Kings Of Convenience



Kings Of Convenience - Declaration of Dependence (2009)

kingsofconvenience

lastfm

myspace


მოგეხსენებათ, ოთახის დალაგება მუსიკის გარეშე უბრალოდ წამებაა. აი მუსიკასთან ერთად სხვა ამბავია, რიტმს ცოცხს და თეძოს ერთად რომ აყოლებ. არსებობენ ჯგუფები ან სიმღერები, კონკრეტულად ამ დროს რო უნდა მოუსმინო, ისედაც დაღლილი ხელებით დრამის პარტიას აყვე. არსებობენ ჯგუფები, საუზმეს რო ვერ მიირთმევ მათ გარეშე ან ავტობუსში ვერ ჩაჯდები, რაც არ უნდა ბევრი ხურდა გეყაროს ჯიბეში :D


Kings Of convenience ალბათ ყველამ იცით, ის შემთხვევაა, განსაკუთრებით დაღლილმა რო უნდა მოუსმინო ოთახის დალაგების შემდეგ, ან სამსახურიდან(უნივერსიტეტიდან, სკოლიდან) სახლში რო მოხვალ, ყავას მოიდუღებ, ოთახში შეიტან, ამოიოხრებ და დაჯდები. ჩართავ და თავს დიდ, ლამაზ პუფში იგრძნობ, თითქოს არც ნახევრად გატეხილი სკამი გერჭობა მარცხენა მხარეს და თითქოს ყავაც რაღაც განსაკუთრებით გემრიელი გამოგივიდა.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სტაბილურად, მაგრამ კარგად, მყარად. არაფრის დაკარგვის გეშინია და არც მომავალზე დარდობ მაინცდამაინც. ერთ-ორ სიმღერაზე ერთი-ორი ადამიანი გახსენდება და ერთი-ორი რაღაც გენანება მხოლოდ. მაგრამ ესეც ისე, ჩვეულებრივად, ადამიანურად. ოდნავ სევდით, მაგრამ მაინც დადებითად.



Erlend Øye და Eirik Glambek Bøe 10 წლიდან მეგობრობენ, პირველად გეოგრაფიის კონკურსზე შეხვდნენ ერთმანეთსო, ვიკიპედიამ თქვა. 16 წლიდან ერთად უკრავენ ჯგუფში ’Skog’(ტყე). აი ერლენდს რომ ინგლისური პრონანსი აქვს, მარტო მაგის მოსმენა ღირს, სხვა თუ არაფერი. Eirik-ის პრონანსზე რა გითხრათ, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ბიჭია!!!! ოოოოოო :P


მოკლედ, ამ ალბომის პირველი ნახევარი რატომღაც უფრო მეტად მხიბლავს, ვიდრე მეორე. მაგრამ თითქოს მთელი ალბომი რაღაც უბრალო ბედნიერებასთან და სილაღესთან ასოცირდება, აი დაახლოებით ისეთ სიხარულთან, საყვარელი ადამიანის/ადამიანების სანახავად რო მიდიხარ და გიხარია. განა დიდი ხანია არ გინახავს ისინი, განა განსაკუთრებულად გიცემს გული ან რამე. არა, უბრალოდ გიხარია და მშვიდი, წყნარი, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. უჰუუ, Kings Of Convenience :yes:


ბოლოს და ბოლოს ალბომში me in you-ა, ჩემი ფავორიტი სიმღერა :D რამდენიმე დღეა, ყურ(თ)სასმენებში (@ Sopo Molokos) მაგის მეტი არაფერი ჩამირთავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფო მოლოკოს-მ რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი სიმღერა მომასმენინა და იმით მოვცდი. ველოდები იმ სიმღერების გამოგზავნას(როგორც კი მოვრჩები წერას, მოვრბივარ სკაიპში) და იმ სიმღერებთან დაკავშირებული(რაღა დაკავშირებული :D ) ადამიანის უახლოეს დღეებში ნახვას :D

და არ ველოდები მზეს :D

trakebi:

01. 24-25
02. Mrs. Cold
03. Me in You
04. Boat Behind
05. Rule my World
06. My Ship Isn't Pretty
07. Renegade
08. Power of not Knowing
09. Peacetime Resistance
10. Freedom and its Owner
11. Riot on an Empty Street
12. Second to Numb"
13. Scars on Land"

Clickcklick

Immortalcklickclick

ძალიან პოზიტიური ახალი კლიპი


და ერთი კარგი ლაივიც :)
(არ გეჩვენებათ, რო ერლენდს ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს? :user:)



And I'm watching you now,
I see you building the castle with one hand,
While tearing down another with the other...

6 comments:

  1. ai amas qvia üüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüüü !!
    alboms ara ogond :D

    ReplyDelete
  2. bud rogor ar shegrcxva, alboms pirvel sam treks ro aklebdi??? mat shoris Me In You-sac :D

    ReplyDelete
  3. აუ დავაკელი? რა შტერი ვარ! თავიდან ვიზამ.

    ReplyDelete
  4. ჩავასწორე :)

    ReplyDelete
  5. shen ki izam tavidan mara me gadmovcer :sashinladnacyenidamomdurebuli:

    ReplyDelete