Showing posts with label british. Show all posts
Showing posts with label british. Show all posts

Chew Lips

                                                                                                             

 Chew Lips

       -

  Unicorn (2010)

  lastfm

 myspace


   


აბა ვის გახსოვთ, სად იყავით და რას აკეთებდით 2008 წლის გაზაფხულზე? მე მახსოვს! არსად არ ვიყავი და არაფერს არ ვაკეთებდი. ვიჯექი უდაბნოსა შინა და  ყოველდღიურ გაზეთ nowhere news ვეცნობოდი ხოლმე. აქა-იქ, ხუთშაბათობით  ანას წიკვინა ხმას ვუმკლავდებოდით და ბელგეურ თქმულებებს ვისმენდით. ფლეიერs დღითიდღე ვარუfუჰოლიკებდი და საკუთარი თავsaც ვიმეტებდი ამისთვის.

ამასობაშჳ, მილიონი მილის მოშორებით, კოსმოსში, იუპიტერს კომეტა ეჯახებოდა და უკვალოდ ქრებოდა. მაშინ დედამიწაც 8 სანტიმეტრით უფრო წელგამართული იყო.   ლონდონი კი ძველებურად და უცვლელად,  ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყო დაყოფილი.  ღმერთმანი,  დიდებული მხარეა სამხრეთ ლონდონი! მაშინ, როცა პირქუშ ჩრდილოეთს ბურუსი მოიცავს და ნოტიო ჰაერს სევდით გაჟღინთავს, ქალაქის სამხეთი მხიარულების მზიან საბურველში ეხვევა და სიმღერისა და ცეკვა-თამაშის თავდავიწყებას ეძლევა ხოლმე.

 არც 2008 წლის გაზაფხული ყოფილა გამონაკლისი სამხრეთ ლონდონისთვის. სწორედ აქ და სწორედ ამ წელს და წელიწადის ამ უშესანიშნავეს დროს დაარსდა ჩულიფსისფერი ტრიო სახელად Chew Lips.

გინდ ელექტროქლეში დაარქვით, გინდ ელექტროპოპი, ჩემთვის სულერთია.მარა ფაქტია, რო წელს ეს ალბომი ერთ-ერთ გამორჩეულად უნდა დარჩეს, ვგრძნობ. ფაქტია რო ვგრძნობ. მარა ის უფრო ფაქტია, როUnicorn მათი სადებიუტო ალბომია. არაჩვეულებრივი ვოკალი გოგოს ეკუთვნის, ინსტრუმენტალი ბიჭებს. ეს თოჯინა - მე.                                                 ძვლებამდეა ალბომი გაჟღენთილი სუპერსაოცარი სინთეზატორით და რითმებით და საერთოდ, ყველა ტრეკი ისეთი მგონია, რო თავისუფლად ისინგლებდა და იჰიტებდა (ნუ, ბოლოს გარდა ალბათ), დედამიწა წელში რო არ მოხრილიყო. 

trakebi:
1. Eight 
2. Play Together 
3. Slick 
4. Karen 
5. Too Much Talking 
6. Toro 
7. Seven 
8. Two Hands 
9. Gold Key 
10. Piano Song

ClickClick         

 

   

             


Scout Niblett




Scout Niblett
-
The Calcination

of Scout Niblett
(2010)








აუ მეუასება რა ეს გოგო !

ჯერ არ გამოსული ალბომი

ჯერ გამოუსვლელი ალბომი

ანუ

გამოსასვლელი ალბომი

:კარგახნისწინგამოსულიალბომისმაილი:

trakebi

1 Just Do It!
2 The Calcination of Scout Niblett
3 I.B.D.
4 Bargin
5 Cherry Cheek Bomb
6 Kings
7 Lucy Lucifer
8 Duke Of Anxiety
9 Ripe With Life
10 Strip Me Pluto
11 Meet And Greet

clickclick

immortalclickclick













The Big Pink


The Big Pink 

          -

A Brief History

       Of Love

        (2009)

lastfm

myspace

(შედით სფეისზე არ ინანებთ)

ალბათ ყველა ჭეშმარიტი მელომანი კარგად იცნობს 60-70-80იანების კანადურ როკ ჯგუფს, Capitol Recordsის ლეიბლზე მოღვაწე The Band-ს. ალბათ, ყველა ჭეშმარიტ მელომანს მათი ფირფიტა (თუ ჭეშმარიტ მელომანებს ვინილები აქვთ, მე მაპატიეთ) ექნება სახლში, და როგორც მინიმუმ ერთი ალბომი და ერთი ლაივ ჩანაწერი, ფოთის პორტიდან კონტრაბანდით ჩამოტანილი. და პრაიგრივაწელის ნემსი გაფუჭებული რო არ ჰქონდეს, ყველა ჭეშმარიტი მელომანი დღესაც სიამოვნებით მოუსმენდა მათ ალბომს. სამწუხაროა, რომ მაშინდელი ნამდვილი ნემსები დღეს მშრალ ხიდზეც კი აღარ იშოვება უკვე. 

ჰოდა, მეგობრებო, თუკი ჭეშმარიტი მელომნობის რაღაც თქვენც გცხიათ, ჩემგან არ გესწავლებათ ზემოთაღნიშნული ბედნის დისკოგრაფია. შესაბამისად, ყველას გეცოდინებათ, რომ მათი სადებიუტო ალბომი Music From Big Pink-ის სახელწოდებითაა ცნობილი და გამოიყურება ასე

და რაოდენ სასიხარულო აღმოჩნდება ალბათ ის ფაქტი თქვენთვის, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებული ბენდის წევრებიც სვორედ რომ ჭეშმარიტი მელომანების ოჯახებში გაზრდილი ყმაწვილები არიან! სამწუხაროდ, თვიტონ კი უვარგისები და სრული ფუქსავატები გამოდგნენ. ერთ-ერთი მათგანი თაროების დალაგებისას გადააწყდა თურმე ზემოთხსენებულ ალბომს. იფიქრა, ჩემ ჯგუფს Big Pink-ს დავარქმევო და დაარქვა. ერთი ისაა, რო ინგლისურმა ტრადიციამ წინ the არტიკლის დართვა მოითხოვა, თორე სხვა ყველაფერი 5იანზე გამოვიდა.  აქ კი ჭეშმარიტი მელომნების სიხარული იმედგაცრუებით იცვლება, რადგან ამ ახალგაზრდა  ბენდს იმ Band-თან სახელის გარდა სხვამხრივ  საერთო არაფერი აქვს. ეგ კი არა, მოსმენილიც არ აქვთ. არც მე.

ეს ჩვენი ბენდი, მეტსახელად The Big Pink, 2007 წელს ჩამოყალიბდა წმინდაწყლის ინგლისელი Robbie Urzeსა და  ასევე წმინდაწყლის ინგლისელი Milo Cordellის მიერ. ახალბედა და გამხურებელი ბენდის სტატუსით ისეთ კორიფე ჯგუფებთან უვლიათ ტურებზე, როგორებიცაა TV on the Radio, Florence & The Machine (ნუ ჯგუფი ნაკლებად, მარა გავატაროთ), Crystal Castles და Klaxons.

წინამდებარე ალბომი ბიჭებისთვის სადებიუტოა, და ჩაწერილია ნიუ-იორკში, თუმცა მათთვის ეროვნებ-წარმომავლობის ღალატში მაინც არავის დაუდია ბრალი. ალბომის სახელი კრეატიულობით ვერ დაიკვეხნის და მეტიც, ვენესუელური სერიალის სახელსაც მოგვაგონებს. (აბა რა ინდი-ბენდის საკადრისია - " სიყვარულის მოკლე ისტორია"!) გულდათუთქული ლავსონგებიც ოხრად არის ალბომში, მარა ესეც ეპატიებათ ჩემგან. ბოლოსდაბოლოს, " it's the best they can do without saying they love". სამაგიეროდ, ჟღერადობა და მელოდიაა ოოოო!! მოშუგეიზო ელექტრონიკა, თუ ელექტრონული შუგეიზი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ფაქტია, ორივე სიტყვა ხაზგასმით და ცალ-ცალკე უნდა აღნიშნო მათ დასახასიათებლად. სასურველია დამარცვლითაც.

ჰოდა აგერ ალბომიც

trakebi:

1. Crystal Visionsc (ბაგარი opener-ი)
2. Too Young To Love
3. Dominos
4. Love In Vain
(if you really love him then tell me that you love him again and go ვოტ)
5. At War With The Sun
6. Velvet
7. Golden Pendulum
8. Frisk
9. A Brief History Of Love
10. Tonight
11. Countbackwards From Ten

ჰო მართლა, ჭეშმარიტი ძილით ვისაც უძინია ავტობუსში, ის კარგად გამიგებს, რატომ გავაფრინე ასე ძალიან ამათზე.. ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი ის უბრალო პრიმიტიული ძილი არ გეგონოთ მეგობრებო - ბორბალთან შემაღლებულ სკამზე მეგობრის მხარზე რო ჩამოდებ თავს და ნაუშნიკებსაც წინასწარ მოირგებ ყურებზე ამ პოზისთვის. არავითარ შემთხვევაში! ავტობუსში ჭეშმარიტი ძილი მაშინ გაკითხავს, როცა თბილისის ათასჯერგადათხრილ და მაინც ოღრო-ჩოღრო გზებზე, გახევებულ მწვანე სკამზე მარტო მჯდომს და ფანჯარაზე თავმიყრდნობილს (უმოწყალოდ რომ გარახუნებინებს მინაზე თავს მძღოლი, ტრანსპორტი, გზა თუ მუხთალი წუთისოფელი) ჩაგეძინება და სიზმრად ბილეთის კaნტრaლიორების ნახვასაც მოასწრებ. გამოღვიძებული კი აღმოაჩენ, რომ ბილეთი მაგრად ჩაგიბღუჯავს ორივე ხელში, ყურებში კი ისევ ის სიმღერა ტრიალებს, რაზეც ჩაგეძინა.

სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული The Big Pink ყველაზე მეტად. თუმცა, რატომ, მაინც ვერ ვაყალიბებ. მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი გეძინებათ და ეს ბენდი დაძინებაში ხელს გიშლით - ლოგიკურად თავისი ხმაუროანობის გამო, - ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად არ გეძინებათ.

პლუტარქე

ClickClick

Immortalclickclick

                                 

                                    

                                              

Scout Niblett


Scout Niblett

-

Kidnapped

by Neptune

(2005)

Scout Niblett

last.fm

myspace

`````

პოსტი იწერება Beatlesის I'm A Loserის ფონზე

Scout Niblett არის გოგო რომელმაც დაიპყრო ჩამი ყურებ-გონებ-ოთახ-სახლ-გული-სულ და მოკლედ ყველაფერი.

ბტიტანელი,ამჯამად ამერიკაში ’მოღვაწე’  სინგერსონგრაითერია და განსაკუთრებულ მუსიკას აკეტებს, ჟღრ გიტარებით და ბუგუბუგუ დრამით, უტკბესი, უნაზესი და დამბმელი ხმით. საუნდი ისეთიაქ, რო ვუსმენ მგონია სარეპეტიციოში ვუზივარ, ან თვითონ მიზის ოთახში

მოკლედ დიდიხანია ასე არავიზე არ გამიჭედავს, ისე როგორც fაისტზე , იენსსზე, დევენდრაზე, როქეთთუზისქაიზე, ჰერმანდიუნზეც კიარგამიჭედავს ასე .

და ვუსმენ და ვუსმენ.და შეამჩნია რა დედაჩემმა როგორციქნა, ძლივს ჩამმა თეომ ისევ შეძლო ვინმეთი ასეთი სიამოვნების მიღებაო, ისე რო ოთახსაც აღარ ალაგებს , ვერ წყდება სიმღერებსო,  მკითხა ისე როგორც ყევლა მოსიყვარულე დედა კითხავს თავის სანაქებო შვილს ” დედა რა კარგი გოგოა, რა კარგად მღერის სადაურია? ... აა ამერიკაში ცხოვრობს? და სადმე ახლომახლო არექნება კონცერტი? ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში?”

დავგუგლე. არა ლასთზე ვანხე  და ოხრად კონცერტებიაქ . ქვეყანაც შევარჩიე, რათქმაუნდა  დროიდან გამომდიანრე, მაინც ეხლა უნიერსიტეტი როარგამიცდეს დიდიხანი, არა განა ქულები მადარდებს, გაცდენილი საინტერესო ლექციები მენანება. ხოოოდა 29 ნოემბერს ლუქსემბურგშიაქ კანცერტი, რაც ფრიად მაწყობს, მშვენიერ და საოცნებო დროს გავატარებ პარასკევ საღამოს;):) პიდაპირი რეისების არქონის გამო ჯერ გერმანიაში ჩავფრინდები მერე ლუქსემბურგში, თვითმფრინავში ეჭვიმაქ ჯან-კლოდს შევხვდები და კანფეტების გავუმასპინძლდებით ერთურთს.იმ ადგილის მიგნებაღა დამრჩება სადაც კონცერტი ტარდება, მარა რა პრობლემაა :)ჩქსვლისთანავე გავიკითხ-გამოვიკითხავ :) გერმანული მესმის, ფრანგულად მე გავაგებინებ,თუ არცერთი არ გამომადგება მაშინ ლუქსემბურგულად გავარკვევ ყველაფერს

უი ხო:) თუ გინდათ ვინმეს წაგიყვანთ ;;)

trakebi

1. Hot to Death
2. Kidnapped by Neptune
3. Pom-Poms
4. Lullaby for Scout in 10 Years 
5. Fuck Treasure Island
6. Relax
7. Valvoline 
8. Good to Me 
9. Handsome 
10. Safety Pants 
11. Newburyport 
12. This City 
13. Wolfie 
14. Drink to Me 
15. Where Are You?


clickclick

immortalclickclick

Fink



Fink-
Sort of Revolution (2009)

FINK

myspace

last.fm






finki-ფინქი :DD
მივედი დასკვნამდე, რო კაცებს აშკარად უფრო მეტად ევასებათ საკუთარი გარეგნობით ტკბობა ვიდრე ქალებს , აი აგალითად finkი , ყველა ალბომზე თავისითავიაქ გამოსახული :D აშკარად ვერაა ::D მარა მთავარია რო მუსიკააქ კარგი , თან აი ისეთი, მარტოს რო მოგინდება მოუსმინო, სახლში, გზაში , ყვეგან ოღონდ მარტოს . Finkის კონცერტზე წარმოვიდგინე წამით თავი , და წარმოდგენაშიც მთელი მსმენელი მარტო მე ვიყავი



აი ეს სურათი უყვარს, ყველგან უდევს ,ოღონდ რატო ვერ ვხვდები

trakebi

1 Sort Of Revolution
2 Move On Me
3 Six Weeks
4 Nothing Is Ever Finished
5 See It All
6 Q & A
7 If I Had A Million
8 Pigtails
9 Maker
10 Walking In The Sun


clickclick
immortalclickclik
pass: dragonflys