Fiction Family


Fiction Family

-

Fiction Family(2009)

fictionfamily
.com


last.fm

myspace







ჩემს დაუძლურებულ კომპიუტერში ერთი ფოლდერია, ’movusmino’ ქვია. აქ იყრება ყველა ის სიმღერა ან ალბომი, რომლის მოსმენასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. არ მახსოვს საიდან მოხვდა ამ ფოლდერში სიმღერა please don't call it love, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ის, რომ რამდენიმე დღე ვერ მოვწყდი და დღემდე მოთმინებით ვიტან ვიოლინოს გულისგამაწვრილებელ სოლოსაც კი. არამარტო ვიტან, არამედ მსიამოვნებს. მსიამოვნებს თვითონ სოლოც და იმის მოლოდინიც, რაც სოლოს მერე უნდა მოხდეს. კიდე ერთ 400 ასეთ სოლოს ავიტანდი ბოლო სტროფის მოლოდინში.



გუშინ მთელ ალბომს მოვუსმინე. ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია სულაც არ აღმოჩნდა საუკეთესო ალბომში. თუმცა არც ის ვიცი რომელია საუკეთესო. რაღაცნაირი ალბომია, თითქმის ყველა ტრეკი ერთი ხასიათისაა პირველისა და ბოლოს გარდა. სმენისას იმდენად დამღალა ერთმა განწყობამ, რო ბოლო ტრეკი მართლა განსაკუთრებით გამეხარდა და ვატრიალე და ვატრიალე :D



მოკლედ, Fiction Family Jon Foreman-ის(Switchfoot-ის ფრონტმენი) და Sean Watkins-ის(Nickel Creek-ის გიტარისტი) პროექტიაო. ეს ჯონ ფორმანი ზოგ სიმღერაში ისე გემრიელად წაუბექსთრითბოისებს(ხმას ვგულისხმობ), შორეული 90-იანი წლები მოგაგონდება, ჩაგეღიმება და საკუთარი თავი გაგახსენდება, ევრიბადეა იეა-ზე რო ცეკავდი :D მაგრამ მაინც ისე ძალიან სასიამოვნოა, ისე ძალიან სევდიანი და ისე ძალიან მოჩახლეჩილო, მუცელში მოგიღუტუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ Fiction Family-ს ძალიან სასიამოვნო ტექსტები აქვს, ძალიან საყვარელი და თბილი, ჩემი და ჯონის ფილოსოფია მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა :D
'Cause you can never lose a thing if it belongs to you-ო, გვაბოლებს ჯონი, მაგრამ ისე გემრიელად გვაბოლებს, ისე გემრიელად, თითებს ჩაიკვნეტ :D



trakebi
1. When She’s Near - 2:55
2. Out Of Order - 3:31
3. Not Sure - 3:06
4. Betrayal - 3:03
5. Elements Combined - 3:38
6. War In My Blood - 2:57
7. Throw It Away - 4:14
8. Closer Than You Think - 3:12
9. Please Don’t Call It Love - 5:11
10. Mostly Prove Me Wrong - 3:02
11. We Ride - 3:18
12. Look For Me Baby - 1:35

clickclick

immortalclickclick


5 comments:

  1. auuu :)))) kompshi erti albomis kiara simgeris adgilicarmaq da iseti postia, ise momandome gadawera, daverevi exla mtel mexsierebas gavasuftaveb !!! ::)):**:*******

    ReplyDelete
  2. :D :D isa... kaia :D mara ravi, ar inano mere, ristvis cavshale amdeni rameo :D :D genacvale :*******

    ReplyDelete
  3. hehehe mucelshi momigutuna da titebi chamakvnita gadmoceramdec ki :D da mziani sanapiro gamaxsena da citel mobilurshi mosmenili "aaa es is simgeraa ara?"

    ReplyDelete
  4. xo eg mec mindoda postshi chamecera, mara ver movifiqre ra formit. arada axla ukve mec magas maxsenebs is simgera :)

    ReplyDelete