Editors!







Editors -

In This Light
and
On This Evening
(2009)

last.fm

myspace





მე ვიცი, მოგწონთ, ვიცი (c) სერგი გვარჯალაძე :D:D:D

ამ ალბომის  შემთხვევაში კი, - მე ვიცი, არ მოგეწონებათ, ვიცი :D

მე კი ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ იმ ფაქტით, რომ მომწონს 80იანების ჟღერადობა

და ტომის სიმღერის ახლებური მანერაც



ClickClickClickandListen

Musette





Musette - Datum
(2009)

myspace


lastfm





წარმოიდგინეთ, რომ ჩაერთეთ რომელიღაც პოსტ-იჯარ ბანკის გათამაშებაში და მოიგეთ ბინა სტოკჰოლმში! ნუ, თავიდან გიხარიათ ტრალი-ვალი, მერე გადადიხართ ახალ ბინაში (ან არ გადადიხართ და პერიოდულად ჩადიხართ ხოლმე, როგორც გინდათ). გადის სულმცირე დრო და უზომოდ გიყვარდებათ ეს თქვენი ბინა. განსაკუთრებით აივანზე გასვლა გიზიდავთ და ველოსიპედებითა და ფეხითმოსიარულე ადამიანების სტვენით გაჯერებული ხედით ტკბობა განიჭებთ სიამოვნებას (არადა ხედში სტვენა ხო არ მოჩანს :|). ოთახში შემობრუნებული კი (თან ჯერაც ვერ დაგიჯერებიათ რომ ეს ოთახი თქვენია!), გათოშილი ხელებით ინიშნავთ ბლოკნოტში თარიღს.
თან, ამ ყველაფერს + იცით, რომ მუსიკის წერის ნიჭით ხართ დაჯილდოვებული.
სრული ბედნიერებისათვის ისღა გრჩება, დაჯდე ოთახში, მიუჯდე პიანინოს და დაწერო რამდენიმე წუთის წინ ნანახი ხედით შთაგონებული მუსიკა. მუსიკას მერე სტვენები და რამე-რუმეები დაადო, ან პირიქით -
დაწერო სტვენები და მერე ფონად მუსიკა დაადო და თითოეულ ტრეკს დაარქვა იმ თარიღის სახელი, როცა შთაგონება მიიღე. გადასარევია!
დაახლოებით ასე იქცევა ხოლმე Musette, იგივე Joel Danell. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გათამაშებაში არ მოუგია ეს ოთახი
ჰოდა წერს Joel მუსიკას. უშვებს ალბომს და სახელად არქმევს არც მეტი არც ნაკლები - datum-ს!
დატუმი 2009ის 24 თებერვალს გამოვიდა (ოხ ეს თებერვალი). ანუ კარგა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მე მხოლოდ ზაფხულში აღმოვაჩინე. თანაც, მანამდე კარგა ხნით ადრე ჰქონია ეს ტრეკები დაწერილი და ჩაწერილიც, უბრალოდ ალბომ დატუმ-ის სახით მხოლოდ თებერვალში მოახერხა გამოშვება.
და როგორც მე ამ ალბომის მოსმენის მერე დავასკვენი, ყველაზე კარგი ხედი Joel-ს აივნიდან 23 ოქტომბერს გადაშლია. ალბათ რამდენი ველოსიპედი დაინახა! დიდად არასდროს ვგიჟდებოდი ამ თარიღზე, მარა იმედია ახლა მაინც დავიწყებ დაფასებას. (და კიდევ, იმედია წელსაც არ იწვიმებს!)
კიდევ 14 აპრილი არის ძალიან მიმზიდველი და ყურშისაცემი ტრეკი იმ მხრივ, რომ ფრიად მებეთხოვენურა. ისიც ვიფიქრე, ჰერ ლუდვიგის დაბადების დღე ხო არაა 14ში მეთქი. არ აღმოჩნდა. რას გაიგებ.
ერთი სიტყვით, აგერ თქვენ თარიღები და დაითითოვეთ

trakebi:
1. 24 marj
2. 2 mars
3. 23 oktober
4. 10 juli
5. 17 oktober
6. 14 april
7. 18 juli
8. 24 januari
9. 1 juni
10. 1 februari
11. 15 oktober
12. 22 december
13. 9 november
14. 4 september

clickclick

immortalclickclick






Herman Düne



Herman Düne
-
NextYearinZion
(2008)


hermandune.com

myspace

last.fm








პირველად Herman Düneის პირველი ალბომი რო მომესმინა 2ტრეკის მერე გავტიშავდი და დანარჩენ ალბომების მოსმენას არც ვიფიქრებდი,საშინელებაა, კოშმარი და კარგია რო ჯაიენთი ვიპოვე პირველად :) და ამ Next Year in Zionსაც არაუშავს, ნუ კარგიცაა მარა ჩამთვის ამათი ალბომებიდან ყველაზე საყვარელი მაინც Giant დარჩება :)



and the baboon and the baboooooooonsss



ისეთი კარგები არიან ! მეგობარს რო ეჩხუბები მაშინაც კი გიწამლებენ და იცი რო everything is gonna be alright


trakebi

1 My Home Is Nowhere Without You
2 Try To Think About Me
3 When The Sun Rose Up This Morning
4 When We Were Still Friends
5 On A Saturday
6 My Baby Is Afraid Of Sharks
7 Lovers Are Waterproof
8 Next Year In Zion
9 Someone Knows Better Than Me
10 My Best Kiss
11 Baby Baby You’re My Baby
12 (Nothing Left But) Poison In The Rain


clickclick

immortalclickclick

Detektivbyrån

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


Detektivbyrån

-

Hemvägen EP
(2007)


detektivbyran.net

last.fm

myspace





ადრე ჩამთვის რო გეკითხათ ფრანგულ მუსიკას ვერ ვიტანდი, ცალკე აკორდეონის წრიპინს და ცალკე ენის თხონთხონებს და ჟჟ ჟჟჟ ებს(ფრანგულის აზრზეარვარ და ასე აღვიქვამ) და თურმე ეს ზიზღი მარტო ენის გამო მქონია, ამას Detektivbyrånის მოსმენის მერე მიხვდი. არადა შვედები არიან Gothenburgიდან(ქართულად არც მეტი არც ნაკლები გეტებორგი ყოფილა) Anders Flanders, Martin Molin და Jon Nils Emanuel Ekström. ბავშვობიდან ერთად ვართო, 12წელია მუსიკას ვაკეთებთო და საერთოდ თუ შეხვალთ ოფიციალურ ვებსაიტზე და ბიოგრაფიას ნახავთ არ ინანებთ ;;) ლასტზე და ვიკიზე უუუუუუმშრალესად წერია ინფო და თვითონ ისე კარგად უწერიათ ყველაფერი, 1 პატარა აბზაცში, გადმოთარგმნას რააზრიაქ, ისე ორიგინალში ჯობია ნახვა :დ (წიგნი ან ფილმი არ იყოს ესეც, მარა აი რო ნახავთ მიხვდებით;)) http://www.detektivbyran.net/worldofdetektivbyran/biography.html


(ვინმემ იქნებ იცოდეს რანაირად უკრავს აი ეს ტიპი, ამ ვიდეოს ნახვამდე გოგო რო მეგონა ის)











ალბათ 2001ში Gothenburgის გაფიცვებში ესენიც იღებდნენ მონაწილეობას
trakebi

1 E18
2. Hemvägen
3. Nattöppet
4. Monster
5. Dansbanan
6. Granmon
7. Vänerhavet


clickclick

immortalclickclick

Karpe Diem







Karpe Diem -

the best (2004- 2008)


lastfm


myspace






თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეპი და ჰიპჰოპი ისევე მესმის, როგორც ბოლცმანის მუდმივას ფორმულის მნიშვნელობა მაკრო და მიკროფიზიკისათვის. ნამდვილად, აგრნომიაში ან თუნდაც დენდროლოგიაშიც კი ალბათ უკეთ ვერკვევი, ვიდრე ამ ჟანრის მუსიკაში. ხარისხიანი და უხარისხო რეპის გარჩევაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ იმიტომ, ტომ არაფერი მაქვს მოსმენილი ცხოვრებაში, იმ კლიპების გარდა რაც მტვ-ზე და სხვა ზოლიან არხებზე ტრიალებდა ჩემი ბავშვობის ხანაში :უსერ: ხო ყველაფერი გასაგებია :უსერ:


..........................
დღეს სამზარეულოში დიდხანს შემოვრჩი რატომღაც. და euronews ჩამერთო. შესაბამისად, მილიონჯერ მომიწია ერთი და იმავე ფსევდოდეპრესიული სიუჟეტების ყურება. ასე მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ბუშისთვის ფეხსაცმლის მსროლელი ერაყელი ჟურნალისტი, როგორ თუ რატომ მოიკლა თავი ფრანგული ტელეკომის 23მა თანამშრომელმა და ასე შემდეგ.
და რამდენიმე წუთში რას ხედავს ჩემი თვალები! 2 სიმპათიურ ყმაწვილს და რაღაც დეგენერატ ვიდეოს არანაკლებ დეგენერატი სიმღერის ფონზე. მაგრამ, ჰოი საკვირველებავ და თანდათან ვიდეოც მომეწონა და სიმღერაც.
უფრო მეტიც, სხვა სიმღერების გადმოწერის სურვილითაც აღვიძერი :D
ორი ერთეულით ავუწიე ხმას და სიამტკბილობით ვუსმინე სიუჟეტსაც.
ეხლა რა ხდება, ბიჭები არიან ნორვეგიიდან. უფრო სწორად კი ერთი, სახელად Magdi Omar Ytreeide Abdelmaguid-ი ნახევრად ეგვიპტელია და ნახევრად ნორვეგიელი და მეორე, Chirag Rashmikant Patel-ი თავით ფეხებამდე ინდოელი. ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ოსლოში. ჰქვიათ "კარპე დიემ"ი და დანარჩენს მღერიან ნორვეგიულად. რეპს. ცინიკური და პოლიტიკური ტექსტები აქვთო, ამბობენ, მარა არც ნორვეგიული მესმის, რამე რომ გავიგო.
ბიჭებს აქვთ 2 ცალი ალბომი და ერთი ცალი იპი. მაგრამ თავიდან ბოლომდე ვერცერთი ვერ ჩავიგდე ხელში. ამიტომ მხოლოდ ცალკეული სიმღერებს ნაკრებს ავტვირთავ (გოიმობაა მარა რა ვქნა, სხვა ვერ ვიშოვე ჩემთვისაც). და დაგარწმუნებთ, რომ მართლაც საუკეთესო სიმღერების ნაკრებია!
ყველა სიმღერა უკლებლივ სასიამოვნოდ და მხიარულად ისმინება და საერთოდ არ ტოვებს პოლიტიკურად აგრესიულად ანთებული ტრეკების შთაბეჭდილებას.
















Clickclickclick





Fiction Family


Fiction Family

-

Fiction Family(2009)

fictionfamily
.com


last.fm

myspace







ჩემს დაუძლურებულ კომპიუტერში ერთი ფოლდერია, ’movusmino’ ქვია. აქ იყრება ყველა ის სიმღერა ან ალბომი, რომლის მოსმენასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. არ მახსოვს საიდან მოხვდა ამ ფოლდერში სიმღერა please don't call it love, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ის, რომ რამდენიმე დღე ვერ მოვწყდი და დღემდე მოთმინებით ვიტან ვიოლინოს გულისგამაწვრილებელ სოლოსაც კი. არამარტო ვიტან, არამედ მსიამოვნებს. მსიამოვნებს თვითონ სოლოც და იმის მოლოდინიც, რაც სოლოს მერე უნდა მოხდეს. კიდე ერთ 400 ასეთ სოლოს ავიტანდი ბოლო სტროფის მოლოდინში.



გუშინ მთელ ალბომს მოვუსმინე. ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია სულაც არ აღმოჩნდა საუკეთესო ალბომში. თუმცა არც ის ვიცი რომელია საუკეთესო. რაღაცნაირი ალბომია, თითქმის ყველა ტრეკი ერთი ხასიათისაა პირველისა და ბოლოს გარდა. სმენისას იმდენად დამღალა ერთმა განწყობამ, რო ბოლო ტრეკი მართლა განსაკუთრებით გამეხარდა და ვატრიალე და ვატრიალე :D



მოკლედ, Fiction Family Jon Foreman-ის(Switchfoot-ის ფრონტმენი) და Sean Watkins-ის(Nickel Creek-ის გიტარისტი) პროექტიაო. ეს ჯონ ფორმანი ზოგ სიმღერაში ისე გემრიელად წაუბექსთრითბოისებს(ხმას ვგულისხმობ), შორეული 90-იანი წლები მოგაგონდება, ჩაგეღიმება და საკუთარი თავი გაგახსენდება, ევრიბადეა იეა-ზე რო ცეკავდი :D მაგრამ მაინც ისე ძალიან სასიამოვნოა, ისე ძალიან სევდიანი და ისე ძალიან მოჩახლეჩილო, მუცელში მოგიღუტუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ Fiction Family-ს ძალიან სასიამოვნო ტექსტები აქვს, ძალიან საყვარელი და თბილი, ჩემი და ჯონის ფილოსოფია მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა :D
'Cause you can never lose a thing if it belongs to you-ო, გვაბოლებს ჯონი, მაგრამ ისე გემრიელად გვაბოლებს, ისე გემრიელად, თითებს ჩაიკვნეტ :D



trakebi
1. When She’s Near - 2:55
2. Out Of Order - 3:31
3. Not Sure - 3:06
4. Betrayal - 3:03
5. Elements Combined - 3:38
6. War In My Blood - 2:57
7. Throw It Away - 4:14
8. Closer Than You Think - 3:12
9. Please Don’t Call It Love - 5:11
10. Mostly Prove Me Wrong - 3:02
11. We Ride - 3:18
12. Look For Me Baby - 1:35

clickclick

immortalclickclick


Turner Cody


Turner Cody
-

60 Seasons
(2005)



lastfm

myspace






ტერნერ ფან პელტ (k)ნიფინი ქვია სინამდვილეში. მარა ტერნერ ფან პელტ პედერსენ კნიფინი უფრო მოუხდებოდა მგონი. ამხელა სახელი გერქვას, ასეთი კარგი ხმა გქონდეს, ასეთი ნიჭიერი იყო და პედერსენი არსად ერიოს შენს სახელში, დანაშაულია პირდაპირ!
ხოდა ტერნერ ჩოდყ ჩვენი ყველას საყვარელი herman duneების ბასისტია ხოლმე :) ხოლმე რა, ნუ უკრავს მაგათთან. სწორედ ჩვენი ჰერმან დუნებიდან გადავაწყდი ჩვენს პედერსენსაც.
არანაკლებ თბილი მოსასმენია, ვიდრე duneები.
ხოდა
მთელი ზაფხულის მანძილზე ჰერმან დუნელები ხო ძალიან მახინჯები მეგონენ. ნუ სურათი არ მქონდა ნანახი და თეომ მითხრა მახინჯიაო და 'მიტომ. თან ძირგამომპალი კაპიტალიზმის გამო სიტყვა "მახინჯი" სულ სიტყვა "თაღლითში" მეშლება და მერე ასოციაციებიც მერევა :D და მოკლედ იმედგაცრუებული ვიყავი ეგზომ. აბა როგორია,უსმენ რაღაც შაქარყინულ მუსიკას, ლოლიპოპ ტექსტს და იცი რო ვოკალისტი თაღლითია. : | Aმიტომ ახლა ამის საკომპენსაციოდ მინდა განვაცხადო ( :D ), რო არ შეაფასოდ ტერნერი გარეგნულად :ს
ხო ალბომს რაც შეეხება,ანტიფოლკად თაგავენ ამას, და მეც მასე დავწერ ბარემ, რო გამოხოხებული ანტიფოლკია. ერთი-ორი ტრეკი განსაკუთრებით მოსამოციანუროცაა. მიხუჭუჭებული და მოქუცქუცებული. ხანდახან ბობ დილანურია მომენტებში. მარა ეგ ყველაფერი არაფერი. აი don't refuse me my darling კოპიო ადამ გრინია!!!! ასეთი ადამ გრინული სიმღერა თვითონ ადამ გრინსაც არ აქვს. ნუ, მისამღერის გარდა ალბათ :D
აი words to the wise-ს აშკარად ჩავიხვევ; ბუდა, მოუსმინე! წვიმას ნუ დაელოდები :)

clickclick

immortalclickclick ( esec mortal-ia ise )



უი ჰო, ის დამავიწყდა, რო 2005 წელს არის გამოსული ეს ალბომი და წარმოადგენს მანამდე ხლაფორთით ჩაწერილი სიმღერების კომპილაციას.




კიდე ერთი უი,
ვინც უკვე გადმოწერა, და ლასტფმი არ უსკრობლავს და თავისი კომპის ვინდოუსს აბრალებს, თაგები გაასწორეთ ალბომზე რა! :უსერ: :D
ანდა, აგერ თეოს თხოვნითა და ჩემი დაყოვნებით ხელახლა ავტვირთე, თუკი გეზარებათ თაგვითი სამუშაოების ჩატარება


clicklickclickcancancan