Showing posts with label *Karpe Diem. Show all posts
Showing posts with label *Karpe Diem. Show all posts

Karpe Diem







Karpe Diem -

the best (2004- 2008)


lastfm


myspace






თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეპი და ჰიპჰოპი ისევე მესმის, როგორც ბოლცმანის მუდმივას ფორმულის მნიშვნელობა მაკრო და მიკროფიზიკისათვის. ნამდვილად, აგრნომიაში ან თუნდაც დენდროლოგიაშიც კი ალბათ უკეთ ვერკვევი, ვიდრე ამ ჟანრის მუსიკაში. ხარისხიანი და უხარისხო რეპის გარჩევაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ იმიტომ, ტომ არაფერი მაქვს მოსმენილი ცხოვრებაში, იმ კლიპების გარდა რაც მტვ-ზე და სხვა ზოლიან არხებზე ტრიალებდა ჩემი ბავშვობის ხანაში :უსერ: ხო ყველაფერი გასაგებია :უსერ:


..........................
დღეს სამზარეულოში დიდხანს შემოვრჩი რატომღაც. და euronews ჩამერთო. შესაბამისად, მილიონჯერ მომიწია ერთი და იმავე ფსევდოდეპრესიული სიუჟეტების ყურება. ასე მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ბუშისთვის ფეხსაცმლის მსროლელი ერაყელი ჟურნალისტი, როგორ თუ რატომ მოიკლა თავი ფრანგული ტელეკომის 23მა თანამშრომელმა და ასე შემდეგ.
და რამდენიმე წუთში რას ხედავს ჩემი თვალები! 2 სიმპათიურ ყმაწვილს და რაღაც დეგენერატ ვიდეოს არანაკლებ დეგენერატი სიმღერის ფონზე. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ და თანდათან ვიდეოც მომეწონა და სიმღერაც.
უფრო მეტიც, სხვა სიმღერების გადმოწერის სურვილითაც აღვიძერი :D
ორი ერთეულით ავუწიე ხმას და სიამტკბილობით ვუსმინე სიუჟეტსაც.
ეხლა რა ხდება, ბიჭები არიან ნორვეგიიდან. უფრო სწორად კი ერთი, სახელად Magdi Omar Ytreeide Abdelmaguid-ი ნახევრად ეგვიპტელია და ნახევრად ნორვეგიელი და მეორე, Chirag Rashmikant Patel-ი თავით ფეხებამდე ინდოელი. ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ოსლოში. ჰქვიათ "კარპე დიემ"ი და დანარჩენს მღერიან ნორვეგიულად. რეპს. ცინიკური და პოლიტიკური ტექსტები აქვთო, ამბობენ, მარა არც ნორვეგიული მესმის, რამე რომ გავიგო.
ბიჭებს აქვთ 2 ცალი ალბომი და ერთი ცალი იპი. მაგრამ თავიდან ბოლომდე ვერცერთი ვერ ჩავიგდე ხელში. ამიტომ მხოლოდ ცალკეული სიმღერებს ნაკრებს ავტვირთავ (გოიმობაა მარა რა ვქნა, სხვა ვერ ვიშოვე ჩემთვისაც). და დაგარწმუნებთ, რომ მართლაც საუკეთესო სიმღერების ნაკრებია!
ყველა სიმღერა უკლებლივ სასიამოვნოდ და მხიარულად ისმინება და საერთოდ არ ტოვებს პოლიტიკურად აგრესიულად ანთებული ტრეკების შთაბეჭდილებას.
















Clickclickclick