Silje Nes





Silje Nes -

Ames Room
(2007)


lastfm

myspace





а я думал, что ты хорошая.. но оказывается, что ты такая-же как все остальные - მიცხადებს დღეს ჩემი დეიდაშვილი მას შემდეგ, რაც ნერვები დამიწიწკნა და ჩემს სახლში წყნარად ყოფნა მაცალე-მეთქი, "ვუყვირე".
აი Silje Nes-ს ამას არსადროს არ ეტყოდა არავინ; არც დიდი და არც პატარა.. იმიტომ, რომ ის მართლა სხვანაირია, სხვანაირად კარგი.
ლასტფმზეც კი, არცერთ თავისივე სიმილარ ართისთს არ გავს. უფრო მეტიც, ყველას ჯობს :)

თან აწყნარებს. 2 ტრეკის მოსმენის მერე განსაკუთრებით ყურ(თ)სასმენებში მოსმენაც გინდება. მერე გახსენდება რო შენი ინვალიდი ყურ(თ)სასმენები უკვე გარდაიცვალნენ და მეგობრისას ხმარობ, ასევე ინვალიდს. (თუმცა იმას მაინც ვიმედოვნებ რო ამ უკანასკნელთ ტკბილეული უყვართ და მარილზე არ წავლენ კიდე კარგა ხანს). სულ არაფერს კი სჯობს, მაგრამ Ames Room-ს ხომ ყოვლად ჯანმრთელი ნაუშნიკები ჭირდება! ეს ხომ არაა უბრალოდ female vocalistი, რომელსაც როცა გინდა ჩართავ და რა დროსაც გინდა გამორთავ. მის ალბომში ისე უხვადაა ფოლკტრონიკა, მეგობრებო, როგორც ჩვენში ვადაგასული მაიონეზი მაღაზიებში და დაყრილი სიგარეტის ნამწვავები
ქუჩაში. ერთხელ ჩართე ალბომი?! - ბოლომდე უნდა უსმინო! დაუწერელი კანონია ეს Ames Room-ისთვის.
თვითონ სილიე ნესი ნორვეგიელი გოგოა, მულტიინსტრუმენტალისტია და ტკბილი ხმა რო აქვს, ამას თქვენც ნახავთ/მოისმენთ. ames room მთლიანად სახლის პირობებში ყოფილა ჩაწერილი და მიუხედავად ამისა, სრულყოფილებას წარმოადგენს როგორც თავისთავად, ისე თავისთვის (რამ გამახსენა ეხლა ეს). მართალი გითხრათ, საყვარელი სიმღერაც არ გამომირჩევია ალბომიდან და საერთოდ სიმღერების სახელებიც არ ვიცი... იმდენად ერთი მთლიანია ალბომი!

აი მგონი აიტვირთა კიდეც და გადავიჭრათ ბარემ ყველა ერთად ოპტიკური ილუზიების ოთახში :)

ClickClickClick


immortalclickclickclick



trakebi:

01 Over All
02 Drown
03 Shapes, Electric
04 Ames Room
05 Giant Disguise
06 Dizzy Street
07 Long Shadows Left Around
08 Bright Night Morning
09 Recurring Dream
10 Searching, White
11 Magnetic Moments of Spinning Objects
12 Melt
13 Escape
14 No Bird Can



















აქვე დიდი მადლობა monsieur-ს ამ ალბომისთვის, და საყვედური ბუდას თვითონაც იცის რისთვის :D







4 comments:

  1. კარგი ალბომია, მოლოდინი გაამართლა :)

    ReplyDelete
  2. ე.ი. ბუდამ შენიშვნა მიიღო და შერცხვა კიდე ერთხელ. ალბომს მოუსმინა და მოეწონა :yes:

    ReplyDelete