Turner Cody


Turner Cody
-

60 Seasons
(2005)



lastfm

myspace






ტერნერ ფან პელტ (k)ნიფინი ქვია სინამდვილეში. მარა ტერნერ ფან პელტ პედერსენ კნიფინი უფრო მოუხდებოდა მგონი. ამხელა სახელი გერქვას, ასეთი კარგი ხმა გქონდეს, ასეთი ნიჭიერი იყო და პედერსენი არსად ერიოს შენს სახელში, დანაშაულია პირდაპირ!
ხოდა ტერნერ ჩოდყ ჩვენი ყველას საყვარელი herman duneების ბასისტია ხოლმე :) ხოლმე რა, ნუ უკრავს მაგათთან. სწორედ ჩვენი ჰერმან დუნებიდან გადავაწყდი ჩვენს პედერსენსაც.
არანაკლებ თბილი მოსასმენია, ვიდრე duneები.
ხოდა
მთელი ზაფხულის მანძილზე ჰერმან დუნელები ხო ძალიან მახინჯები მეგონენ. ნუ სურათი არ მქონდა ნანახი და თეომ მითხრა მახინჯიაო და 'მიტომ. თან ძირგამომპალი კაპიტალიზმის გამო სიტყვა "მახინჯი" სულ სიტყვა "თაღლითში" მეშლება და მერე ასოციაციებიც მერევა :D და მოკლედ იმედგაცრუებული ვიყავი ეგზომ. აბა როგორია,უსმენ რაღაც შაქარყინულ მუსიკას, ლოლიპოპ ტექსტს და იცი რო ვოკალისტი თაღლითია. : | Aმიტომ ახლა ამის საკომპენსაციოდ მინდა განვაცხადო ( :D ), რო არ შეაფასოდ ტერნერი გარეგნულად :ს
ხო ალბომს რაც შეეხება,ანტიფოლკად თაგავენ ამას, და მეც მასე დავწერ ბარემ, რო გამოხოხებული ანტიფოლკია. ერთი-ორი ტრეკი განსაკუთრებით მოსამოციანუროცაა. მიხუჭუჭებული და მოქუცქუცებული. ხანდახან ბობ დილანურია მომენტებში. მარა ეგ ყველაფერი არაფერი. აი don't refuse me my darling კოპიო ადამ გრინია!!!! ასეთი ადამ გრინული სიმღერა თვითონ ადამ გრინსაც არ აქვს. ნუ, მისამღერის გარდა ალბათ :D
აი words to the wise-ს აშკარად ჩავიხვევ; ბუდა, მოუსმინე! წვიმას ნუ დაელოდები :)

clickclick

immortalclickclick ( esec mortal-ia ise )



უი ჰო, ის დამავიწყდა, რო 2005 წელს არის გამოსული ეს ალბომი და წარმოადგენს მანამდე ხლაფორთით ჩაწერილი სიმღერების კომპილაციას.




კიდე ერთი უი,
ვინც უკვე გადმოწერა, და ლასტფმი არ უსკრობლავს და თავისი კომპის ვინდოუსს აბრალებს, თაგები გაასწორეთ ალბომზე რა! :უსერ: :D
ანდა, აგერ თეოს თხოვნითა და ჩემი დაყოვნებით ხელახლა ავტვირთე, თუკი გეზარებათ თაგვითი სამუშაოების ჩატარება


clicklickclickcancancan

1 comment: