Tara Jane O'Neil
-
A Ways Away
(2009)
ჩემს ბავშვობაში რუსთავი 2ზე დილაობით მულტსერიალები გადიოდა ხოლმე. თუმცა ალბათ დღემდე გადის, მარა მე მაშინ ვუყურებდი ხოლმე . თან აქტიურად ვუყურებდი იმდენად, რამდენადაც მულტფილმების გარეშე ვერ ვიღვიძებდი. და რამდენჯერაც შუქი არ ყოფილა დილას, იმდენჯერ დამიგვიანია სკოლაში :დ და იყო ასეთი სერიალი პაპირუსის თავგადასავალი. ეგვიპტურ ღმერთებზე და ბოროტებებზე და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევაზე და რა თქმა უნდა, შეუპოვარ და უდრეკ გმირზე - სახელად პაპირუსზე. ყოველი სერია პაპირუსის მორიგ ფათერაკიან თავგადასავალს მოგვითხრობდა. მართალია, დღეს არცერთი ფათერაკი აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი განცდა არასდროს დამავიწყდება :) თუმცა, ბუნდოვნად მახსოვს რომ, ერთ-ერთ სერიაში პაპირუსის მორიგ მისიას, ჩემი გაღვიძების გარდა, წარმოადგენდა ისეთი მორიგი ზეგმირობის ჩადენა, როგორიცაა კაცობრიობის ისტორიიდან უკანასკნელი 3 წლის გაქრობა. და რის ზეგმირი იქნებოდა ჩვენი პაპირუსი ასეთი დავალების შესრულება რომ ვერ მოეხერხებინა! თან განა უბრალოდ 3 წლის წინ დააბრუნა კაცობრიობა და გადაწყვეტილებების გადაფასებ-გადარჩევ-ახლის ამორჩევის საშუალება მისცა, არამედ სულმთლად გააქრო, ამოაგდო რა.
მართალია მთელი დღეა ვფიქრობ, ნამდვილად პაპირუსიდან არის თუ არა ეს სიუჟეტი და ნერვები მეშლება რო ვერ ვიხსენებ, მარა რა მნიშვნელობა აქვს ამას პრინციპში.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რო ხანდახან მიფიქრია ყოველი წლის შემოდგომის შუაგული ასე გავაქრო ხოლმე. მაპატიეთ თუ ვინმეს რამე დაგიშავდებოდათ ამით, მარა კეთილი გეგმების გადადება ნოემბრის ბოლოსთვის ყოველთვის შეიძლება. მეც ასე ვაპირებდი პრინციპში რაღაც თარიღების გადატან-გადმოტანას.
დღესაც სწორედ ასეთი ზრახვების დალაგების ფაცი-ფუცში ვიყავი, რო გამახსენდა - მუსიკალური თვალსაზრისით ყველაზე პროდიუქტიული დღეებიც შეიძლებოდა შეწირვოდა ამ ფოკუსნიკობის ამბავს და არ მესიამვონა. და უმალ განვდევნე გონებიდან ბოროტი ფიქრები.
სამაგიეროდ ჩავრთე Tara Jane O'Neil, რამაც/ვინც საბოლოოდ გადამაფიქრებინა პაპირუსის მიბაძვა და დამარწმუნა ავი მომენტების კარგიანობაში.
ბასისტი ყოფილა ახალგაზრდობაში რაღაც სარდაფის ჯგუფში. მერე წამოსულა. მერე კიდევ სადღაც წასულა და ასე მოუვლია მთელი ორეგონის პუნკ სცენა. და მერე უცბად დაწყნარდა და სინგერ -სონგრაითერ ფიმეილ ვოკალისტად იქცა. 5 ალბომიც აქვს გამოშვებული მარა მე მხოლოდ ბოლო - 2009 წლის ნამუშევარს, სახელად A Ways Away-ს ვიცნობ და გაგაცნობთ.
A Ways Away - რომელშიც ხდება შემდეგი : შთამბეჭდავი და ძლიერი ხმა, მოსევდიანო მელოდიები, გასაგიჟებლად ნაზი ცქცქ დრამი და უმომხიბვლელესი გიტარული საუნდი თუ რა ჯანდაბა ქვია ამას არ ვიცი, - წარმოადგენს ნელებით გატენილ ნახევარსაათიან ნაწარმს. და მიუხედავად იმისა რო მაისშია გამოსული, შემოდგომას და ჩაის უხდება სასტიკად.
ისე რაღაც ძალიან ზედიზედ მიეწყო ეს ნელები ამ ბლოგზე რაარი.
ალბომის პირველი ტრეკი dig in რო ჩავრთე, მეგონა slowblow დაიწყო,,, მერე კი მალევე მოვეგე გონს, მარა პირველი შთაბეჭდილება მაინც ძლიერიაო, ნათქვამია და სწორი აღმოჩნდა ეს ნათქვამიც.
აი Pearl Into Sand-ზე მილიონი ასოციაცია შეიძლება მოგივიდეს ადამიანს მარა მე პირველი რაც გამახსენდა, ჯარმუშის Dead Man იყო. მშვენივრად მოუხდებოდა ეს ტრეკი საუნდტრეკად ამ ფილმს. ნილ იანგის მკვდარ მუსიკას არაფრით ჩამორჩება მე თუ მკითხავთ.
და ბოლო ტრეკი - "დახრჩობა ელექტრულ დუხში" - ზუსტად საიმგანწყობე, დღეების გამოტოვებაზე რო ფიქრობ!
trakebi
1 Dig In
2 In Tall Grass
3 Drowning
4 A New Binding
5 Howl
6 Pearl Into Sand
7 Beast, Go Along
8 A Vertiginous One
9 Blwa
10 The Drowning Electric
ეხ არადა პაპირუსის თავგადასავალში ერთადერთი სიმღერა იყო, ისიც სერიის დასაწყისში და არ მომწონდა ეს ფაქტი. შეიძლებოდა დროზე ვერ გამეღვიძა და გამემაზა და იმიტომ
C'est bien :) Je recommandes ecouter !
ReplyDeleteпереведи :D meore cinadadeba marto :D:D
ReplyDeleteკაი სოფ რა ვერ გაიგე ! ’ჯე რეკომენდეს ეკოუტერო ’
ReplyDeleteვაახხხ
გამაგიჯებ რა
ჩემი საყვარელი მულწიკი იყო პაპირუსი. 3ჯერ მაქ ნანახი თავიდან ბოლომდე მგონი ხვადასხვა არხზე და ბავშვობის სხვადასხვა პერიოდში.
ReplyDeleteახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი :D
ვნახოთ ეგ ალბომიც თუ პაპირუსივით გემრიელია :P :D
ჯე სუი დებილ და აღ მესმუას და ღა ვქნუა :P :D
ReplyDeletebud, ki uketesia. bavshvobis suni ar aqvs ogond :D
ara, shen tavs mousmine - neil youngis mkvdar musikas - pilms saxeltsodeba dead man, ertmanets sad etsinaaghmdegeba?meoreserti neil youngi rodedan gaxda bandzi,es yvelaperi kargia magram fundaments ver vxedav musikalur gemovnebashi,jarmusch - tom waits,iggy pop,white stripes > tara jane o' neal ara isa =.)
ReplyDeleteara da kide ityviian analitikuri azrovnebis unari qalebs araqvto
ReplyDeletenwnw
ბასკი, შენ უბრალოდ ვერ გამიგე.
ReplyDeleteიმიტო, რო მოუსმენლად და "ფუნდამენტის გარეშე" შეაფასე ტარა :პპპ
ნილ იანგზე ბანძიო არასოდეს არ მითქვამს. და დედ მენ-ს რომ სწორედ მკვდარი მუსიკა ჭირდება, არც აქ შევწინააღმდეგებივარ ვინმეს. საქმე იმაშია, რო ტარას ის ტრეკიც ისევე მკვდარია, როგორც ფილმის საუნდტრეკი. ეგაა და ეგ. ბევრი ფუნდამენტების ძებნა არც უნდა დაგეწყო.
ჯეკ უაითზე კიდე ნოკომენტ. იცი რატოც :პ