Chew Lips

                                                                                                             

 Chew Lips

       -

  Unicorn (2010)

  lastfm

 myspace


   


აბა ვის გახსოვთ, სად იყავით და რას აკეთებდით 2008 წლის გაზაფხულზე? მე მახსოვს! არსად არ ვიყავი და არაფერს არ ვაკეთებდი. ვიჯექი უდაბნოსა შინა და  ყოველდღიურ გაზეთ nowhere news ვეცნობოდი ხოლმე. აქა-იქ, ხუთშაბათობით  ანას წიკვინა ხმას ვუმკლავდებოდით და ბელგეურ თქმულებებს ვისმენდით. ფლეიერs დღითიდღე ვარუfუჰოლიკებდი და საკუთარი თავsa ვიმეტებდი ამისთვის.

ამასობაშჳ, მილიონი მილის მოშორებით, კოსმოსში, იუპიტერს კომეტა ეჯახებოდა და უკვალოდ ქრებოდა. მაშინ დედამიწაც 8 სანტიმეტრით უფრო წელგამართული იყო.   ლონდონი კი ძველებურად და უცვლელად,  ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყო დაყოფილი.  ღმერთმანიდიდებული მხარეა სამხრეთ ლონდონი! მაშინ, როცა პირქუშ ჩრდილოეთს ბურუსი მოიცავს და ნოტიო ჰაერს სევდით გაჟღინთავს, ქალაქის სამხეთი მხიარულების მზიან საბურველში ეხვევა და სიმღერისა და ცეკვა-თამაშის თავდავიწყებას ეძლევა ხოლმე.

 არც 2008 წლის გაზაფხული ყოფილა გამონაკლისი სამხრეთ ლონდონისთვისსწორედ აქ და სწორედ ამ წელს და წელიწადის ამ უშესანიშნავეს დროს დაარსდა ჩულიფსისფერი ტრიო სახელად Chew Lips.

გინდ ელექტროქლეში დაარქვით, გინდ ელექტროპოპი, ჩემთვის სულერთია.მარა ფაქტია, რო წელს ეს ალბომი ერთ-ერთ გამორჩეულად უნდა დარჩეს, ვგრძნობ. ფაქტია რო ვგრძნობ. მარა ის უფრო ფაქტია, როUnicorn მათი სადებიუტო ალბომია. არაჩვეულებრივი ვოკალი გოგოს ეკუთვნის, ინსტრუმენტალი ბიჭებს. ეს თოჯინა - მე.                                                 ძვლებამდეა ალბომი გაჟღენთილი სუპერსაოცარი სინთეზატორით და რითმებით და საერთოდ, ყველა ტრეკი ისეთი მგონია, რო თავისუფლად ისინგლებდა და იჰიტებდა (ნუ, ბოლოს გარდა ალბათ), დედამიწა წელში რო არ მოხრილიყო. 

trakebi:
1. Eight 
2. Play Together 
3. Slick 
4. Karen 
5. Too Much Talking 
6. Toro 
7. Seven 
8. Two Hands 
9. Gold Key 
10. Piano Song

ClickClick