Fireflies -
Covers EP
2009
ვზივარ და ვფიქრობ, ჩაიში ერთი კოვზი შაქრის ჩაყრის ჩვევის ტყვეობიდან როდის დავიხსნი თავს .
ან როდის გახდება ცნება "ერთი კოვზი" ყველასათვის უნივერსალური. ყველა სახეობის შაქრის და ყველა ზომის კრისტალებისთვის თანაბარი საზომი ერთეული.
ან იმას ველოდები, კოვზები როდის გადაწყვეტენ, რო წერტილი დაუსვან მათ შორის ისეთ თვისებრივ განსხვავებებს, როგორიცაა მაგალითად ვერცხლის ლამაზი თვალები, გრძელი კისერი, ნატიფი თითები და გამოყვანილი წელი და როდის დაიწყებენ სულიერი მხარის, კერძოდ კი ტევადობის სტანდარტიზებაზე ზრუნვას. ერთი სიტყვით, ველოდები, როდის გახდება ერთი კოვზი შაქარი მკაცრად, მყარად და თანაბრად 5 მილიგრამის ექვივალენტური, რომ სხადასხვა კოვზით შაქრის ჩაყრამ ჩაის სიტკბოზე გავლენა არ იქონიოს!
სადღაც გოიმობაცაა შაქრიანი ჩაი.. ჩაი იმისაა, რო უშაქროდ უნდა დალიო. მარა რას ვიზამთ, ყველამ ვიცით ზეპირად ბრიტნი სპირსის რომელიმე სიმღერის ტექსტი. მთლიანად თუ არა, მისამღერი მაინც. :დ
ჰოდა, აი ესე. ლოდინის პროცესში ვარ და ამას ისიც ერთვის თან, რო ------
ამას ბევრი რამე ერთვის თან...
მარა მთავარი ისაა, რო ამ გაგანია კრიზისის ხანაში მე წავაწყდი ჩვენი ტკბილი და თბილი Fireflies-ის ახალ იპის. რომელშიც სულ სულ ქავერებია შესული. ესეც დამთხვევა - წინა პოსტიც ხო ქავერებზე იყო :დ
სხვების არ ვიცი, მარა ბუდას რო ძალიან გაახარებს ამ იპის ამბავი, ისე ვიცი, როგორც ჩემი მეზობელი გურამის მიერ ჩემ კარზე დარეკილ ზარს ვცნობ.
ორიოდე სიტყვა იმის შესახებაც, თუ ვინაა Fireflies. არც შაქარია. არც ჩაი. არც ჩემი მეზობელი გურამი. მარა ბიჭია ა.შ.შ.-იდან. მიტნიკი გვარად. სახლში წერს თავისთვის. (ხო ვამბობდი ამერიკაც ჩალითაა დახურული-მეთქი. აგერ ამისთანა ბიჭი სახლში უნდა წერდეს , ერთი ალბომი და 2 იპი უკვე ქონდეს გამოშვებული და ლასტფმზე მაინც 64 ათას მოსმენას ვერ აცდეს?! )
ამ იპიში, რაც ff-ზე იდება, შესულია ამა და ამ სიმღერების ქავერები:
1. Disorder (Joy Division)
2. Heaven (Talking Heads)
3. Hollow Inside (The Cat's Miaow)
4. Judy Is A Punk (Ramones)
5. Watchin' girl (Shonen Knife)
6. Walk On The Moon (Asobi Seksu)
7. Birds ( Neil Young)
ორიგინალების ატვირთვაც მინდოდა, მარა მეზარება. მაინც 5 კაცზე მეტი არ გადმოიწერს და :დ იმ ხუთიდანაც ორს მოეწონოს მაქსიმუმ. და იმ ორიდან ერთი ბუდა იქნება :)
კიდე ერთი საინტერესო ფაქტი, ლასტი მის სიმილარ არტისტებში Stars In Comaსაც ასახელებს. ნუ, მუსიკალურად და სითბოთი და სიტკბოთი (კოვზ შაქარზე გაცილებით დიდი სიტკბოთი) რო გავს, ეგ ერთი ამბავია, მარა რაღაც სხვა მსგავსებასაც ვამჩნევ მგონი და იმედი მაქვს, მარტო მე არა :დ
მარცხნივ Fireflies-ია, მარჯვნივ - Stars In Coma
ბუდას ძალიან ძალიან გაეხარდა და გადაწერა.
ReplyDeleteხოდა თავის დროზე სიმილარებიდან გადაგვედი მეც სთარზინქომაზე :))
დღემდე მობილში მიგდია მაგის ის სიმღერა. აი მიტნიკი კი ამომიშლია მობილიდან :user:
იმედია, აქ ისეთი სიმღერები იქნება, რო უკან დავაბრუნებ Fireflies-ს :)
შენ თუ მობილიდან ნაჩნიე სნაიპერებს წაშლი და ამას დააბრუნებ,
ReplyDeleteოოოოო
დურგლიშვილს თუგინდა მე ვეტყვი შენზეც და ჩემზეც
:DDDDDDDDDDDDDDDDDDD
ReplyDeletetu durglishvils etyvi, bazari araa :D