Showing posts with label indie pop. Show all posts
Showing posts with label indie pop. Show all posts

Melpo Mene



Melpo Mene -
Holes
(2004)
&




Bring The
Lions Out
(2008)

lastfm
myspace
Melpo Mene

საინტერესოა, ჩვენ მიერ ბლოგზე დადებული მუსიკოსებიდან რამდენი კითხულობს გაზეთს. ან თუ კითხულობს, რა მიზნით – გარკვეულ ინფორმაციას იღებს, თუ, უბრალოდ, ‘საჭირო ოთახში’ ერთობა(დევენდრა, მაგალითად. ან როქეთთუthისქაი. ქორდეთზი ისედაც გასაგებია :D). რა ვქნა, მეც ‘ღამის შოუს’ ჰედლაინების ეპოქის მომსწრე და გამზიარებელი ვარ – ყველა ტიპის განცხადება ჩემთვის გაზეთთან ასოცირდება.

თუმცა, ვერ ვიტყვი, ახალი, ‘შუა ქალაქის’ თაობა განცხადებებს ინტერნეტთან აიგივებს-მეთქი. ამიტომ, არავისთვის იქნება ჩემი ასოციაცია გასაკვირი ან უცხო:

მოკლედ, ერთხელ პატარა ბეკეკას...

(სავარაუდოდ, მელპო მენეს ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს, შვედ Erik Mattiasson-ს) დაცხა და გაზეთის წაკითხვა გადაწყვიტა(თქვენც სცადეთ სიცხეში). გადაშალა პირდაპირ ‘პაემნების’ გვერდზე, რათა ჯეროვნად გაეგრილებინა შეყვარებული გული ან, როგორც მინიმუმ, გაეცინა. მაგრამ შემოქმედი რის შემოქმედია, თუ მუზა ყველაზე უცნაურ შემთხვევებში არ მოუვიდა – ჰოდა, ერთ-ერთი განცხადება ერიკმა კი არ წაიკითხა, არამედ წაიღიღინა:
I am a lady, can you save me I'm living alone
If you find me everyone tells me I'm in sorry shape but I'm not.
I am a lady, can you save me I'm getting so cold
And you don't know that I'm alright cause I'm in sorry shape as the say…


ის განცხადება ხო იცით, კაცს რომ დამჯერი და ჭკვიანი ცოლი უნდა, რომელიც მის ნერვებზე არ დაიწყებს თამაშს და სატანის ენით მოლაპარაკე არ იქნება :D ვინმე ერიკივით კეთილი ადამიანი რომ მოვიდოდეს და ტკბილ სიმღერად აქცევდეს ამ არცთუ სასიამოვნო განცხადებას, იმდენად ტკბილად, ბუდას რომ აეკვიატოს და ტექსტის სისულელე დაივიწყოს...

აი, ის ვინმე იქნებოდა თეთრრაშიანი უფლისწული ჩემთვის. ტკბილხმიანი, თბილი და ისეთი მყუდრო, ბავშვობაში რო 5 კვადრატულ მეტრიანი მუქი იასამნისფერი ოთახუკა მინდოდა.

ჰოდა, ასე და ამგვარად, ერიკივით კეთილი არსება ჯერ ჩემს მეგობარს მოხიბლავდა საკუთარი სიმღერით სიყვარულზე (დაახლოებით ასეთი სიმღერით).


მეგობარი ფბ-ზე დააშეარებდა და მე და სტენლის(Sopo Molokos) მოგვაჯადოვებდა. მე ჯერ ბლოგზე პოსტს დავწერდი თეთრრაშიანი უფლისწულის შესახებ (მაგალითად, ასეთს:

ინდი პოპ ჯგუფ მელპო მენეზე ნეტში საკმაოდ მცირე ინფორმაციაა. პირველი, რასაც მის საიტზე ვკითხულობთ, არის ის, რომ ამ ჯგუფს მხარს თვით ბრეტ ანდერსონი უჭერს. ’სულიერად’ მასთან არიან Fireflies, Stars in Coma და სხვა ინდი-ტკბილი-ჩახუტება ბიჭუნები. მის ვოკალისტს კი ძალიან უხდება წითელი),

მერე კი შეიძლება სხვა რამეზეც მეფიქრა :)


p.s. წესით, ერთი ალბომი უნდა დამედო, მაგრამ ვერ ავარჩიე. ამიტომაცაა ორივე ალბომის ყდა და სახელი დასაწყისში. მოკლედ, ორივეს ვტვირთავ. პოპულარობა მელპო მენეს მეორე ალბომმა მოუტანა(Bring The Lions Out), თუმცა მე პირველი უფრო მიყვარს :P

clickcklick - Holes
clickcklick2 - Bring The Lions Out


Coconut Records



Coconut Records - Nighttiming
(2007)



official

last.fm








სკოლაში დაწყებითებში რო ვსწავლობდი ერთ საათი ’ლექსების წერის გაკვეთილი’ ჩაგვიტარეს, და ჩამი ერთი კლასელის ლექსის ბოლო ნაწილი მახსოვს

”დღეს სამი მაისია ,

ოო რა მაისია !

სკოლაში დავდივარ

და მიხარია”


აი, რა შედეგი მოსდევს როცა ვინმეს რამის გაკეთებას აიძულებენ


ეს ალბომი კიდე ისეთი კარგია ვერ გაიძულებთ, მარა გირჩევთ აუცილებლად მოუსმინოთ !

Jason Schwertzman ის პროწქტია, მსახიობი გემახსოვრებათ სახელით თუ არა სურათებიდან მაინც,
ხოდა სურათები მეც რო დავათვალიერე ალბომზე გაჩედვის მერე, ამ სურათს გადავაწყდი


და უი, მარია ანტუანეტაში ტამაშობს და ალბათ მოსამსახურის როლშია რაღაც არ მახსოვსმეთქი ვიფიქრე(სკლეროზაა).
და მერე გამახსენეს რა როლიც აქვს :დ :უფს:






trakebi

1. This Old Machine
2. West Coast
3. Back to You
4. Summer Day
5. Nighttiming
6. Minding My Own Business
7. Slowly
8. Mama
9. The Thanks I Get
10. Its Not You Its Me
11. Easy Girl
12. Ask Her to Dance


clickclick

immortalclickclick

p.s. ფილმის ხსენებაზე :დ ვინ შეამჩნიეთ ეს კედები? :p

I don’t have much
No just a few
And all I do is dream of you
And all my baby’s gone gone gone
And all my baby’s gone

Fireflies


Fireflies -

Covers EP

2009


lastfm





ვზივარ და ვფიქრობ, ჩაიში ერთი კოვზი შაქრის ჩაყრის ჩვევის ტყვეობიდან როდის დავიხსნი თავს .

ან როდის გახდება ცნება "ერთი კოვზი" ყველასათვის უნივერსალური. ყველა სახეობის შაქრის და ყველა ზომის კრისტალებისთვის თანაბარი საზომი ერთეული.

ან იმას ველოდები, კოვზები როდის გადაწყვეტენ, რო წერტილი დაუსვან მათ შორის ისეთ თვისებრივ განსხვავებებს, როგორიცაა მაგალითად ვერცხლის ლამაზი თვალები, გრძელი კისერი, ნატიფი თითები და გამოყვანილი წელი და როდის დაიწყებენ სულიერი მხარის, კერძოდ კი ტევადობის სტანდარტიზებაზე ზრუნვას. ერთი სიტყვით, ველოდები, როდის გახდება ერთი კოვზი შაქარი მკაცრად, მყარად და თანაბრად 5 მილიგრამის ექვივალენტური, რომ სხადასხვა კოვზით შაქრის ჩაყრამ ჩაის სიტკბოზე გავლენა არ იქონიოს!

სადღაც გოიმობაცაა შაქრიანი ჩაი.. ჩაი იმისაა, რო უშაქროდ უნდა დალიო. მარა რას ვიზამთ, ყველამ ვიცით ზეპირად ბრიტნი სპირსის რომელიმე სიმღერის ტექსტი. მთლიანად თუ არა, მისამღერი მაინც. :დ

ჰოდა, აი ესე. ლოდინის პროცესში ვარ და ამას ისიც ერთვის თან, რო ------

ამას ბევრი რამე ერთვის თან...

მარა მთავარი ისაა, რო ამ გაგანია კრიზისის ხანაში მე წავაწყდი ჩვენი ტკბილი და თბილი Fireflies-ის ახალ იპის. რომელშიც სულ სულ ქავერებია შესული. ესეც დამთხვევა - წინა პოსტიც ხო ქავერებზე იყო :დ

სხვების არ ვიცი, მარა ბუდას რო ძალიან გაახარებს ამ იპის ამბავი, ისე ვიცი, როგორც ჩემი მეზობელი გურამის მიერ ჩემ კარზე დარეკილ ზარს ვცნობ.

ორიოდე სიტყვა იმის შესახებაც, თუ ვინაა Fireflies. არც შაქარია. არც ჩაი. არც ჩემი მეზობელი გურამი. მარა ბიჭია ა.შ.შ.-იდან. მიტნიკი გვარად. სახლში წერს თავისთვის. (ხო ვამბობდი ამერიკაც ჩალითაა დახურული-მეთქი. აგერ ამისთანა ბიჭი სახლში უნდა წერდეს , ერთი ალბომი და 2 იპი უკვე ქონდეს გამოშვებული და ლასტფმზე მაინც 64 ათას მოსმენას ვერ აცდეს?! )

ამ იპიში, რაც ff-ზე იდება, შესულია ამა და ამ სიმღერების ქავერები:

1. Disorder (Joy Division)

2. Heaven (Talking Heads)

3. Hollow Inside (The Cat's Miaow)

4. Judy Is A Punk (Ramones)

5. Watchin' girl (Shonen Knife)

6. Walk On The Moon (Asobi Seksu)

7. Birds ( Neil Young)

ClickClick

ორიგინალების ატვირთვაც მინდოდა, მარა მეზარება. მაინც 5 კაცზე მეტი არ გადმოიწერს და :დ იმ ხუთიდანაც ორს მოეწონოს მაქსიმუმ. და იმ ორიდან ერთი ბუდა იქნება :)

კიდე ერთი საინტერესო ფაქტი, ლასტი მის სიმილარ არტისტებში Stars In Comaსაც ასახელებს. ნუ, მუსიკალურად და სითბოთი და სიტკბოთი (კოვზ შაქარზე გაცილებით დიდი სიტკბოთი) რო გავს, ეგ ერთი ამბავია, მარა რაღაც სხვა მსგავსებასაც ვამჩნევ მგონი და იმედი მაქვს, მარტო მე არა :დ


მარცხნივ Fireflies-ია, მარჯვნივ - Stars In Coma



Taxi Taxi!


Taxi Taxi! -

Still Standing At Your Back Door

(2009)

last.fm

myspace

.

.

.

იცოდით რომ დედამიწა ფორთოხალივით მრგვალია? ან ის რო ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ? ის რო ნორა ჯონსის ახალი ამბომი ნაგავია? ან ის   კომპიტუერთან დიდიხნის ჯდომის მერე მარჯვენა ხელი იმდენად იყინება რო მარხცენას თუ შეახებ შეიძლება დაგიწყვას? 

იცით რას ნიშნავს ამ ახალი ალბომის ყველაზე ტკბილი სიმღერის შვედური გაგრძელება?

აი ეს კი არ გეცოდინებათ :დ იმიტომ რომ ჯერ სიმღერაც არ მოგისმენიათ :დ  Same Side of the Moon უმშვენიერესი და უტკბესი სიმღერაა და სიმღერის მეორე ნაწილი განსაკუთრებით .

პირველ იპიში შესული სიმღერებიდან ვთვლი რომ ყველაზე კარგი all i think of იყო. ამ ალბომში  სიმღერის ახალი ვერსიაა შესული და მიჭირს ვთქვა რომელი ჯობია, ეს თქვენ განსაჯეთ.

ესეც Ripest Fruit ლაივი

trakebi

1. Still Standing At Your Back Door
2. More Childish Than In a Long Time
3. Old Big Trees
4. Same Side of the Moon
5. All I Think Of
6. His Heart or Mine
7. While I Hold On to the Cliff
8. Ripest Fruit
9. Birdful Eyes
10. Mary

clickclick

immortalclickclick

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

“I have cried rivers, and I almost floated away / No one but you can console me, why didn’t you come here quick? / The wind is too cool, and the sun is too hot / As long as I’m not resting in your arms.”



Stina Nordenstam

Stina Nordenstam
-
This Is Stina Nordenstam

(2001)

2001 !!!


lastfm








ბრეტ ანდერსონი ყოველთვის იჩემებდა, ბაბუაჩემი სვეცკი შვედი ტიპი იყო Andersenების საგვარეულოდანო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ სოფელ ბრიტანეთში ჩამოვიდა და raped my grandma-ო (უცხო ენა ცენზურას ყოველთვის აკმაყოფილებს - ავტ. შენ.), თვითონაც გასოფლელდა და გვარი Andersonად გადაიკეთაო.

რაშუაშია ეხლა ეს.


1. იმაში, რო ეს ჩვენი შტინაც შვედია (შვედურში "T"-ს წინ "S" "შ"-დ იკითხება თურმე, მცოდნეებს ვკითხე).

2. კიდევ იმაში, რო ამ ალბომში male vocalistი თუ შეგხვდებათ, ბრეტ ანდერსონისაა

3. და კიდევ იმაში, რო არაფერი მეწერინება ამ ალბომზე საერთოდ - [Love is blindness, Love is muteness :D:D]


trackebi:

1. Everyone Else In The World – 2:59
2. Trainsurfing – 3:10
3. So Lee – 2:56
4. The Diver – 3:19
5. Circus – 3:19
6. Stations – 3:07
7. Keen Yellow Planet – 3:04
8. Lori Glory– 3:01
9. Welcome To Happiness – 2:51
10.Clothe Yourself For The Wind – 1:35
11. Sharon & Hope – 2:31

ClickClick

Kings Of Convenience



Kings Of Convenience - Declaration of Dependence (2009)

kingsofconvenience

lastfm

myspace


მოგეხსენებათ, ოთახის დალაგება მუსიკის გარეშე უბრალოდ წამებაა. აი მუსიკასთან ერთად სხვა ამბავია, რიტმს ცოცხს და თეძოს ერთად რომ აყოლებ. არსებობენ ჯგუფები ან სიმღერები, კონკრეტულად ამ დროს რო უნდა მოუსმინო, ისედაც დაღლილი ხელებით დრამის პარტიას აყვე. არსებობენ ჯგუფები, საუზმეს რო ვერ მიირთმევ მათ გარეშე ან ავტობუსში ვერ ჩაჯდები, რაც არ უნდა ბევრი ხურდა გეყაროს ჯიბეში :D


Kings Of convenience ალბათ ყველამ იცით, ის შემთხვევაა, განსაკუთრებით დაღლილმა რო უნდა მოუსმინო ოთახის დალაგების შემდეგ, ან სამსახურიდან(უნივერსიტეტიდან, სკოლიდან) სახლში რო მოხვალ, ყავას მოიდუღებ, ოთახში შეიტან, ამოიოხრებ და დაჯდები. ჩართავ და თავს დიდ, ლამაზ პუფში იგრძნობ, თითქოს არც ნახევრად გატეხილი სკამი გერჭობა მარცხენა მხარეს და თითქოს ყავაც რაღაც განსაკუთრებით გემრიელი გამოგივიდა.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სტაბილურად, მაგრამ კარგად, მყარად. არაფრის დაკარგვის გეშინია და არც მომავალზე დარდობ მაინცდამაინც. ერთ-ორ სიმღერაზე ერთი-ორი ადამიანი გახსენდება და ერთი-ორი რაღაც გენანება მხოლოდ. მაგრამ ესეც ისე, ჩვეულებრივად, ადამიანურად. ოდნავ სევდით, მაგრამ მაინც დადებითად.



Erlend Øye და Eirik Glambek Bøe 10 წლიდან მეგობრობენ, პირველად გეოგრაფიის კონკურსზე შეხვდნენ ერთმანეთსო, ვიკიპედიამ თქვა. 16 წლიდან ერთად უკრავენ ჯგუფში ’Skog’(ტყე). აი ერლენდს რომ ინგლისური პრონანსი აქვს, მარტო მაგის მოსმენა ღირს, სხვა თუ არაფერი. Eirik-ის პრონანსზე რა გითხრათ, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ბიჭია!!!! ოოოოოო :P


მოკლედ, ამ ალბომის პირველი ნახევარი რატომღაც უფრო მეტად მხიბლავს, ვიდრე მეორე. მაგრამ თითქოს მთელი ალბომი რაღაც უბრალო ბედნიერებასთან და სილაღესთან ასოცირდება, აი დაახლოებით ისეთ სიხარულთან, საყვარელი ადამიანის/ადამიანების სანახავად რო მიდიხარ და გიხარია. განა დიდი ხანია არ გინახავს ისინი, განა განსაკუთრებულად გიცემს გული ან რამე. არა, უბრალოდ გიხარია და მშვიდი, წყნარი, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. უჰუუ, Kings Of Convenience :yes:


ბოლოს და ბოლოს ალბომში me in you-ა, ჩემი ფავორიტი სიმღერა :D რამდენიმე დღეა, ყურ(თ)სასმენებში (@ Sopo Molokos) მაგის მეტი არაფერი ჩამირთავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფო მოლოკოს-მ რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი სიმღერა მომასმენინა და იმით მოვცდი. ველოდები იმ სიმღერების გამოგზავნას(როგორც კი მოვრჩები წერას, მოვრბივარ სკაიპში) და იმ სიმღერებთან დაკავშირებული(რაღა დაკავშირებული :D ) ადამიანის უახლოეს დღეებში ნახვას :D

და არ ველოდები მზეს :D

trakebi:

01. 24-25
02. Mrs. Cold
03. Me in You
04. Boat Behind
05. Rule my World
06. My Ship Isn't Pretty
07. Renegade
08. Power of not Knowing
09. Peacetime Resistance
10. Freedom and its Owner
11. Riot on an Empty Street
12. Second to Numb"
13. Scars on Land"

Clickcklick

Immortalcklickclick

ძალიან პოზიტიური ახალი კლიპი


და ერთი კარგი ლაივიც :)
(არ გეჩვენებათ, რო ერლენდს ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს? :user:)



And I'm watching you now,
I see you building the castle with one hand,
While tearing down another with the other...

Stars In Coma



Stars In Coma
-
You're Still
Frozen In Time
(2008)


last.fm

myspace






კარგი ჯგუფია, იმჰო.
სტილი - ინდიპოპი. თან შვედური.

ხოო, მეც მევასებიან შვედები და შემოგეტენეთ.

მოკლედ, ეს ჩვენი სთარზინქომა მაინცდამაინც ჯგუფი არაა :D
ანუ ესაა ანდრე ბრორსსონის პროექტი, რომელიც სხვადასხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობს. ჯგუფს 2 ალბომი და 1 იპი აქვს. ალბომში რის ჟღერადობასაც გაიგებთ, ყველაფერზე ანდრე უკრავს.

აი ამათი მუსიკა ძალიან წყნარია, მშვიდი. და გინდა, მარტომ უსმინო. თან თბილი და ბანალური ვოკალი გაგრძნობინებს, რომ შენთანაა და შენი შუა თითი უჭირავს :D მოკლედ, სითბო და სიტკბოა ჩვენი სთარზინქომა(რასაც ცხადად დაინახავთ ქვემოთა სურათზე).


აი,Quarantine-ზე მქონდა კაი ხანი გაჭედილი. ჰოდა, სოფოსთან ვიყავი, მახსოვს და მოვასმენინე, მითხრა კაია, მარა ვოკალი არ მომწონს, ძალიან ჩვეულებრივიაო. მარა მე მეთბილება მაინც :user:

ჰოდა, კარანტინის ტექსტი ძალიან მეჩემება. აი, ძალიან.

მოკლედ, მოუსმინეთ. გთავაზობთ 1 ალბომს და რამოდენიმე სიმღერას, მათ შორის კარანტინს, რომელიც ალბომში არ შედის.

trakebi

1 This Picture
2 Give Up
3 People Put Up With a Lot of Shit
4 Life Without The Community
5 Moonport Sickness
6 Invisibility Trick
7 If I Could Describe
8 I Wish Someone Would Dance With Me
9 I Saw My Heart Passing By
10 Bullet-proof
11 Transformation
12 Radio
13 My Sunshine Years
+
Identity Split
Invisibility Trick
People Put Up With A Lot Of Shit
Quarantine


immortalclickclick





honeyhoney



honeyhoney
-
First Rodeo
(2008)






myspace

last.fm







ვინმემ მითხარით რა ფინიკი რისი ჩირია ?! ან კი ჩირია საერთოდ ??


















ეხხ გოგო მღერის :( ხმა მაინც ქოდეს კარგი :( არადა ეს ბიჭი დღეს ჩამთვის ”ჩემი სიყვარული რიონზე ძლიერიაა”
მოკლედ დიდი არაფერი არაა , სახელი მომეწონა, სურათები და ეს ყმაწვილი

მაგრამ გადაწერა მაინც ღირს ;;)

trakebi

1 Black Crows 3:25
2 Little Toy Gun 2:38
3 Sugarcane 3:19
4 Not For Long 3:05
5 Bouncing Ball 3:50
6 Come on Home 4:10
7 Give Yourself to Me 2:33
8 David 2:40
9 Slow Brains 3:09
10 Under the Willow Tree 2:41
11 Oh Mama 2:30


clickclick