Karpe Diem
Karpe Diem -
the best (2004- 2008)
lastfm
myspace
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეპი და ჰიპჰოპი ისევე მესმის, როგორც ბოლცმანის მუდმივას ფორმულის მნიშვნელობა მაკრო და მიკროფიზიკისათვის. ნამდვილად, აგრნომიაში ან თუნდაც დენდროლოგიაშიც კი ალბათ უკეთ ვერკვევი, ვიდრე ამ ჟანრის მუსიკაში. ხარისხიანი და უხარისხო რეპის გარჩევაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ იმიტომ, ტომ არაფერი მაქვს მოსმენილი ცხოვრებაში, იმ კლიპების გარდა რაც მტვ-ზე და სხვა ზოლიან არხებზე ტრიალებდა ჩემი ბავშვობის ხანაში :უსერ: ხო ყველაფერი გასაგებია :უსერ:
..........................
დღეს სამზარეულოში დიდხანს შემოვრჩი რატომღაც. და euronews ჩამერთო. შესაბამისად, მილიონჯერ მომიწია ერთი და იმავე ფსევდოდეპრესიული სიუჟეტების ყურება. ასე მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ბუშისთვის ფეხსაცმლის მსროლელი ერაყელი ჟურნალისტი, როგორ თუ რატომ მოიკლა თავი ფრანგული ტელეკომის 23მა თანამშრომელმა და ასე შემდეგ.
და რამდენიმე წუთში რას ხედავს ჩემი თვალები! 2 სიმპათიურ ყმაწვილს და რაღაც დეგენერატ ვიდეოს არანაკლებ დეგენერატი სიმღერის ფონზე. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ და თანდათან ვიდეოც მომეწონა და სიმღერაც. უფრო მეტიც, სხვა სიმღერების გადმოწერის სურვილითაც აღვიძერი :D
ორი ერთეულით ავუწიე ხმას და სიამტკბილობით ვუსმინე სიუჟეტსაც.
ეხლა რა ხდება, ბიჭები არიან ნორვეგიიდან. უფრო სწორად კი ერთი, სახელად Magdi Omar Ytreeide Abdelmaguid-ი ნახევრად ეგვიპტელია და ნახევრად ნორვეგიელი და მეორე, Chirag Rashmikant Patel-ი თავით ფეხებამდე ინდოელი. ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ოსლოში. ჰქვიათ "კარპე დიემ"ი და დანარჩენს მღერიან ნორვეგიულად. რეპს. ცინიკური და პოლიტიკური ტექსტები აქვთო, ამბობენ, მარა არც ნორვეგიული მესმის, რამე რომ გავიგო.
ბიჭებს აქვთ 2 ცალი ალბომი და ერთი ცალი იპი. მაგრამ თავიდან ბოლომდე ვერცერთი ვერ ჩავიგდე ხელში. ამიტომ მხოლოდ ცალკეული სიმღერებს ნაკრებს ავტვირთავ (გოიმობაა მარა რა ვქნა, სხვა ვერ ვიშოვე ჩემთვისაც). და დაგარწმუნებთ, რომ მართლაც საუკეთესო სიმღერების ნაკრებია!
ყველა სიმღერა უკლებლივ სასიამოვნოდ და მხიარულად ისმინება და საერთოდ არ ტოვებს პოლიტიკურად აგრესიულად ანთებული ტრეკების შთაბეჭდილებას.
Clickclickclick
Subscribe to:
Post Comments (Atom)
დაგეთანხმები გასართობად მართლა გამოდგება. ისე კლიპებზე რა გითხრა Youtube-ზე ერთი კი არა მთელი კოლექვია აღმოვაჩინე :)) მერე google-ში ვებ გვერდსაც გადავაწყდი და მგონი მალე აღმოვაჩენ, რომ ნორვეგიაში საკუთარი "მაფიაც" აქვთ :))
ReplyDeletefaqtiurad mase gamodis. osloshi emigrantebshi didi blatebi aqvt sakmaod. da tan tu ar vcdebi am emigrantul dialeqtze anu kebab-norvegiulad (:D) mgerian. mafiaa es ukve aba ra ari :dd
ReplyDeleteმალე აქაც გაიჩითება ეგეთი ჯგუფებიი :)) ჩინელი-"ქართველი" და ინდოელი-"ქართველის" ან ზაგნი-"ქართველის" (ქვეყანა ვერ გავარკვიე სასტიკად შავი ხალხი ბევრგან ცხოვრობს:(), ეხხხხხხხ ნეტა რა გვეშველება :))
ReplyDeleteP.S. ახალ review-ებს ვუცდით :)
qartvelis brchyalebshi chasmashi cota ver dagetanxmebi, mara eg sxva temaa, zaan shors cagviyvans :D jgufebi gvyvavdes da......
ReplyDeletereviewebi da albomebi ki iqneba iqneba ;)))
ეგ ჩემი რასისტული ხედვიდან გამომდინარე დავწერე ყურადღებას ნუ მიაქცევ :) რა გადაშენდნენ (ჯგუფები)?
ReplyDeleteme qartuli jgufebi vigulisxme :D ravi arc ise bevri gvyvavs :user: tan karpe diemivit (tundac) celshigamartulebi mitumetes :D
ReplyDelete