Borko




Borko -
Celebrating Life
(2008)


lastfm


myspace









ლასტფმზე ამ ადამიანის შესახებ ცნობები ასე იწყება:
"ბიორნ კრისტიანსონი იგივე ბორკო არის ისლანდიელი მუსიკოსი რომელიც სვით პოპ-მელოდიებს კარგად უხამებსო ჭკვიან და ხანდახან რაღაცნაირ bulky ელექტრონულ საუნდსო. "
ეს წინადადება რო წავიკითხე, მივხვდი, რომ ქართულ ენაში "ჭკვიანი საუნდი"
ძაან სულელურად ჟღერს. :/ ალბომს რო უსმენ და აღფრთოვანების შეძახილი აღმოგხდება: რა ჭკვიანი საუნდი აქვს! :D არა რამე უნდა ვქნათ და მოვუხერხოთ ამ ტერმინს.
მოკლედ, რაც მთავარია, ბორკო ნამდვილად ისლანდიელი მუსიკოსია, და ნამდვილად კარგი მუსიკოსი. ალბათ ჭკვიანიც არის, რახან ჭკვიან საუნდებს შეჭიდებია. თან მუსიკის მასწავლებლად მუშაობს თურმე და ალბათ როგორ უყვართ ბავშვებს... დარწმუნებული ვარ, ფეხებში ფრჩხილებს არ არჭობს მოსწავლეებს და აი ასეთი ღრმა ბგერა მომეციო არ ეუბნება :/
ჰო, თან მაიონეზი ყვარებია (მართლა!) და უმცირესობების უფლებებს იცავს. ოღონდ კონკრეტულად რომელი უმცირესობების, არ ვიცი.
ჰოდა პირველად, კარგი დრო რომ იყო და ლასტფმი უფასოდ გვასმენინებდა რადიოს, მაშინ წავაწყდი რომელიღაც რადიოში dingdong kingdom-ს და მომეწონა და დღესაც ალბათ ეს სიმღერა მირჩევნია ალბომში ყველას.
ალბომის დასაწყისმა და აააააა-ებმა არ შეგაშინოთ. ალბომი ძირითადად ჭკვიანი კომპოზიციებისგან შედგება და თითქმის ყველა კომპოზიციაში ხშირად ვოკალის ადგილას გაურკვეველი ბგერების ჰარმონია ისმის. შიგადაშიგ შოზოფრენიკული მონოლოგის მსგავსი რაღაც ისლანდიური ლაპარაკიც. ერთი სიტყვით, პირველ მოსმენაზე თუ არა, მეორეზე შეყვარება გარანტირებულია!! აი ეხლაც ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ ბორკო მართლაც ჭკვიანია და ლამაზ მუსიკას ქმნის!
ეს მისი სადებიუტო ალბომია, თარიღდება 2008 წლით და ქვია celebrating life. აშკარად ამის თარგმანიც სულელურად ჟრერს ქართულად და ერთი პატარა რემონტი მგონი არ აწყენდა ჩვენ ენას.


trakebi











1. Continental Love
2. Spoonstabber
3. Shoobaba
4. Sushi Stakeout
5. Dingdong Kingdom
6. Summer Logic
7. Doo Doo Doo
8. Hondo & Borko







immortalclickclick





















































1 comment:

  1. albat arc frchxilebs archobs da arc momavalshi roo imegobreben iset 2 moswavlesac ar edzaxis shecdomit ertmanetis saxelebs, da tavidanve igrdznobs ro 'ragac asrebobs' da ertmanetis miyolebit daunishnavs xolme gakvetilebs ::::::)

    ReplyDelete