგინეთ, რომ ჩაერთეთ რომელიღაც პოსტ-იჯარ ბანკის გათამაშებაში და მოიგეთ ბინა სტოკჰოლმში! ნუ, თავიდან გიხარიათ ტრალი-ვალი, მერე გადადიხართ ახალ ბინაში (ან არ გადადიხართ და პერიოდულად ჩადიხართ ხოლმე, როგორც გინდათ). გადის სულმცირე დრო და უზომოდ გიყვარდებათ ეს თქვენი ბინა. განსაკუთრებით აივანზე გასვლა გიზიდავთ და ველოსიპედებითა და ფეხითმოსიარულე ადამიანების სტვენით გაჯერებული ხედით ტკბობა განიჭებთ სიამოვნებას (არადა ხედში სტვენა ხო არ მოჩანს :|). ოთახში შემობრუნებული კი (თან ჯერაც ვერ დაგიჯერებიათ რომ ეს ოთახი თქვენია!), გათოშილი ხელებით ინიშნავთ ბლოკნოტში თარიღს.
თან, ამ ყველაფერს + იცით, რომ მუსიკის წერის ნიჭით ხართ დაჯილდოვებული.
სრული ბედნიერებისათვის ისღა გრჩება, დაჯდე ოთახში, მიუჯდე პიანინოს და დაწერო რამდენიმე წუთის წინ ნანახი ხედით შთაგონებული მუსიკა. მუსიკას მერე სტვენები და რამე-რუმეები დაადო, ან პირიქით - დაწერო სტვენები და მერე ფონად მუსიკა დაადო და თითოეულ ტრეკს დაარქვა იმ თარიღის სახელი, როცა შთაგონება მიიღე. გადასარევია!
დაახლოებით ასე იქცევა ხოლმე Musette, იგივე Joel Danell. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გათამაშებაში არ მოუგია ეს ოთახი
ჰოდა წერს Joelი მუსიკას. უშვებს ალბომს და სახელად არქმევს არც მეტი არც ნაკლები - datum-ს!დატუმი 2009ის 24 თებერვალს გამოვიდა (ოხ ეს თებერვალი). ანუ კარგა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მე მხოლოდ ზაფხულში აღმოვაჩინე. თანაც, მანამდე კარგა ხნით ადრე ჰქონია ეს ტრეკები დაწერილი და ჩაწერილიც, უბრალოდ ალბომ დატუმ-ის სახით მხოლოდ თებერვალში მოახერხა გამოშვება.
და როგორც მე ამ ალბომის მოსმენის მერე დავასკვენი, ყველაზე კარგი ხედი Joel-ს აივნიდან 23 ოქტომბერს გადაშლია. ალბათ რამდენი ველოსიპედი დაინახა! დიდად არასდროს ვგიჟდებოდი ამ თარიღზე, მარა იმედია ახლა მაინც დავიწყებ დაფასებას. (და კიდევ, იმედია წელსაც არ იწვიმებს!)
კიდევ 14 აპრილი არის ძალიან მიმზიდველი და ყურშისაცემი ტრეკი იმ მხრივ, რომ ფრიად მებეთხოვენურა. ისიც ვიფიქრე, ჰერ ლუდვიგის დაბადების დღე ხო არაა 14ში მეთქი. არ აღმოჩნდა. რას გაიგებ.
ერთი სიტყვით, აგერ თქვენ თარიღები და დაითითოვეთ
trakebi:
1. 24 marj
2. 2 mars
3. 23 oktober
4. 10 juli
5. 17 oktober
6. 14 april
7. 18 juli
8. 24 januari
9. 1 juni
10. 1 februari
11. 15 oktober
12. 22 december
13. 9 november
14. 4 september
clickclick
immortalclickclick


