Elephant Stone


Elephant Stone -
Seven Seas
(2009)



myspace


lastfm








ესეიგი Stone Roses ხო ყველას გვიყვარს და ხო ყველასთვის კარგ მოგონებებთან ასოცირდება
და მაგათI სიმღერა Elephant Stone, სხვისი არ ვიცი, მარა ჩემთვის დღემდე ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ალბათ ბევრს ენიშნება/ინიშნებს (დედა როგორაა ეს სიტყვა მომავალ დროში) კარგა ხანს :)
ჰოდა რო ხედავ ხალხს, ვისაც შენი საყვარელი სიმღერა შენზე არანკლებ უყვართ და მარტო ბლოგზე კი არ წერენ ამას ან მარტო მეგობრებს კი არ ასმენინებენ, პროექტსაც არქმევენ და გამოდის რო მთელი პროექტის ისტორიას ამ სახელს უკავშირებენ, გულს უხარია ეგზომ.
რავი შეიძლება ბანალურია და ფანტაზიის ნაკლებობაც, მარა მე მომწონს.
ჰოოოოდა ეს ჩვენი Elephant Stone არის ინდური განწყობის მქონე კანადური პროექტი. აი თურქულ- გერმანული წარმოების საქონელი რო იყიდება ხოლმე ჩვენთან, მასეთ პონტშია დაახლოებით. ოღონდ ინდურ-კანადური. ინდი და სიტარა. (აქაა სწორედ ინტრიგა!)
როგორც მათი მაისფეისი იუწყება, ამ კოლექტივზე (ო როგორ მიყვარს ეს სიტყვა :D ) დიდი გავლენა მოუხდენიათ ისეთ ბენდებს როგორებიცაა blur, flaming lips, rolling stones, doves, supergrass, charlatans, stone roses და რაც მთვარია ცხოვრებას და ოჯახს და მეგობრებს :D
ასე რომ, ვისაც ჩვენი ძველი დობრი მელოდიები მოენატრა და სიტარის სანელებელიც აინტერესებს როგორ ჟღერს 2009 წლის ინდი ალბომისთვის -
ქლიქ ქლიქ ქლიქ! არ ინანებთ
მე kula shaker-ს მაგონებს, ნუ ინდური დუხის გამო ალბათ და ნახეთ თქვენც :)


trakebi

1Bombs Bomb Away
2 How Long
3 I am Blind
4 The Seven Seas
5 The Straight Line აიაიაი ამის სიტარა მომწონს!
6 Blood From a Stone
7 Oh Heartbreaker
8 A Morning Song
9 Dont you Know

immortalclickclick

No comments:

Post a Comment